23 ივნისს სასტუმრო ბილტმორ თბილისი მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმს “Mind Game, ფეხბურთი გონების თამაში” უმასპინძლებს. სამდღიანი ღონისძიება პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და დამოუკიდებელ ლექციებს მოიცავს.

ფორუმი გიორგი ქოჩორაშვილისა და საფეხბურთო სააგენტოს “OT Sportmanagement”-ის მიერააა ორგანიზებული, მისი მიზანი საქართველოში, პროფესიულ ფეხბურთში თანამედროვე ცოდნის დანერგვაა. ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხები, თანაბრად სასარგებლო იქნება ახალგაზრდა და პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელების, ფიზ. მომზადების მწვრთნელების, ნუტრიციოლოგების, სპორტის მეცნიერების, სპორტული მენეჯერებისა და სპორტსმენების მშობლებისათვის.

ფორუმის მთავარი სპიკერი გიორგი ქოჩორაშვილი პანელური დისკუსიის ფარგლებში სტუმრებს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეული ექსპერტები დეტალურად განიხილავენ იმ 4 მთავარ მიმართულებას, რომლითაც ფასდება ფეხბურთელი: ტაქტიკური, ტექნიკური, ფიზიკური და მენტალური.

დაგეგმილია 2 დამოუკიდებელი ლექცია: ქალი ფეხბურთელებისა (სტელა მირიჩი - ნუტრიციოლოგი) და მწვრთნელებისთვის (ხავი ნავარო(მიკროციკლი) და ჯეიმს მელოუნი(პერიოდიზაცია)).

გაიმართება პირველი, ქართულ-ინგლისური საფეხბურთო წიგნის ,,გზამკვლევი’’ პრეზენტაცია, რომელიც შედგება 15 სხვადასხვა თავისგან და მკითხველს ინფორმაციას აწვდის სპორტსმენის განვითარების ეტაპზე, ფიზ. მომზადებაზე, კვებაზე, ძილის მნიშვნელობაზე, დატვირთვის მართვაზე, ფეხბურთის ისტორიასა და თანამედროვე ტენდენციებზე. წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელების, მათი მშობლების, მწვრთნელებისთვის.

ფორუმის სამაუწყებლო და კონტენტ პარტნიორია Setanta Sports. მედია პარტნიორი - პალიტრა მედია. პარტნიორები: TKT.ge, ალდაგი, მთის წყალი.

ფორუმზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია 30 მაისიდან TKT.ge-ზე

ფორუმის საკითხები

“ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება”

Giorgi Kochorashvili / გიორგი ქოჩორაშვილი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ლისაბონის სპორტინგის წევრი

Javi Navarro / ხავი ნავარო - ლევანტეს აკადემიის მეთოდოლოგიისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სპიკერი თემაზე: “ფეხბურთელი, თამაში, ფიზიკური მომზადება”

Stella Miric / სტელა მირიჩი- პერფორმანს ნუტრიციოლოგი სპიკერი თემაზე: “კვების როლი მატჩამდე და მატჩის შემდეგ, ფეხბურთელების სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებისთვის; კვების პერიოდიზაცია”

James Malone / ჯეიმს მელოუნი - ლივერპულის და ევერტონის პირველი გუნდის ყოფილი სპორტის მეცნიერი. ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი. სპიკერი თემაზე: “სავარჯიშო და სათამაშო დატვირთვების მართვა; პერიოდიზაცია”

Xavi Camps / ჩავი კამპსი - წამყვანი საფეხბურთო სააგენტო Interstar Deporte-ს ვიდეო ანალიტიკოსი და მოთამაშეთა განვითარების ხელმძღვანელი; Levante U.D.-ის პირველი გუნდის ყოფილი სკაუტი; სპიკერი თემებზე: ''გიორგი ქოჩორაშვილის ტაქტიკური განვითარება; ვიდეო ანალიტიკის მნიშვნელობა გუნდისთვის და ინდივიდისთვის''

Saba Epremidze / საბა ეფრემიძე - სპორტული ფსიქოლოგი; სპიკერი თემებზე: მენტალური წვრთნა, ვიზუალიზაცია; თავდაჯერება; შეცდომის დაშვების შიში, ალტერ ეგო (საკუთარი იდენტობის შექმნა მოედანზე)

Ana Vatsadze / ანა ვაწაძე - საფეხბურთო ინგლისურის კურსის მასწავლებელი. სპიკერი თემაზე: **“ინგლისური ენის მნიშვნელობა სპორტსმენებისთვის”

Zurab Oragvelidze / ზურაბ ორაგველიძე - OT Sportmanagement-ის დამფუძნებელი, FIFA-ლიცენზირებული აგენტი. სპიკერი თემაზე: „ფეხბურთი, როგორც

სოციალური მოწყობის მოდელი“

R

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს