საკუთარ მოედანზე კაბო-ვერდესთან ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩის (1:1) შემდეგ, NAKREBI.GE-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

"რთული თამაში იყო და სწორედ ასეთ მატჩს ველოდით. კაბო-ვერდე კარგია გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს ლიდერობს. უკვე წლებია ჰყავთ კარგი მოთამაშეები და ეს არ არის სიახლე. სწორედ ამიტომ, დღეს უფრო რთული იყო, ვიდრე ფარერის კუნძულებთან შეხვედრაში.

თამაში კარგად ვერ დავიწყეთ. 20 წუთში ტაქტიკური ცვლილებები განვახორციელეთ, რის შემდეგაც გუნდი უფრო ორგანიზებული გახდა. თამაშმა გვაჩვენა, რომ ფეხბურთი ყოველთვის რთულია. თუ არ ხარ კონცენტრირებული და არ იცავ დისციპლინას, ამას ყოველთვის მოჰყვება პრობლემები. თუმცა, მოგვიანებით თამაში უკეთესი გახდა.

ამ ორ ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი სხვა ფეხბურთელისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემა იყო. კმაყოფილები ვართ, რადგან მივიღეთ პასუხები ჩვენს კითხვებზე. მაგალითად, გულიაშვილმა და გაგნიძემ კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე ამ ორ შეხვედრაში. კმაყოფილი ვარ მათი თამაშით და თუ შრომას გააგრძელებენ, შეუძლიათ მალე შეუერთდნენ გუნდს. გვჭირდება კონკურენცია და ბევრი ფეხბურთელი, რადგან მხოლოდ 11 მოთამაშით ჩვენს მიზნებს ვერ მივაღწევთ".

Levani
საფეანგეთმა გაგვიხარდა ჟორჟი, ჩვენმა აკადემიებმა მარტო 1 ტოპ5 ის დონის ბუდუ გაზარდეს. რაღაცაშია საქმე 15 წელია საქართველოში თავდამსხმელები რო არ იზრდებიან ეტყობა ბავშვებში მუშაობენ არასწორად. ადრე ყველა ფორვარდი იყო,ახლა ყველა ვინც თამაში იცის შემტევი ნახევარმცველია-რაღაცაშია საქმე
Levani
მე ვერ ვხვდები რა გინდათ. ვისაც პრეტენზია აქვს მისცეს შანსი. მეორე შემადგენლობაში ვარჯიშზე მაინც უნდა გამოჩნდე რომ სხვებზე უკეთესი ხარ ულაპარაკოდ რომ მეორე გუნდის ძირითადში მოხვდე. ესაა ჩვენი უახლოესი რეზერვი-იგივე გაგნიძეს ან გულიაშვილს ამდენი ხანი სხვაგან სად დააკვირდებიდნენ. ყველაფერი ჩაინიშნეს და გამოიყენებენ სამომავლოდ. სანიოლს ბრალია თავდამსხმელები რო არა გვყავს? იგივე ახალგაზრდულში 2-3 კარგი თავდამსხმელი მაინც არ უნდა იყოს 1 მაინც ეროვნულში რომ მოხვდეს? არადა არა გვყავს,ფლანგელ კვერნაძეს ათამაშებენ წინ(სავარაუდოდ ევროპაზე კარგად ითამაშებს და ეროვნულში მოხვდება) სხვა თქვენ გეგულებათ ვინმე ვისაც რამე შეუძლია და არ იძახებენ?

ჩვენ დიდი ხანია მიღებული გვაქვს პასუხი კითხვაზე: რას აკეთებს სამწვრთნელო შტაბი ამდენი წელია? პასუხი - არაფერს!! მხოლოდ სარგებლობენ 5-6 ფეხბურთელის ინდივიდუალური შესაძლებლობებით და მათ ხარჯზე მიღებულ წარმატებას იწერენ საკუთარ შრომად. როგორ შეიძლება ისეთი ბრძოლისუნარიანი გუნდი ვერ შეკრა რომ ფარერებთან და კაბო ვერდესთან ნორმალურად თამაში მოახერხოს ლიდერების გარეშე? ამას მოყვება ის რომ შედეგს ისევ ვერ მივაღწევთ და კვლავ ფეხბურთელებზე გადატყდება ჯოხი: თავს უფრთხილდებიან, ნაკრებში არ თამაშობენ და .... გუნდი იგებს თამაშს! გუნდი უნდა ქმნიდეს თამაშით შესაძლებლობას რომ ყველამ შეძლოს პლიუსების გამოვლენა! გუნდს კი შექმნა უნდა და შესაბამისად შრომა და არა მხოლოდ ინტერვიუები თამაშის წინ და დასრულებისას.
თემურ ქეცბაია
რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს ნაკრებს? თაობა არ მოდის შემცვკელი კონკურენცია არაა და რა გინდათ რომ 2-3 ფეხბურთელით მოვიგოთ მსოფლიო?კი გვინდა მოვუგოთ ესპანეთს მაგრამ მწვრთნელი არაა ბეტმენი და ადამიანი ობობა
ქუთაისი
ამ ორ თამაშში საერთოდ ვერ ვნახე გუნდი, გუნდი რომელსაც 2 თამაშში მომენტი არ შეუქმნია, პირველში კუთხურიდან გაიტანეს და მეორრეშიც სტანდარტულს მოყვა ჩაწოდებით, უბრალოდ რითი ხარ კმაკოფილი მაგრად მაინტერესებს, მე ვფიქრომ შენ ჩემო ძმაო ამოწურე უკვე შენი შესაძლებლობები ნაკრებში, ეძებ ახალ წყობებს და ამით ერთთა ლიგაზე ბოლო თამაშები ყველა წავაგეთ, შენ მეტის ბაგაჟი აღარ გაქვს, ვერ ვნახე შენთან რომ პირველ ნომრად თამაში, თუ გინდა სუსტ გუნდთან, კაი რა, ისევ როგორც ძველად ეხლა ნაკრები არის ინდივიდუალიზმზე აწყობილი და 3 ფეხბურთემლზე დამოკიდებული....
რაგბის ფანი
გულიაშვილი მოგეწონა? გულიაშვილის "დამსახურებით" გაგვიტანეს გოლი. ბევრი დაკარგვით და უმისამართო პასებით დამამახსოვრა თავი. ერთი განსხვავება ის იყო, რომ გულიაშვილი დარბოდა მოედანზე (ლობჟანიძე და ვოლკოვიც), დანარჩენები დაღოღავდნენ. სირბილი ეზარებოდათ!
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა