ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან

[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 0:4 დამარცხდა.

მატჩის სტარტზე ნაზინიოსთან უხეშობისათვის მსაჯმა ოდიშარია გააძევა და ჩვენი გუნდი, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა, კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა და აზაროვის შორიდან დარტყმული ბურთი სოარესმა ძლივს მოიგერია. მეტოქემ კი ხარატიშვილის შეცდომის შედეგად დაწინაურება მოახერხა. პორტუგალია უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა, ზეწოლა გააძლიერა, ბერნარდუს ხარატიშვილმა არ გაატანინა, კენდამ მიზანს ვერ უწია. ქართველმა ფეხბურთელებმა იერიშებით უპასუხეს, აქტიური კვერნაძის დარტყმული ბურთი სოარესმა მოიგერია, ლომინაძის დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებში დაღლილობამ იჩინა თავი, კიდევ სამი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.

პარალელურ მატჩში საფრანგეთმა პოლონეთს 4:1 მოუგო.

სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კიდევ დიდხანს გაგვახსენდება საფრანგეთთან შეხვედრის ფინიში, რომლის მოგებასთან და ჯგუფიდან გასვლასთან ახლოს ვიყავით.

ტრენჩინი. „სიჰოტი“

საქართველო - პორტუგალია 0:4

გოლები: 0:1 პინეირუ (24), 0:2 კენდა (62), 0:3 გომეში (87), 0:4 არაუჟუ (90+5, პენ)

გაძევება: ოდიშარია (3, საქართველო)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი (მამაცაშვილი 67), ხვადაგიანი, იაკობიძე, მაისურაძე, ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (იეგოიანი 67), ო. მამაგეიშვილი (მორჩილაძე 85), აბუაშვილი (ბედოშვილი 52), ოდიშარია, კვერნაძე

პირველი გოლი,ჩემი აზრით,მზის ბრალი უფრო იყო.თუ გამეორებაზე შეხედავთ,ხარატიშვილი ბურთს ნორმალურად ვერ ხედავდა,რადგან მზე თვალებში აჭყეტავდა და ხელებიც ასე უხერხულად იმიტომ გაიქნია,რომ ბურთი მზეს რომ ჩამოეფარა,მხოლოდ იმ წამს დაინახა და რეაქცია ვეღარ მოასწრო.მეორე გოლი,ულამაზესი კედლის გათამაშების შემდეგ გავიდა.ხვადაგიანმა და აზაროვმა ფეხებში ჩავარდნა ვეღარ გარისკეს,პენალტის შიშით,მეკარე ბურთს შეეხო,მაგრამ ბოლომდე მოგერიება მაინც ვერ შესძლო.მაგ გოლზე ნებისმიერი ნაკრები სიამოვნებით მოაწერდა ხელს.მესამე და მეოთხე გოლები,უკვე დაღლილობის და უიმედობის ბრალი უფრო იყო.აზაროვის შეცვლის შემდეგ,მარცხენა ფლანგზე კიდევ უფრო გაგვიჭირდა და მეამე გოლი,მაგ ფლანგიდან აქტიურობას და მერე კუთხურს მოჰყვა.ასეთ კუთხურებს ლეონიდ ბურიაკი აწვდიდა ხოლმე,წინა ძელთან რამაზ შენგელია ხვდებოდა და ბურთს ტრაექტორია უცვლიდა,მერე კი,რომელიმე სსრკ ნაკრების წევრი კარში ურტყამდა.სამი ასეთი გოლი მახსოვს.ოდიშარიას გაძევებაზე რა ვთქვა,ვფიქრობ მაინც სასტარტო დაძაბულობის გამო მოუვიდა,თუმცა სრულიად დამსახურებული იყო.პირდაპირ გაშლილი ფეხით წავიდა და ფეხის მოხრით, დარტყმის შენელებაც კი არ უცდია.სვანაძემ ფრანგებთან თამაშის მსგავსად,აქაც შეცვლებით შეტევის გააქტიურება სცადა,მაგრამ მაშინაც და ახლაც,სადღაც 80 წუთის შემდეგ,უკანა ხაზს,აშკარად შეეტყოთ დაღლილობ.პასებიც აშკარად გაუფუჭდათ და ორივე თამაშში,პასებს,პარტნიორების ნაცვლად, მეტოქეებსაც ხშირად ვუკეთებდით.შეტევების გაძლიერებას,დაცვის დასუსტებაც მოჰყვებოდა და ესეც თამაშობდა თავის როლს და ამდენი ცენტრალური მცველის მოკლებაც.კარგი ის იყო,რომ ნაკრები მაინც ცდილობდა შეტევაში აქტიურად წასულიყო და არც თუ ცუდად გამოიყურებოდა.პორტუგალია ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ჩვენთან თავები არ დაუხოციათ,ისე გაიმარჯვეს,ისინი საფრანგეთ-პოლონეთის თამაშში ანგარიშს უყურებდნენ და საჭირო თუ გახდებოდა,დაწოლასაც გააძლიერებდნენ,მაგრამ აღარ დასჭირდათ და ჩვენ,ჩვენი შეცდომებითაც გავატანინეთ ბოლოსკენ გოლები.რაც არის,ეს არის.ჩვენმა ნაკრებმა დაამთავრა გამოსვლა და ვფიქრობ საყვედური არ გვეთქმის.ჯერ ისედაც საფრანგეთ-პორტუგალიასთან ჭიდაობა,ჩვენთვის უძნელესი საქმე უნდა ყოფილიყო და დაცვის მთლიანად გამოცვლამ თითქმის შანსი წაგვართვა მეტი გაგვეკეთებინა.არ დავივიწყოთ,რომ ეს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე,შესარჩევი ტურნირის გავლით და უშუალოდ ჩემპიონატზეც შესძლო გამარჯვების მოპოვება.ასე რომ ამ ნაკრებმა თავისი მისია,წარმატებით შეასრულა და დიდი იმედი მაქვს,მისი ბევრი წევრი გაიკვლევს გზას,ძლიერ ევროპულ კლუბებში და საქართველოს პირველ ნაკრებში.საზონოვი საერთოდ არ იყო განაცხადში და ეტყობა ტრავმა საკმაოდ სერიოზულია.იმედია სექტემბრისთვის მზად იქნება.მომდევნო ციკლში,თუ სწორად გავიგე,გერმანიას,ირლანდიას და ლიტვასთან უწევს ჯგუფში თამაშები და პირველის თუ ვერა,მეორე ადგილიდან პლეი ოფში მოხვედრა,ნამდვილად შეგვიძლია.სამივე ათლეტური გუნდებია და ტექნიკურ ფეხბურთელებს,მათთან თამაში უფრო უადვილდებათ.

• ვააბშეტა

აღგემატება

• კოტე

ვერ გავიგეამ მსაჯს რომ მისდგნენ და ლანძღავენ ეგ რა შუაში იყო ? ეგ საერთოდ ყვითლის ჩვენებასაც არ აპირებდა ვარი ჩაერია და აქაც რომ არ ეჩვენებინა წითელი (რაც ასიანი იყო) მერე თვითონ მაგას აჩვენებდა უეფა წითელს! და მთავარი დამნაშავე კი თვითონ ოდიშარიაა # რომ უხტები ასე უხეშად ფეხებში არ იცი რომ არავინ არ გაპატიებს ?? თანაც პირველ წუთებზე და თანაც მეტოქის ნახევარზე როცა არაფერი სახიფათო არ იქმნებოდა შენს კართან ##

ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემები ცალკე თემაა, მარამ ამ გუნდსაც შეეძლო შედეგი დაედო თავდადების პარალელურად ფრანგებთან რომ არ დაეკარგათ კონცენტრაცია მეორე გოლის შემდეგ - ბევრ გუნდს მოსვლია ასე გადაჭარბებული ემოციების შემდეგ, რომელიც უვე დამთავრებულ თამაშს შეეფერება მხოლოდ. პორტუგალიასთან კი მიზერული შანსი გვქონდა და ისიც გაქრა გაძევების შემდეგ. სათამაშო დისციპლინის პრობლემა აშკარაა. გულდასაწყვეტია ბიჭებო, მაგრამ წინ გაქვთ ყველაფერი.

• ბესო

ესეიგი წლები გადის და ფაქტიურად არაფერი არ იცვლება ჩვენს ფეხბურთში!! ლეგიონერები რომ არა და ერთა ლიგა, ის ევრო 24-იც სიზმარი იქნებოდა! და აქ არ მაქვს საუბარი წაგებაზე, საფრანგეთს და პორტუგალიას რომ ვერ მოუგებ ეგ ტრაგედია არაა. აი 35 წელი რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ეგ კი ბატონო! > ფიზიკური მომზადება და პრესინგი, რაც თანამედროვე ფეხბურთის ხერხემალია - ძალიან დაბალ დონეზეა. > დალაგებული კომბინაციები - დაბალი დონე > ბურთის მარტივად დაკარგვა - კი ბატონო > კრეატივი ანუ შემოქმედება შეტევაში - დაბალი დონე > გოლის გატანა და გაგიჟება, გეგონება ევრო მოიგე - არაპროფესიონალიზმი და მწვრთნელის ბრალი კი, რათქმაუნდა კარგია რომ ევროზე პირდაპირ გავიდნენ, მაგრამ ეტყობა ეგაა ჩვენი ზღვარი....

• გიორგი 3

ტექნიკური ფეხბურთელების დეფიციტია ჩვენს ნაკრებში, ბურთს ვერ იჭერენ, 2-3 პასში კარგავენ. მარტო მონდომებით შორს ვერ წავალთ. კვარასნაირი 100 წელიწადში ერთხელ იბადება.

• საჩინო

აქ ბევრი წერს დისციპლინაზე,რაც ჩემი აზრით მთლად სწორი არ არის.როცა მეტოქე ფიზიკურად აგღემატება,უფრო სხარტი და უფრო სწრაფია და ყოველ მეოხე დღეს მიჩვეულია მაღალ ინტენსივობით თამაშს,ბუნებრივია იჩაგრები და ბურთი გასწრებს და მოქნეული ფეხი მის მაგივრად მეტოქე ფეხბურთელს ხვდება.აი სწორედ აქედანაა ყვითელ _წითლების ბუკეტები და არა უდისციპლინობით.

• ვოოტ

არავითარი განგაშის ზარები არაა დასარისხებელი... ამ ბიჭებმა ჯგუფში შვედები ჩატოვეს, ფლეი ოფში ხორვატები დაჯაბნეს, პირველ თამაშში სრულიად საქართველოზე აღრენილ პოლონელებს მიუჩინეს ადგილი, ტოლი არაფერში დაუდეს ფრანგებს და უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ იმ პორტუგალიასთან, რომლებსაც ახალგაზრდული თუ პირველი ნაკრების ურთიერთშეხვედების გათვალისწინებით, ჩვენზე ნაკლები მოტივაცია ნამდვილად არ ჰქონია... ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ზედ ჩემპიონატის დაწყების წინ ყველაზე სუსტ რგოლში ყველაზე გამოცდილმა ( გოგლიჩიძე) ჩაიმუხლა... ბიჭებმა მშვენიერი გამოცდილება მიიღეს ( ოდიშარიამაც კი) და აზერ მსაჯს რომ არ გავეწირეთ, როგორც მინიმუმ, ინტრიგა ბოლომდე იქნებოდა... ბაზარი არაა, სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით, ოდიშარია გასაგდები იყო, მაგრამ... მსაჯმა ჯერ სულაც გაატარა ეს მომენტი, მერე ვარ-იდან დიფ სთეითმა რომ შეაფუცხუნა ( არ ვხუმრობ, ვარ-ის "ობიექტურობა" საფრანგეთთანაც მშვენივრად გამოჩნდა) გვარიანად დაფრთხა და ეგრევე წითელ ბარათზე გაიკრა ხელი, არადა მხოლოდ ყვითელით რომ შემოფარგლულიყო, ვერავინ მოედავებოდა, რადგან "მომაკვდავი" პორტუგალიელი საკმაოდ მალე გამოცოცხლდა და მთელი თამაშიც შეუცვლელად ჩაატარა. მე ოდიშარიას არ ვამართლებ, უბრალოდ მგონია, რომ მსგავს სიტუაციაში ქართველი არბიტრი აზერებს არ გაწირავდა და არც პრინციპულ თამაშს გააფუჭებდა. ზოგადად, ვისაც ახსოვს, საბჭოთა პერიოდში რუსებისთვის რომ მოგეგო ( სპორტის ნებისმიერ სახეობაში), მათთან თანასწორად თამაში არასდროს კმაროდა, - მთელი თავით უნდა გეჯობნა... ახლაც იგივე ხდება, ბობოლა ევროპელებს, თუ არ გადაუარე, ისე არავინ დაგაჩაგრინებს... ეს ჩვენისთანა პატარა ქვეყნების ხვედრია, ამას უკვე მიჩვეულებიც უნდა ვიყოთ და აღარ ვწუწუნებდეთ. ჩვენ იმ მოზარდებს ვგავართ, ასაკით უფროსებთან თამაშში რომ იწვრთნებიან და მერე... მერე თქვენც იცით... იქამდე კი დღედაღამ სწავლა, თავჩაღუნული შრომა და ის ჟინი, რომელიც ამ ბიჭებს ნამდვილად აქვთ და ნუ დავუკარგავთ...

• თავადი

გეფიცები, საფრანგეთთან იმენნა ძალით წაგვაგებინეს თამაში რააა.

• giorgi

მიყვარხართ ძალიან

• საჩინო

"მაშასადამე" არ ვყოფილვართ ევროპელები. მე-4 წუთზე მსაჯმა დაამთავრა თამაში და დანარჩენი დრო ფიქციად აქცია.უმეტეს შემთხვევაში მსაჯები ხელმძღვანელობენ დაწერილი მშრალი კანონებით და აიგნორებენ მთავარს ,რაც მათ ევალებათ,ეს არის ხელის მაქსიმალურად შეწყობა,რათა შეჯიბრში გამარჯვებული გამოვლინდეს თანაბარ პირობებში. კონკრეტულ შემთხვევაში უფრო სამართლიანი იქნებოდა შემოფარგლულიყო ყვითელი ბარათით (სასჯელი ადეკვატური უნდა იყოს დანაშაულის) და საათნახევრიანი შეჯიბრი-სანახაობა ოთხ წუთში არ დაემთავრებინა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს,გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო,ისე მოგვივიდა.სულ ველოდი ხარატიშვილისგან კურიოზულ შეცდომას,რამეთუ მარიაჟებისთვის ასეთი რამ თანმდევია. მისგან მეკარე არ დადგება ორი რამის გამო:არ აქვს ფიზიკური მონაცემები და არ აქვს მყარი ფსიქიკა,როგორც მოდით ზედმეტად გატაცებულებს ახასიათებთ ,ზოგადად.ბიჭებს მაინც მადლობას ვეტყოდი,რამეთუ ეცადნენ ტოლი არ დაედოთ მოწინააღმდეგებისთვი ,რომლებსაც ბევრად უკეთესი პირობები აქვთ დასაოსტატებლად და გასაზრდელად.

• ჯონი

სწორი ანალიზია დისციპლინა და სახი აზრი არ აქვს ამ ბიჭებს, არ იციან რა და როდის მოიქცნენ სწორად..ერთმანენს უყვირიან და არ აფასებენი ... ამათ ეროვნულ ნაკრებში რა უნდათ... თითქმის ერთი ხნის არიან ბიჭები ეროვნულიადან და ასეთ დიდი განსხვავება...

• Nika

საზიზღარი საღამო იყო, თუმცა არც ისე ცუდადაა საქმე. სულ მცირე, ევროპის 12 საუკეთესო გუნდში ვართ. იმედია, ეს ბოლო მარცხი სერიოზული გაკვეთილი იქნება და ბევრი სასარგებლო დასკვნა გაკეთდება. ნამდვილად არ ღირს ყურების ჩამოყრა.

• ჯონი

კი გვინდა გვჯეროდეს მაგრამ ესენი უკვე 23-24 წლის არიან , ერთი ორის გარდა არ ჩანს ეროვნული ნაკრების გამაძლირებელი.. ფიზიკა ამათ არ აქვს და ინტელექტი..

• სვანაძე

კარგია, პოლონეთს ვაჯობეთ და მხოლოდ 4 გოლი გაგვიტანეს:)))) პროგრესი სახეზეა

• Levani

ეს ჩემპიონატი "გამაზა" საფრანგეთთან 2-1ზე თავზე ხელების მოკიდებას და ვერ დაჯერებაც სად იყვნენ. წარმატებამ თავბრუ დაახვია ბიჭებსაც და სვანაძესაც 5წუთით და 2-3ზე გამოფხიზლდნენ. 2-1 იგებ,მეოთხედფინალში ხარ. 6-7 წუთი რჩება. ატეხე კინკლაობა,გაწელე ამაში დრო. მიიღე 10 გაფრთხილება და 5 წითელი-ბოლო თამაში მაინც სულ ერთია. ამის მოფიქრება ვერ მოასწრეს იმ წუთებში- ეს იყო და ეს.

• ფეოლა

ბიჭო დაანებეთ თავი ამ ლომებს და სახელს ნუ უტეხავთ ნადირთა მეფეს, თორემ დღეს ერთმა ლომმა რა ქნა ტატამზე, ქე ვნახეთ! ქვე შენი ჭირიმეეეე!!

• ხარაზიშვილი

წომაგს მართალია,მაგრა ვთამაწობ დამკას და დიდი მომავალი მაქვს. დამკა რა-წაწი.

• ოქსფორდიდან

ოდიშარიამ ვერ მისცა მხარი--მხარს ეროვნული ნაკრებს დააღალატიან ყველა,სადაა საქმის სიყვარული,იგივე დაემართა რაც მოსდით ყავლაშვილს,კობახიძეს,პაპუაშვილს,წულუკიძის თამადობით,უკან ხევრნ ქვეყანას,თავიანთი ლაქლაქი,ახარებრნ ქართველთ მტრებს ქვეყნის დაკნინებით,ქართ ელ ხალხს სიღარიბისკენ ,მონობისკენ ,სხვათა მიერ,ექაჩებიან კვლავ როგორც უწინ....

ჩემი მოკრძალებული აზრით ცოტა მკაცრი მწვრთნელია საჭირო, დისციპლინა გვაქვს 0!

სვანაძე დაბალი კლასის მწვრთნელი .მეკარე კატასროფა..ვინმე კვერნაძე უსუსური..შედეგიც სახეზეა.გამობუნძულება

• მოგვაცილეთ სურიკ 222

მოგვაცილეთ სურიკა, იგივე "ხიშტი" (-)!

• 100%

ფრანგებთან სანამ არ გაატაინეს არ დაამთავრა, აქ სასწრაფოდ გააფუჭა თამაში, ეს პატარა ქვეყანა არ გავიდეს მეოთხედფინალშიო . გაშავებული პორტუგალია და ......

• შვანგიროვი

მთელი საქართველო როცა ელოდება ამ დღეს და მესამე წუთზე ასე უაზროდ ადგებინებ თავს...

• ტუკო რამირესი

კარგი ბიჭები გვყავს, მაგრამ დისციპლინა ნულია. არცერთ ნაკრებში არ ეჩხუბებიან ასე და ამდენს ერთმანეთს. თამაშის მხრივაც უამრავი წუნია, რისი გამოსწორებაც, პრინციპში, შესაძლებელია. ეხლა კი დიდებმა უნდა იყარონ ჯავრი.

• წომაგი

აზაროვი და ხარაზიშვილი, დანარჩენები დიდი იმედგაცრუება,ცუდი საფეხბურთო ინტელექტით და ტექნიკით.

• გიორგი

რა საინტერესოა რომ როდესაც რომელიმე ქართული კლუბი ან სულაც ნაკრები ორი ან თუნდაც სამი ბურთის სხვაობით იმარჯვებს, მაშინვე იწერება სათაურშივე რომ "მეტოქე გუნდი გაანადგურეს". სამაგიეროდ როდესაც პირიქით ხდება, ჩვენ მხოლოდ "ვმარცხდებით" ხოლმე?!

• გრიᲨო

მადლობა ბიᲭებო, ყოᲩაᲦ! უსამარᲗლოდ დაგამარცხეს ამ Ჩემპიონატზე, მაგრამ Თქვენი Თაობა მსოფლიოს Ჩემპიონატს მოიგებს! ვისაც გვჯერა გაგვატარეᲗ. ბადლობა ლომებო!

სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს

U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან

U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-კაცას მე-7 ადგილი

მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება

7-ქალა | არის პირველი მოგება!

"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა

აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები

სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ

სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე

"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება

[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება

თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია

სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება

[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!

[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია

[VIDEO] დარბაზი დაინგრა - საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში

გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა

"სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს" - ჩაბი ალონსო

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან