„სტანდარდმა“ გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონატზე მე-12 ადგილი დაიკავა, რაც არადამაკმაყოფილებელი შედეგია, გუნდის მწვრთნელად მირჩა რედნიკი დანიშნეს და რუმინელმა პირველ რიგში კრაიოვას „უნივერსიტატეას“ 24 წლის ნახევარმცველის ანზორ მექვაბიშვილის შეძენა მოითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Prosport-ი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს „უნივერსიტატეასთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი 1.5 მილიონი ევროა და თუ ლიეჟური კლუბი ქართველში საკმაო თანხას შესთავაზებს, შეიძლება ტრანსფერი განხორციელდეს. „სტანდარდის“ სპორტული დირექტორი მარკ ვილმოტსი უკვე დაუკავშირდა მექვაბიშვილის აგენტს მურატ ერდოღანს. თუმცა, მოლაპარაკებები მხოლოდ იწყება.

მექვაბიშვილით ზამთარში რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. რედნიკი აცხადებს, რომ „სტანდარდს“ ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს, ამისათვის კი უპირველეს ყოვლისა ანზორის დამატებაა აუცილებელი.

მერაბი
ანზორ, იქნებ უკეთესი ვარიანტი გამოჩნდეს, ბელგიამ არაერთ ქართველ ფეხბურთელს გაუფუჭა კარიერა. წარმატებები!
rona
ოღონდ ბელგია არა, რა კარგად გვახსოვს რაც უქნეს ჩაკვეს, ოქრის ზარიას, უფრო ადრე ჯაკობიას ვერავინ გაიხარა მანდ.
ტიტე პარკაძე
იმედია შედგება ტრანსფერი!
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა