მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში პსჟ-მ „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, შეუტია და შედეგსაც მიაღწია: რამუშის და კვარაცხელიას დარტყმულ ბურთებს ობლაკი ადვილად დაეუფლა, რის შემდეგაც ხვიჩას პასი ფაბიანმა მიიღო და შორიდან დალაშქრა მადრიდელთა კარი. ცხელოდა, ტემპი მაღალი არ იყო, სიმეონეს შეგირდები თითქმის ვერ ახერხებდნენ მეტოქის ნახევარზე გადასვლას, "პარი სენ ჟერმენმა" კი მეორე გოლი გაიტანა. ამჯერად თავი ვიტინიამ გამოიჩინა, რომელსაც გადაცემა "კვარამ" გაუკეთა.

მეორე ტაიმის დასაწყისში პსჟ ისევ დომინირებდა, ქართველის დარტყმული ბურთი ობლაკმა მოიგერია, რის შემდეგაც ხარიხას მოხვდა. აქედან მოყოლებული „როხიბლანკო“ ერთი პერიოდი შედარებით გააქტიურდა, ალვარესმა გაიტანა კიდეც, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა, კოკეს მხრიდან დუეზე უხეშობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. ხვიჩა 72-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში არბიტრმა „ატლეტიკოს“ მცველს, ლანგლეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, მადრიდელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, ობლაკი შეცვლაზე შესულმა მეილიუმ და ლიმ (პენალტით) დაამწუხრეს და პარიზელებმა ტურნირის სტარტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

20 ივნისს, მეორე ტურში პსჟ „ბოტაფოგოს“, ხოლო „ატლეტიკო“ „სიეტლ საუნდერსს“ დაუპირისპირდება.

პასადენა. „როუზ ბოული“

პსჟ - ატლეტიკო 4:0

გოლები: 1:0 ფაბიანი (19), 2:0 ვიტინია (45+1), 3:0 მეილიუ (87), 4:0 ლი (90+7, პენ)

გაძევება: ლანგლე (78, ატლეტიკო)

yru
მეორე გოლზე პასი საერთოდ არ ჩანს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია