უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე 25 წლის ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ჩემპიონი გახდა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე ლიპარტელიანმა ჯუ კიმი (სამრეთ კორეა), დარია კურბონმამადოვა (რუსეთი), პილა სალონენი (ფინეთი) და მაისა პარდაიევა (თურქმენეთი) დაამარცხა, ფინალში კი მომო ტამაოკის (იაპონია) სძლია. მან ყველა მეტოქეს იპონით მოუგო.

აქამდე არცერთი ქართველი ძიუდოისტი ქალი ფინალში არ გასულა.

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ).

ხვალ ტატამზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ზაურ დვალაშვილი (81 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) გავლენ.

ფინალიც არის და ფინალი!
მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ქალების ისეთ სპორტში ჩაბმა, რომელიც კაცების სპორტად ითვლება, მგონი ეთერ ლიპარტელიანი არის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც არ მაღიზიანებს, პირიქით ძალიანაც სიმპატიითაც ვარ მის მიმართ განწყობილი! ამ გოგოს მართლაც უხდება ძიუდო, რადგანაც არის: ტექნიკური, სხარტი, მოხერხებული და ამავდროულად მაყურებლის გულებსაც იპყრობს! ეთერ! კარგი გოგო ხარ! და ნამდვილად ღირსეულად დაიმსახურე ჩემპიონობა!

ეთერ ლიპარტელიანს ვულოცავ გამარჯვებას და ახალ წარმატებებს ვუსურვებ! თავდაუზოგავი შრომა, როცა მეტოქეზე მთელი თავით ძლიერი ხარ, ყოველთვის დაფასდება და შედეგზეც აისახება. რაც შეეხება ვაჟებს, ისინი ძველი დიდებით კმაყოფილდებიან, არ ემზადებიან სათანადოდ და ჰგონიათ რომ რაკი უმაღლესი მწვერვალები დაიპყრეს ეს არის საკმარისი, ყველაზე ძლიერები არიან და ყოველთვის, ყველგან პირველები იქნებიან. ეს ასე არ არის. ეტყობა გუნდში არ არის დისციპლინა და ეს შედეგზეც აისახა. გზა მიეცით ღირსეულ, მოტივირებულ ახალგაზრდებს. თუ ასე გაგრძელდა მერე გვიანი იქნება!!!
L.J.
Sagol Etoo!yvela brdzola umagles doneze chaatara,gilocavt!!!
კახა
ეთო გილოცავ და ღმერთმა სულ გახარებული გამყოფოს,როგორც გაგვახარე მთელი საქართველო. ერთი ის მაინტერესებს შავდათუაშვილის წონაში არავინ არაა რო გამოსცადო. აღარ შეუძლია ამ ბიჭს ჭიდაობა და რა გახდა ჩანაცვლება ვერ გამიგია.
შავშვები
ეგ არის და გორის ციხე,აბა ძნელი იყო?! <3 ეთო,გენა,შენ ხარ ქალი-ლეგენდა,გილოცავ შენ,შენს ოჯახს,გორს და სრულიად საქართველოს,ეს ერთი და სხვა მრავალი,იცოდე ოლიმპიური მედალი შენზეა 2028-ში
პაატა
ჩემპიონობაცაა თან როგორი ჩემპიონობა, რა დონეზე იასპარეზა, როგორი მაღალი ხარისხის გდებებით და ილეთებით გაიმარჯვა!!! ყოჩაღ ეთერ, დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის!!! სამაგილოთოდ იშრომა ამ გოგომ, კაცებმა აიღეთ მისგან მაგალითი!!!როგორი შემართებით იასპარეზა, არვის შეუშინდა, ამას ქვია ჩემპიონობა! აბა ისაა შიდო მიდოზე ჭიდაობენ და ილეთზე ვეღარ და აღარ მიდიან, მიდით რა ივარჯიშეთ! წლის მთავარი ტურნირს რა ფორმაში შეხვდნენ?!:((( მსოფლიო ჩემპიონობასთან შედარებით გრან პრიზე და გრანდ სლემზე გამარჯვება არაფერია! კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ეთერ ლიპარტელიანს!
გულშემატკივარი
უფალმა სიხარულის და ბედნიერების ცრემლი არ მოგიშალოთ ეთო გენაცვალე შენ,შენს ოჯახს და კეთილის მსურველს 🙏🙏🙏!!!გილოცავ 💪💪💪
გ.
ყოჩაღ ეთო გეკუთვნის დიდი ხანია გილოცავ
შორენა
გილოცავ, ჩვენო ოქრო_გოგო შენცა და სრულიად საქართველოს, ჩვენი სამშობლოს თითოეულ გულშემატკივარს ღირსეულ და დამსახურებულ გამარჯვებას! ოლიმპიური ოქროც, ოლიმპიურიც და შემდეგ თქვენი წყვილივით ოქრო ბოკვრები ერისა და ქვეყნის სანაქებოვ! მ ა დ ლ ო ბ ა!
ხვიჩა
ახლა უცბად ვერ ვიხსენებ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქალი მსოფლიო ჩემპიონი გვყოლია რომელიმე სპორტის სახეობაში?
patiko
ეთერ სიამაყე ხარ, ყველა სპორტსმენის მოტივაცია ხარ, როგორ გაიარე ყველა საფეხური, ბრავო
goga
მოგებაცაა და მოგებაც-იოპონელი ასე აბურთაო, თანაც ფინალში, ბრავო ეთოს ბრავო.
S.K.K.
ეხლა მეორე ეთოს ჯერია!
ვახო...
ისტორია დაიწერა! რა საამაყოა!... ვულოცავ ეთერს და სრულიად საქართველოს ამ შთამბეჭდავ უდიდეს გამარჯვებას! ბრავო ეთერ!
ardiles78
გილოვავთ ყველას!!!ხუთივე ბრძოლა სუფთად მოიგო ჩვენმა ეთომ.!სასწაულია!ნამდვილად ყველაზე ღირსეული ჩემპიონი გვყავს!
BOSS
ვულოცავ მთელ საქართველოს!!!სასწაული გოგოა ეთო-კარგად გაზრდილი,უაღრესად თავმდაბალი და შრომისმოყვარე! მსოფლიო ჩემპიონი გახდე და თან ყველა იპონით მოიგო მართლა სასწაულია! ეგ ერთი და სხვა მრავალი!
tngh
ეთომ გვასახელა!!! მსოფლიო ჩემპიონია!!! გილოცავთ ყველას, ყველას... ყველას!!!
tngh
ეთომ გვასახელა!!! მსოფლიო ჩემპიონია!!! გილოცავთ ყველას, ყველას... ყველას!!!
ალექსანდრე
სიტყვები არ მყოფნის.. გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ დღეს და ქართველი ქალის ტრიუმფს! რაც ვარლამმა ვერ ქნა ის ეთომ გააკეთა! მჯერა,ოლიმპოზეც ვიხილავთ მას!
ჟორა გაბრიჭიძე
გილოცავ ეთო, პირველი გმირი ქალი ხარ საქართველოდან. შენი ყველა ჭიდაობა ვნახე და ფინალში რომ გახვედი დავწერე, რომ დღეს შენი დღე იყო და ჩემპიონობას ვიზეიმებდით.
Daviti
ძლივს რაღაც არ გამიხარდა.გილოცავთ საქართველო
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს