თბილისის „დინამოს“ 20 წლის ნახევარმცველი გიორგი ცეცლაძე კარიერას „რომაში“ გააგრძელებს, - იტყობინება Siamo la Roma.

ცეცხლაძე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში მეორე გუნდში ყველა ტურნირზე 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

Giallorossi.net-ის ცნობით, საყრდენი ნახევარმცველი „რომას“ უფასოდ შეუერთდება და თავიდან ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.

გამიხარდა
სად უნდა გაიზარდოს? რომელ ადგილზე ვართ რეიტინგში? პირველივე ტურში ვარდებიან ევროპაზე. 18 წლიდან ვეღარ იზრდებიან. არა გვაქვს კარგი ბაზები, არ გვყავს გამოცდილი ბავშვთა ტრენერები, არ გვყავს ექიმები, ვერ ვამზადებთ ფიზიკაში, არ გვაქვს ვიტამინები, არ გვყავს მენეჯერები, არ აქვთ ბავშვებს უცხოელებთან თამაშები, მარტო ნაკრებს ისიც წელიწადში თითზე ჩამოსათვლელი.
მალხაზ ჯობავა
აბა გაიხსენე ძმობილო, რომელ ნომრად წაიყვანეს მამარდაშვილი? მეოთხე მეკარედ. მერე რა მოხდა? პირველ და მეორე მეკარეს ორივეს ტრავები ჰქონდა და, აი იღბალი, დააყენეს კარებში მოდი მოვსინჯოთო და მერე! ისე აგვიხდეს ყველაფერი, როგორც ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა გიოს საქმე, წააავიდააა..., ჩვენც გვახარებს და თვითონაც ხარობს.
გამიხარდას
რატომ ვერ ზრდიან საქართველოს ჩემპიონატში რა მამარდა გაზრდილი არ იყო, რომ წავიდა? თუ შრომა გიყვარს ყველგან გაიზრდება, აბა ისე გუნდის სახელი არავის გაზრდის.
ირაკლა
აკადემია და ყანა აქაც ხო ქონდა და რა იცვლება ?

გიორგის წარმატებებს ვუსურვებ.რომას სტრუქტურაში მოხვედრა, პატარა საქმე არ უნდა იყოს.დინამოს სატრანსფერო პოლიტიკის ვერაფერი გავიგე.ბიჭს დინამო 2-ში ათამაშებ,იქაც არა ყველა თამაშს და მერე,ის რომას მიჰყავს,თანაც უფასოდ.ეს რას უნდა ნიშნავდეს?20 წლისაა და დინამოს პირველ გუნდში არ ათამაშებ,რომა კი დაინტერესდა მისით და უფასოდ,ესე იგი ჩუქებით წაიყვანეს?თან ეს პირველად და მეორედ არ ხდება.დინამოს აკადემია მაგრად მუშაობს,მაგრამ შემოსავლების მინიმუმსაც ვერ იღებს,ფეხბურთელების ასე ,თითქმის უფასოდ,ან საერთოდ უფასოდ გაშვების გამო.დიდი მადლობა ფიფიას,ამ მხრივ,მაგრამ ფინანსური საკითხები ქველმოქმედებას არ სცნობს და ძნელი დასაჯერებელია,თუნდაც გიორგი ასე უფასოდ გაესხვისებინათ.ან არის პუნქტები,რომლებსაც არ ახმოვანებენ,ან კიდევ შავი ბუღალტერია იწარმოება.იმედია ვცდები და უკანონო არაფერი ხდება,თუმცა დაეჭვების საფუძველი,ვფიქრობ რომ არსებობს.გიორგი ცეცლაძესთვის მხოლოდ დიდი წარმატებები მემეტება.ღმერთმა ქნას,შეუპოვარი შრომით დიდ ფეხბურთში გაიკვალოს გზა,მაგრამ არ მინდა ქართველი ახალგაზრდა ბიჭები,რაიმე მაქინაციის უნებლიე თანამონაწილეებად გამოჩნდნენ.
გამიხარდა
თეორიები კარგია. მივესალმები. ისე კარგად გადაიკითხე, 20 წლის, მეორე გუნდში, სულ 13 მატჩში ითამაშა. 1-2 წელიწადში სულ გაუშვებდნენ. ფაქტია რაღაც შანსი მიიღო. აქ რომ ვერ ზრდიან დაგიმტკიცე მათემატიკურად. თუ იქაც ვერ გაიზარდა, თავის თავს დააბრალოს. ქოჩორაშვილი 7 წლის წინ წავიდა, ნაკრებშია შარშანდელი წლიდან. აქ მაგას 7 წელიწადს ვინ დაელოდებოდა.
იკა
სიმპატიური ყმაწვილია, ღმერთი დაეხმაროს მიზნების ასრულებაში.
გივი
ეტაპების გავლა აუცილებელია ფეხბურთში, ჯერ აქ უნდა იყოჩაღოს, მერე ნორმალურ ევროპულ გუნდში უნდა წავიდეს, სადაც ათამაშებენ რაც მთავარია და თუ განვითარდა მერე რომა იქნება თუ ბაიერნი ან ნიუკასლი არ დაიკარგება... აბა ვის გაუგონია დინამო 2 დან პირდაპირ ტოპ კლუბში??? ასე ღუპავენ ნიჭიერ ბავშვებს და ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა...
მეზღვაური
აბუაშვილი პორტუში გამოგრჩა.
toy
კაით რა როდემდე უნდა გვაბოლოთ, ერთი პარკაძემ იფრინა ბაიერნში, მეორე სალია იფრენს ნიუკასლში და მესამე ეს იშხუილებს რომაში.
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია