მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე, ბოლო გასახურებელ მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ინგლისთან 14:43 დამარცხდა.

პირველ ტაიმში, რომელიც 7:14 დასრულდა, მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო, შესვენების შემდეგ კი უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიაში გაიმართება. ლადო კილასონიას გუნდი პირველ შეხვედრას 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიასთან ჩაატარებს.

14 ივნისი. 20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი

თბილისი. „ავჭალა“

საქართველო - ინგლისი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა ტაბატაძე (არმია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. სანდრო სესიაშვილი (არმია), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. ანდრო დვალი (პერპინიანი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 20. გიორგი მეფარიშვილი (აია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო მესხიძე (არმია), 24. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 25. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 26. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 27. ლუკა საღინაძე (ლიონი), 28. საბა ლაღაძე (აია), 29. გიორგი ხუროშვილი (ლელო), 30. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო); საბა შარვაშიძე (აია), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ანზორ სარალიძე (აია), დავით არჩვაძე (ლელო), დათა ჭილაია (ლელო), დავით წიკლაური (ხვამლი).

ინგლისი რომ ჩვენზე ძლიერია არავისთვისაა საიდუმლო,მაგრამ აქამდე ჩვენი ნაკრები,ყოველთვის და ყველასტან ბოლომდე იხარჯებოდა ხოლმე.სამწუხაროდ ამ თამაშში,მეორე ტაიმში,ნაკრები უკვე დამარცხებული და ხელჩაქნეული გამოვიდა.გუნდურ თამაშზე ვამბობ,თორემ ცალკეული მორაგბეები,ხან ერთი,ხან მეორე რაღაცას, ხელს კი გაიქნევდა ხოლმე,მაგრამ დანარჩენები ეპიზოდებიდან გამოთიშულები ჩანდნენ და ყოველთვის დაგვიანებულ რეაქციას აკეთებდნენ.ხელის სისწრაფე,ფეხის სისწრაფე,გონების სისწრაფე, სირბილის სისწრაფე,რეაქციის სისწრაფე.ყველაფერში ერთი კი არა,ორი თავით უკან ვიყავით.ჩვენთვის ძლიერ გუნდებთან ყოველ თამაშს,ყოველ წუთს,დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილების მისაღებად და შესაჩვევად,მაგრამ თუ ბრძოლაზე უარს ამბობ,მაშინ არაფერს აზრი არ აქვს.ჩემპიონატი კარზეა მომდგარი და ჯერჯერობით,ამ ტურნირისათვის მოუმზადებელ ნაკრებს ვხედავთ.ღმერთმა ქნას,იქ გარდაისახონ,მაგრამ ამდენ ტექნიკურ წუნს,ან გარდასხვა უშველის რაიმეს?!კაცი იმედით ცოცხლობს და წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს,მსოფლიოს ჩემპიონატზე.
misha
არა მგონია ამ თამაშით ფონს გავიდეთ ესეთი დაბალი დონის ნაკრები როგორც ეხლა ინგლისთან იყვნენ მიტუმეტეს ესენი მომავალი საქართველო ნაკრების წევრები უნდა იყვნენ წასულია ჩვენი საქმე
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"