ეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია. სპორტულ ჟუტნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგების მიხედვით ლიპარტელიანმა 140 ხმა მიიღო. 92 ქულით მეორე ადგილზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა გავიდა. მესამე შედეგი კი 31-31 ქულით ძალოსან ანასტასია გოტფრიდს და ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს ჰქონდათ. გამოკითხვაში მონაწილეობა 75-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო.

25 წლის ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, შერეულ გუნდურ შეჯიბრში კი ევროპის 2-გზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ახალგაზრდებს შორის კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახლავთ.

თბილისის ძიუდოს აკადემიაში ეთერ ლიპარტელიანს, რომელმაც წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული უკვე მეოთხედ მოიგო, ჯილდო საქართელოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ გადასცეს.

თამარ ბალავაძემ გამარჯვებულ სპორტსმენს საკუთარი წიგნიც - „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორიაც“ უსახსოვრა. წიგნში 23 ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ქალის ისტორიაა მოთხრობილი, მზია ჯუღელიდან დაწყებული ნინო სალუქვაძით დასრულებული.

მოქმედი სპორტსმენებიდან ეთერ ლიპარტელიანი ერთადერთია, ვისი ისტორიაც ამ წიგნში შევიდა.

დაჯილდოებას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ძიუდოს ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი თენაძე ესწრებოდნენ.

წარმატებები ვუსურვოთ ეთერ ლიპარტელიანს და საქართველოს ნაკრებს, რომელიც 13-20 ივნისს, ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი სპორტსმენი - დიდი მადლობა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ჩემი არჩევისთვის.ეს ჩემთვის დიდი პატივი და დიდი მოტივაციაა. ძალიან გახარებული ვარ და ბედნიერი. სასიამოვნოა როცა შრომა გიფასდება.

ლევან ნოზაძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი-დიდი მადლობა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას. ეთერის აღიარება, არა მარტო მისთვის, არამედ ჩვენთვის ძიუდოს ფედერაციისთვის, ჩვენი სპორტსმენებისთვის დიდი სტიმულია. ვეცდებით კიდევ ბევრჯერ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები.

გიგა გვენცაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი - მინდა მივულოცო ეთერ ლიპარტელიანს მორგი აღიარება. იგი ბოლო წლებში ჩვენში ქალთა სპორტის უდავო ლიდერია. რამდენიმე დღეში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და მინდა წარმატებები ვუსურვო ეთოს და საქართველოს ნაკრებს.

წყარო: საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია

შეფასება გადაჭარბებულია!!!
ქორ-პარიკმახერი
წარმატებები! ძალიან მიყვარს ეს გოგო! ოლიმპიური მედლები მოგველოცოს!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დავასრულეთ - ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს