ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, პოლონეთის 2:1 დამარცხების შემდეგ, NAKREBI.GE-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ამ დროისთვის ლომინაძის ტრავმა სერიოზული არ ჩანს. იყო მცირე პრობლემა, რომელიც მოსალოდნელი იყო, რადგან მას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პაუზა ჰქონდა.

ჩვენთვის მთავარია რაც შეიძლება სწრაფად, მოკლე დროში მოხდეს ძალების აღდგენა. დღევანდელმა თამაშმა დიდი ენერგია წაგვართვა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ, დიდი დატვირთვით ითამაშეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ძალები რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინოთ.

არ შეიძლება არ გამოვყო საბა საზონოვის თამაში, რადგან ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ითამაშა 90 წუთი. ითამაშა მაშინ, როდესაც მისთვის არ შეიძლებოდა ასეთი დატვირთვა და ეს ძალიან დასაფასებელია.

პოლონეთის ნაკრებისგან რასაც ველოდით, სწორედ ის ვნახეთ. ეს იყო სწრაფი, აგრესიული, სტანდარტულებზე კარგად მოთამაშე გუნდი. თამაშს ვაკონტროლებდით. იყო მცირე მონაკვეთი გაშვებული გოლის შემდეგ, როდესაც თამაშის სადავეები ხელიდან გავუშვით. თუმცა, კარგია, რომ ეს მცირე დროით მოხდა. საერთო ჯამში, მადლობელი ვარ ფეხბურთელების, რადგან თითოეული დავალება ზედმიწევნით შეასრულეს".

Qartlosi
Kimagram 21 wlamdelta chempionatia tu 23 wlamdelta ver gavige.3 8 fexburtelia gundshi 23 wlis.rogorari 21 wlamdelta chempionati.gagijda dedamiwa
tngh
იმედია, ლომინაძე შემდეგი თამაშისთვის მზად იქნება!!!
ბს
სიგუამ პირველი ტაიმი მაგრად ითამაშაო, მაგის მერე აღარ წამიკითხავს. შენ ძმაო სხვა თამაში გაქვს სადღაც ნანახი, ალბათ სიზმარში
ჯარჯი
შორს ხარ ფეხბურთიდან. აქ კომენტარით ვერავინ გასწავლით. იარეთ სტადიონზე , უყურეთ ტელევიზორში, მოუსმინეთ და წაიკითხეთ სპეციალისტების აზრი და ნელ-ნელა მიხვდებით.
გუსანი
ვულოცავ ბიჭებს, გუნდს და ჩემ თავსაც... უნდა ავღნიშნო ცემი აზრიც-წინ მივდივართ და მახარებს, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით-უფრო ჟინით და მოტივაციის მოვიგეთ ვიდრე კლასით, სხვაობა იგრძნობოდა და ეს არასასიამოვნოა, სათამაშო ინტელექტი, დისციპლინა-სათამაშო კლასში ზრდა უნდა განვაგრძოთ, თუ ამაში სვანაძეს ეყოფა რესურსი საუკეთესო იქნება.... შემდეგ თამაშებში უფრო გამოჩნდება...გამარჯვებები საქართველო...

არც ერთი არ თამაშობს იმ დონეზე და იმ დონის გუნდში,უკეთესის სურვილი რომ არ გაგვიჩნდეს.აგერ,ესპანელებმა სლოვაკებს,ვალენსიას ბიჭების ძალისხმევით გაუტანეს გადამწყვეტი გოლი.უფრო მეტი ყურადღების მიქცევა და სატრანსფერო ფასის გაზრდაა,მათი და მათი კლუბის დაინტერესება,რათა უკეთეს კლუბებში გადავიდნენ და გუნდმაც მეტი შემოსავალი მიიღოს,მათი გაყიდვით.ასეთი ტურნირები,პირველ რიგში ახალგაზრდა ტალანტების გამოფენა-გაყიდვას ემსახურება.
Levani
ფეხბურთს მართლა ტელევიზორში უყურებთ? კვერნაძე ცუდიაო,სიგუა რა ფეხბურთელიაო... არასდროს გაკრიტიკებული არ დამიტოვებია ვითომ ფეხბურთელები თამაში ვინც არ იცის. გუშინ კიდე ყველა მაგარი ბიჭი იყო მოედანზე-ამ მომენტში საუკეთესოები. სიგუამ პირველი ტაიმი მაგრად ითამაშა,მეორეში დაიღალა-ჯერ არაა ფორმაში. ისე ლომინაძემ მეორე გოლის აღნიშვნის დროს სათადარიგო სკამიდან გაიქცა და თავიდან გაიჭიმა კუნთი მეორეჯერ

ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას. გაუგებარია თქვენი აღელვება, ჯერ ერთი, ევროპაზე ახალგაზრდების გასაზრდელად კი არ მიდიან, არამედ შედეგის დასადებად და მეორე, ეს ბიჭები თუ წლოვანებით შეეფერებიან ნაკრებს, დიდ ნაკრებში ყოფნა რატომ უნდა იყოს მათთვის წინაღობა, რომ ევროპა ითამაშონ და ევროპელ სკაუტებს თავი მოაწონონ?
ტორინო-ს
მადლობა სვანაძეს, მაგრამ პირველი ნაკრების გაწვრთნა გაუჭირდება. სვანაძე არაა ტაქტიკოსი, იღბალა ტიპი უფროა
ბუჯანგა
სიგუას ფეხბურთელობაზე არაფერი ვიცი და იქნება ვინმე ამიხსნას რატომ ხვდება ეგ ბიჭი ყველა ასაკობრივ ნაკრებში..?
lasha
წამრატებები ჩვენს ნაკრებს. მაგრამ ახალგაზრდულში ძირითადი ნაკრების 5 მოთამაშე რო თამაშობს ეს როგორ გავიგოთ? რა არის ახალგზარდულის დანიშნულება ? ეროვნულს მოუმზადოს კადრები? იმედია ვცდები და 2-3 ახალი მოთამაშე გამჩნდება ეროვნულისთვის. მაგალიტად მაისურაძე მარჯვენა ფრთაზე. კარგი ახალგაზრდა ჩანს
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
სვანაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელობას იმსახუებს, მაგრამ აღდგენაზე ამდენი ლაპარაკის ნაცვლად ასისტენტს დაავალოს ისწავლოს სხვა ნაკრებები ამას როგორ აკეთებენ და ყველა თამაშს მაღალ ტემპში ჩაატარებენ!
sss
mogeba kargia magram gabrazebulma tuskma rom uvizo rejimis gauqmeba daiqadna imas ra eshveleba
გური
ყოჩაღ ბიჭებს, აშკარად მოსაგებად თამაშობდნენ.
ტორინო
დიდი მადლობა ბიჭებს უმაგრესი თამაში ჩაატარეს მათი შემყურე მომავალი ეროვნული ნაკრები ბევრ წარმატებას მოგვიტან ცალკე გამოსაყოფია ბატონი რამაზის მუშაობა ჩემი აზრით მომავალში ეროვნული ნაკრები სვანაძემ უნდა გაწვრთნას !
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა