ესპანეთთან ერთა ლიგის ნახევარფინალში წაგებულ მატჩში (4:5) ტრავმები მიიღეს საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევებმა უსმან დემბელემ და ბრედლი ბარკოლამ.

ორივემ ეროვნული გუნდი დატოვა და შესაბამისად 8 ივნისს გერმანიასთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამას გარდა, მათი 15 ივნისს „ატლეტიკოსთან“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში თამაში ძალიან საეჭვოა.

დემბელემ მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ 2-3 კვირა გაუცდება. ბარკოლას მუხლის ტრავმა აქვს, თუმცა მისი მდგომარება საგანგაშო არაა.

ეროვნულ გუნდში დარჩნენ პსჟ-ს ფეხბურთელები ლუკას ერნანდესი და დეზირე დუე.

მამუკა
პსჟ-მ წელს ისეთი რაღაც ჩაატარა,სულ რომ წააგოს სამივე მატჩი არავინ არ დაძრახავს მაინც. გასაგებია რომ დიდი ფულია გამარჯვებულისთვის, მაგრამ რატომღაც მოტივაციისთვის მხოლოდ ფული საკმარისი არ არის, როგორც თავად ტურნირი რაღაც მეორეხარისხოვანი მგონია, უხეშად რომ ვთქვათ ნაკრებების ერთა თასს რომ შევადაროთ ისეთი.
ჟორა
დემბელე დიდი დანაკლისია, მაგრამ პირველ თამაშებზე უმისოდაც უნდა გავიდნონ ფონს, მით უმეტეს თუ ბარკოლა გამოჯანმრთელდა. სწორედ ახლა აქვს ხვიჩას დრო თავი, გუნდის ლიდერად წარმოაჩინოს და გუნდს უდემბელობა არ აგრძნობინოს.

თუ პსჟ ფორმას და განწყობას შეინარჩუნებს,ატლეტიკოსთან ხვიჩა,დუე და რამოშიც უნდა ეყოთ,წესით.ბარკოლამაც თუ მოასწრო გამოჯანმრთელება,მაშინ დემბელეს გარეშეც არ უნდა გაუჭირდეთ.მთავარია ის ფორმა და განწყობა არ დაკარგონ.ამხელა სეზონი გაიარეს და ბუნებრივია,რომ ყველას დასვენება უნდა.ლიდერი ფეხბურთელები ოქროს ბურთის პრეტენდენტებში ირიცხებიან და ვფიქრობ მოტივაცია ბოლომდე ექნებათ.დანარჩენებისა კი,ვნახოთ.
გოჩა
მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძნელია ეს ამბავი
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე