საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5:0 განადგურების შემდეგ მიმდინარე სეზონში 4 მოპოვებული ტიტული დაუგროვდა.

ჩვენებურმა სეზონი "ნაპოლიში" დაიწყო და საბოლოოდ "პარტენოპეი" იტალიის ჩემპიონი გახდა. პარიზულ გრანდში კი ქართველი საფრანგეთის ჩემპიონი, საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ხვიჩასთან ერთად ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ კალენდარულ სეზონში ორ გუნდში 4 ტიტული მოიგო, 29 წლის ესპანელი მცველი ალვარო ოდრიოსოლა გახლავთ, რომელიც ამჟამად "სოსიედადის" ღირსებას იცავს.

ოდრიოსოლამ 2019/20-წლების სეზონი "რეალში" დაიწყო, რის შემდეგაც ზამთარში იჯარით მიუნხენის "ბაიერნს" მიაშურა. საბოლოოდ, "ბლანკოსმა" ლა ლიგა მოიგო, "ბაიერნი" კი ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რის გამოც ოდრიოსოლამ ერთ სეზონში 4 ტიტული დაისაკუთრა.

100%
ეტყობა დეპრესია დაეწყო რომ აღარ არის ერთადერთი და განუმეორებელი
გენო ბათუმელი
სირცხვილია კალაძის დაჯილდოება. მაშინ მიხეილ მესხიც დააჯილდოვეთ, ლევან თედიაშვილი, ტალახაძე, ნონა გაფრინდაშვილი , რომან რურურუა და ასე შემდეგ.

ოქროს მედლის გადაცემაა,კლუბის სურვილზე დამოკიდებული,თორემ ჩემპიონის ტიტული რომ აქვს,მაგას მგონი არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ.ხვიჩა იტალიის 2024-25 წლების ჩემპიონატის სრულუფლებიანი ჩემპიონია!
გიორგი_79
Transfermarkt-ზე ხვიჩას 2024/25 წლების სკუდეტო ოფიციალურად არის შესული. შეგიძლიათ შეამოწმოთ https://www.transfermarkt.de/khvicha-kvaratskhelia/erfolge/spieler/502670
ufrosi
Video. https://x.com/Tapadibal_/status/1929121766217072941
დიმიტრი
მართალი ხართ, მაგრამ ნაწილობრივ. დიახ, მედალი არ მისცეს, მაგრამ ეს ჩემპიონობას არ აუქმებს, ანუ ხვიჩა ოფიციალურად სერია ა-ს 2024-2025 სეზონის ჩემპიონია, თუმცა სერია ა-ს ახალი წესებით კლუბს უფლება აქვს ოქროს მედლები არ დაურიგოს იმ ფეხბურთელებს რომლებმაც კლუბი შუა სეზონში დატოვეს, ამით კლუბს საჩემპიონო მედლის თვითონ განკარგვის საშუალება ეძლევა. შეიძლება ე.წ. "ზედმეტი" მედალი კლუბმა ისეთ ვინმეს გადასცეს, ვინც საერთოდ ამ სეზონზე ნაპოლიში არ ირიცხებოდა, ან შეიძლება საერთოდ ვინმე ვეტერანი იყოს, ან შეიძლება ისეთ ვინმეს გადასცეს მედალი დელაურენტისმა ვისაც თვლის რომ ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი დამსახურება აქვს, ანუ მედალი და ჩემპიონობა ამ შემთხვევაში ერთი და იგივე არ არის. ამიტომ, ხვიჩა ოფიციალურად 2024-2025 სეზონის იტალიის ჩემპიონია და ეგ მედალი არაფერს წყვეტს, ანუ მას მედლის მოთხოვნის უფლება ახალი წესებით არ აქვს, მაგრამ ჩემპიონობას ვერავინ წაართმევს

კვარამ უკვე მოიგო ოთხი ტიტული, აქვს კარგი შანსი,მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის და ევროპის სუპერთასის მოსაგებად. იანვარში პსჟმ უკვე მოიგო საფრანგეთის სუპერთასი,რომლის დროსაც კვარა პსჟს წევრი ჯერ კიდევ არ იყო. არა მგონია მომდევნო გათამაშებაში,მისი მოპოვება გაუჭირდეს,პსჟს,თუმცა ის უკვე მომდევნო სეზონის ტიტულებში ჩაიწერება.დარჩენილი ორი ტიტულიდან ერთიც რომ მოიგოს,ხვიჩა რეკორდსმენი გახდება.
გიორგი
ხალხო ხვიჩას გაუმარჯოს ღმერთმა მაგრამ იძახეთ ეხლა სალომე ზურაბიშვილივით პრეზიდენტი ვარო არ მისცა სერია ამ მედალი და ოფიციალურად არაა და წერეთ ეგ სისულელეები ისე მე ნაპოლეონი ვარ ოღონდ არავინ მაღიარებს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა