რატომ გადაიხადა "მანჩესტერ იუნაიტედმა" უცნობ პორტუგალიელში 7,4 მილიონი ფუნტი?

გუშინ მოგახსენეთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმ" 20 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი ბებე იყიდა. ამ ბიჭს მესამე ლიგაზე უფრო მაღალი დონის ფეხბურთი არასდროს უთამაშია, ისიც პორტუგალიაში - პორტუგალია, მოგეხსენებათ, არც ინგლისია და არც ესპანეთი.

რატომ გადაიხადა "მანჩესტერ იუნაიტედმა" უცნობ პორტუგალიელში 7,4 მილიონი ფუნტი?

გუშინ მოგახსენეთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმ" 20 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი ბებე იყიდა. ამ ბიჭს მესამე ლიგაზე უფრო მაღალი დონის ფეხბურთი არასდროს უთამაშია, ისიც პორტუგალიაში - პორტუგალია, მოგეხსენებათ, არც ინგლისია და არც ესპანეთი. წესით, "ვიტორია გიმარაეშში" ახალ აყვანილს მომდევნო სეზონში უნდა გამოეჩინა ადგილობრივი ფანების წინაშე თავი და ამხანაგურ შეხვედრებში მოსინჯა კიდეც ძალა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად საიდანღაც "გამოვარდნილმა" სერ ალექს ფერგიუსონმა დასტაცა ხელი - მანჩესტერელთა შეფმა ბებეს კონტრაქტი 7,4 მილიონ ფუნტად (8,45 მილიონი ევრო) გამოისყიდა. გუშინვე მოგახსენეთ, რომ ბებე ბავშვთა სახლშია გაზრდილი. მან თქვა: "უბედნიერესი კაცი ვარ. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე დიდი კლუბის ფეხბურთელი გახდებოდი და აი, ოცნება ამიხდა".

ინგლისურმა პრესამ კი გადაწყვიტა მიმხვდარიყო, რით მოიხიბლა ფერგიუსონი და დასვა კითხვა: რატომ იყიდა "იუნაიტედმა" ბებე?

ნამდვილი სახელი

ბებეს ნამდვილი სახელი ტიაგო მანუელ დიას კორეია გახლავთ. მაშ ბებე რაღაა? ასე, ბავშვობაში უფროსი ძმა ეძახდა - როგორც ხედავთ ძმაც ყოლია. კაცმა რომ თქვას, აწ უკვე მანჩესტერელი მთლად უპატრონო ბავშვთა სახლშიც არ არის აღზრდილი. ის იზრდებოდა ლისაბონის გარეუბან ლოურესში მდებარე თავშესაფარში სადაც ძალიან ღარიბი მშობლების შვილებს უყრიან თავს. ბებეს დედა და მამა კაპო ვერდედან არიან. იქიდანაა "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელი ნანი.

როგორ გახდა ფეხბურთელი?

თავიდან ბურთი ქუჩაში გააგორა, მაგრამ, შემდეგ "ეშტრელა დე ამადორას" ხალხმა (ახლა მესამე ლიგაშია) შეამჩნია და ლოურესის საყმაწვილო გუნდში მოაწყო. მოკლედ, ბებემ ყურადღება მესამე დივიზიონში მიიპყრო.

უსახლკაროთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლა ითამაშა?

მთლად ასე არ იყო. შარშან ქრისტიანთა საერთაშორისო ასოციაციამ ბოსნიაში ქუჩის ფეხბურთის ფესტივალი მოაწყო, სადაც ბებემ ექვს შეხვედრაში 60 გოლი გაიტანა - ამდენი გუნდებმაც ვერ გაიტანეს. რაც შეეხება პორტუგალიელ უსახლკაროთა ნაკრებს, ის იმ დროისთვის უკვე დაკომპლექტებული იყო და ბებესტვის ადგილი აღარ გამოიძებნა.

რამ აიძულა ფერგიუსონი ბებე ეყიდა?

რამ კი არა ვინ: ყოფილმა ასისტენტმა კარლოს კეირუშმა. სხვათაშორის, ბებეს ყიდვა, თურმე, "რეალსაც" უნდოდა. ფერგიუსონს ბებე ამ კვირის დასაწყისამდე ნანახიც კი არ ჰყავდა.

ძლიერი თვისება

ბუნებრივად წრაფია, მარჯვენა ფეხით ძლიერად არტყამს. 190 სანტიმეტრი სიმაღლის კაცი თავითაც კარგად თამაშობს. ღონიერია და კორპუსს კარგად დგამს - შორეულად შესაძლოა რუუდ გულიტი მოგაგონოთ. ორივე ფრთაზე თამაშობს. ქუჩური ფეხბურთის აღზრდილს თანდაყოლილი ფანტაზია აქვს, ნორმებით არავის შეუზღუდავს.

ათამაშებენ მანჩესტერში?

"ქარლინგის თასზე" შესაძლოა მოუწიოს კიდეც თამაშმა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა