პსჟ-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი „ატლეტიკოს“ 4:0 განადგურებით დაიწყო და დაამტკიცა, რომ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ცნობისათვის, „როხიბლანკო“ ფრანგულ გუნდებთან ისტორიაში პირველად დამარცხდა 4 გოლის სხვაობით. „პარი სენ ჟერმენმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 6 მატჩი საერთო ანგარიშით 21:3 მოიგო, თან 2005 წელს გატანილი 105 გოლით ტოპ 5 ლიგების ლიდერია და რა თქმა უნდა, მწვრთნელი ლუის ენრიკე კმაყოფილი გახლავთ.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ატლეტიკოსთან“ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ბოლო 5 შეხვედრაში კი 3 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ეკიპი“ წერს, რომ ქართველმა „პარი სენ ჟერმენის“ გამარჯვებაში ისევ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ყველაზე მაღალი შეფასება, 8 ქულა დაიმსახურა, ხოლო ყველაზე დაბალი მადრიდელთა მცველმა კლემან ლანგლემ - 2. აღნიშნულია, რომ „კვარა“ ლამაზი გოლის გატანასთან ახლოს იყო, დაცვას ჩვეულად ეხმარებოდა და კვლავ დამაჯერებლად გაისარჯა. ერთი სიტყვით, ის უკვე ლუის ენრიკეს გუნდის საკვანძო ფეხბურთელია.

თამაშს პასადენაში 80 619 მაყურებელი დაესწრო, რაც ამ სეზონში ორივე კლუბის რეკორდია. „ალ აჰლი“ – „ინტერ მაიამიზე“ 60 927 მაყურებელი მივიდა, „ბაიერნი“ – „ოკლენდ სიტიზე“ 21 152. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო "როუზ ბოულზე" იმყოფებოდა და ტურნირის სტარტს გამაოგნებელი წარმატება უწოდა.

მალხაზ ჯობავა
რა იყო ხალხო რატო დაალაიქეთ ეს კაცი. არ გინახიათ პატარა ბავშვები, რომ დააშავებენ რამეს, როგორ შესციცინებენ უფროსებს, დედიკოს ან მამიკოს, კა რა მოხდა, მაპატიეოოო
მელიტონ ქანთარია
ისე უყურებს კვარას, ნეტაი როდის მაკოცებსო.
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ