"ბრისტოლ სიტი" პრემიერლიგაში არ გამოდის, მაგრამ სწორედ ის კლუბი გახლავთ, სადაც ინგლისის ნაკრების 40 წლის მეკარე დევიდ ჯეიმსი გადავიდა და სწორედ ჯეიმსის გადასვლის შემდეგ მოხდა საოცარი რამ - მწვრთნელი სტივ კოპელი გაიქცა.

"ბრისტოლ სიტი" პრემიერლიგაში არ გამოდის, მაგრამ სწორედ ის კლუბი გახლავთ, სადაც ინგლისის ნაკრების 40 წლის მეკარე დევიდ ჯეიმსი გადავიდა და სწორედ ჯეიმსის გადასვლის შემდეგ მოხდა საოცარი რამ - მწვრთნელი სტივ კოპელი გაიქცა. მიზეზი: კოპელმა თქვა, რომ მისი წასვლა ახალი მეკარის ბრალია. ასე და ამგვარად, კოპელმა და ჯეიმსმა ერთად მხოლოდ და მხოლოდ 44 დღე გაძლეს.

მწვრთნელის უეცარმა გადაწყვეტილებამ ბრისტოლელ ფეხბურთელებს გაოცებისგან პირი დააღებინა. გაოგნებულია თავად ჯეიმსიც. მეკარემ "ჩემპიონატის" გუნდში გადასვლა სხვა მიზეზებთან ერთად ხომ კოპელთან თანამშრომლობის ეშხითაც გადაწყვიტა. და ამ ყველაფრის მიუხედავად "რედინგისა" და "კრისტალ პალასის" ყოფილი თავკაცი ახლახან მსოფლიოს ჩემპიონატ გამოვლილი გოლკიპერით უკმაყოფილო დარჩა. ცნობისათვის: ჯეიმსის მისვლა ძალიან უხაროდა "ბრისტოლ სიტის" თავმჯდომარეს სტივ ლენსდაუნსაც.

როგორც ირკვევა, კოპელს უჯობდა ფული სხვა ფეხბურთელების ყიდვაზე დაეხერჯათ. ეს ამბავი 55 წლის მწვრთნელს თავისი ასისტენტისთვის კით მილენისთვის ოთხშაბათს პაბში უთქვამს. მას იქვე ბოდიშიც მოუხდია, რომ "რობინებს" სეზონისწინა ვარჯიშების დაწყებიდან ასე ცოტა ხანში სტოვებს.

ტაბლოიდებმა კი გაიხსენეს, რომ კოპელისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის "ფეთიანივით" იქცევა. 1996 წლის ნოემბერში ის "მანჩესტერ სიტის" თავკაცად სულ 33 დღის დანიშნული იყო, როდესაც ფეხი დაჰკრა და გუნდიდან გაიქცა. კოპელმა თქვა:

"ძალიან მსურდა ახალ სეზონში ფეხბურთელებს წინ წავძღოლოდი, მათთვის მეხელმძღვანელა, მაგრამ თვალნათლივ დავინახე, რომ კლუბში განსხვავებული ვითარება შეიქმნა. ასეთ პირობებში საქმეში სულსა და გულს ვერაფრით ჩავდებდი. მას მერე, რაც ყველაფერი ძალიან დაკვირვებით შევისწავლე, დავასკვენი, რომ როგორც ჩემთვის ასევე კლუბისთვის ყველაფერს დაშორება აჯობებს. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ჩემს სამწვრთნელო კარიერას ვწყვეტ, თუმცა ვგრძნობ, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ადრე თუ გვიან ისევ დავბრუნდები საქმეში".

სტივ კოპელის წასვლის შემდეგ "ბრისტოლ სიტის" სამი წლის განმავლობაში ზემოთ ნახსენები მილენი უხელმძღვანელებს. მთავარი მწვრთნელის შეცვლის საქმეში მილენი გამოცდილი კაცია. მარტში, როდესაც ბრისტოლის გუნდი წინა თავკაცმა გერი ჯონსონმა დატოვა მისი ადგილი მილენმა დაიკავა და მისი ხელმძღვანელობით ბოლო 12 შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ ერთი თამაში წააგო.

დევიდ ჯეიმსის მეგობარმა კი ჟურნალისტებს ასე უთხრა: "დევიდი, რასაკვირველია გაოცდა, მაგრამ მას ფეხბურთში იმდენი რამ უნახავს, რომ ჩათვალეთ ეს მისი ხანგრძლივი კარიერის მორიგი ფურცელია და მეტი არაფერი".

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა