ამხანაგურ მატჩში ფარერების 1:0 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, მათ ყველაფერი შეასრულეს, მაგრამ მეტი ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი ერთად პირველად თამაშობდა.

სექტემბრის თამაშებზე ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ლოჩოშვილმა სომხეთთან ცენტრალურ მცველად კარგად ითამაშა, მაგრამ ის კარგი ფლანგელია, შესაძლოა, არა იმდენად, როგორც ცენტრში, ამიტომაც მარცხნივ გამოვიყენეთ. მიმაჩნია, რომ ლობჟანიძე მარცნივ უკეთესია და დღეს მოედანზე საუკეთესო იყო. ბოლო დროს ცოტას თამაშობდა და ეს შეხვედრა მომავალში გამოადგება. ნიკა გაგნიძეს შეუძლია, ბევრი ირბინოს, ფიზიკურად ძლიერია, მეტად უნდა იბრძოლოს, კლუბში თამაშს მოუმატოს და მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.

ამ ფეხბურთელებს აქამდე ერთად არ უთამაშიათ და ეს მის თამაშზეც აისახა. ზოგიერთმა თავი კარგად წარმოაჩინა და სექტემბერში ნაკრებში გამოძახებას უნდა ელოდონ. ზოგიერთს ნაკლებად გამოუვიდა, მაგრამ ახალი შანსი 3 დღეში ექნებათ".

კოკოშკოვზეც ვიძახდით მასე და მერე ჩვენს მერე ადგა და სლოვენიას ევროპა მოაგებინა. რაც ფაქტია სანიოლთან ერთად გუნდი წინ მიდის და იდეალურ გარემოს ქმნის ნაკრებში

ანუ ??? თვლი რომ ფარერები ძლიერი გუნდია, ეს შედეგი წარმატებაა და მაგარ ფეხბურთს თამაშობს ჩვენი ნაკრები? ძლივს 5-6 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გვყავს და ამ ბირთვის გარშემო რომ სისტემურ გუნდს ვერ შეკრავ, დანაშაულია.

ანუ ??? თვლი რომ ფარერები ძლიერი გუნდია, ეს შედეგი წარმატებაა და მაგარ ფეხბურთს თამაშობს ჩვენი ნაკრები? ძლივს 5-6 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გვყავს და ამ ბირთვის გარშემო რომ სისტემურ გუდს ვერ შეკრავ, დანაშაულია.
სვანსკის
დაგვცინი? სინიოლი ქრთამს აძლევს ფედერაციას?
მწარე
მოყვარულები შეკრიბეო. სომხებმა ვინ შეკრიბეს? ან თურქებმა რატო წააგეს? არ გვინდა ეს ბავშვობა.
ეეჰ
3-4 კაცი ცოტა არ არის. ერთი მაგდენი ახალგაზრდულიდან რომ აიყვანო კარგი ნაკრები გამოვა. უფრო მაღალი კლასის მწვრთნელებიც გვყოლია, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთეს.
გოგა
დიდი პატივცემა ჩემგან ვილის, მაგრამ უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი გვჭირდება, ამას ვამბობ იმ კატასტროფული ერთა ლიგის დასრულების შემდეგ, მეორეცა კიდევ, ახალგაზრდულიდან თუ იქნება შევსება თორემ, წუხელ ვინც იყო მოედანზე, 3 4 კაცის გარდა სამუდამოდ არ უნდა გაკარო ნაკრებს
დააT
ლორიას დიდი მადლობა მისი კარიერითვის ეროვნულ ნაკრებში (2008 დან-2025 წლამდე), იმედია გადაიფიქრებს წასვლას. ლორია გუშინდელ თამაშში საუკეთესო იყო და დიდი სირცხვილისგან გვიხსნა. დაუშვათ გუგეშაშვილმა არ გაამართლა, მარტო მამარდას იმედად უნდა ვიყოთ? გუშინ სანიოლმა შანსი მისცა ახალგაზრდებს და ჩემი აზრით მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. უღიმღამოდ, უჯიგროდ და უკლასოდ ითამაშეს. გულიაშვილისგან მეტს ველოდი. ქლილითაიას, ნონიკაშვილს და მამუჩაშვილს კიდევ რატომ იძახებს ნაკრებში ვერ ხვდები. მაგათ ისევ ძველი გვარდიის არაბიძის და ყაზაიშვილის გამოძახება ჯობია. სტადიონი იყო საღორე ბოლოს როდის გაწმინდეს? ჩამხმარი იყო ჭუჭყი და ამაში გადაგვახდევინეს ამხელა თანხა? კარების უკან ყურებას აზრი არ აქვს, საიდანაც შეიძლება ყურება 50 და 70 ლარი ღირს. რა ღორობაა? იმიტომა იყო ნახევრად ცარიელი. ნამდვილი ქომაგების უმეტესობას არ აქვს ამხელა თანხა და ფულიანები მხოლოდ იმიტომ დადიან რომ ვიდეო და ფოტო სელფი გადაიღონ იმ თამაშზე სადაც ჩვენი ლეგენდა კვარა თამაშობს და არა იმიტომ რომ უყვართ ფეხბურთი. უბრალოდ წარმოიდგინეთ სექტემბრის თამაშებზე რამხელა ფასს დაადებენ, ალბათ 100 ლარი იაფი მოგვეჩვენება.

ვინც ისევ თვლით რომ სამწვრთნელო შტაბი რამეს მუშაობს, უკვე თქვენი პრობლემაა. ფარერებთან (საბურთალოს ნახევარზე ნაკლებია მოსახლეობით) 1:0 და ასეთი ხარისხი თამაშის ... მოყვარულები შეკრიბეთ და უკეთესად ეთამაშებიან.
lasha
რავიცი. რამე შეგვმატა ამ თამაშმა? ვინმე ახალი სახე გამოჩნდა? ისევ ეს ექპერიმენდეტი ცენტრალური მცველის ფლანგზე თამაში და ამგვარები
ბოკინიო
ამაზე ცუდი ნაკრები არ გვყავდა 90 იანებში! 7-8 კაცი ტოპ ჩენპიონატებში იყვნენ! მწვრთნელმა ვერ შეკრა მაშინ გუნდი! სანიოომა კი გუნდი ისე შეკრა გეგონება ერთი დიდი ლამაზი ოჯახია!
სვანსკი
რამირეს ეგ ერთი წლის უკან დავწერე.მაგრამ ვის ესმის? ის რაც ჯოჯოხეთს ანათებს ალბათ ეგ დაინტერესება აქვთ,თორემ რას გადააკვდა ფედერაცია
semi
პირიქით სანიოლმა დიდი როლი ითამაშა ზურიკოს და ხვიჩას წარატებულ კარიერაში
შაქრო წიქარიშვილი
მეტ სიახლეს ველოდი ნაკრებში
ზურა
კვარაცხელიამ უკეთესი გახადა საქართველოს ნაკრები,ნაპოლი და პსჟ.სანიოლი არის საშუალო მწვრთნელი, ჩვენთან ისწავლა რაღაცეები.კვარა თუ გყავს გუნდში წინსვლა გარანტირებულია
ტუკო რამირესი
ვილი, მადლობა და ნახვამდის!
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა