ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უპასუხა:

„განწყობა ძალიან კარგია. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ვიმყოფებით ევროპის ჩემპიონატზე. ვთამაშობთ ძალიან მაღალი დონის თამაშებს და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გვაქვს რეალური შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე ქვეყნისთვის და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები. მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები.

ამ ნაკრებმა ბევრი რამ დაამტკიცა. მათ შორის ის, რომ ეს გუნდი უკვე შედგა. მიუხედავად იმისა, თუ რა ანგარიშით დასრულდება ხვალინდელი შეხვედრა. ისევე როგორც წინა თაობა იყო წარმატებული, ეს თაობაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში. ხვალ, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ურთულეს მეტოქესთან დავაფიქსიროთ სასურველი შედეგი. მინდა ვნახო მოედანზე გუნდი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვყავდა. ის ფილოსოფია და მენტალობა, რომელიც სულ გვქონდა.

წინა თამაშებმა ძალიან დიდი ენერგია წაიღო და დღესაც აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. გვყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ამ რიტმში თამაშს არ არის შეჩვეული. თუმცა, ხვალ ისეთი დღეა, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და ვეცდებით, რომ ეს გავაკეთოთ“.

NAKREBI.GE

ჟორა-ს
რავა ჟორიკ ჯან-გიხარია 4:0 რო წააგეს?:))
ეგრეა
ვანგა ხარ ძმა, სამწუხარო რეალობაა სუსტი გუნდი გვყავს
Tigo
სვანაძე უნდა წავიდეს ხო?)))ამ კაცმა ბევრი გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის და მინიმუმ პატივი უნდა ვცეთ ყველამ.
გიზოგ
თავს ზემოთ ძალა არ არის, მაგრამ მინდორზე ვინც მეტს ირბენს(იმუშავებს ) ის იგებს. წარმატებები ბიჭებო!!!!!
სვანსკი
სინდისი,რომ გქონდეს უნდა წახვიდე
ჟორა
აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი გვაქვს. სწორედ მაგიტომ გაგაგზავნეთ ევროპაზე რომ გაგვახაროთ.
ჩემოდანი ჩაალაგეთ
დამთავრებულია ბიძიკო თქვენი ამბავი
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე