ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური ციკლის, ბოლო, მე-7 საშეჯიბრო დღეს, ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი წარსდგება, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იასპარეზებს, ხოლო +78 კილოგრამში სოფიო სომხიშვილი.

დავიწყოთ გურამით, აქვე უნდა ითქვას, რომ თუშიშვილს წინა ტურნირებისგან განსხვავებით, ამჯერად უკეთესი ბადე შეხვდა. თუშიშვილი B დივიზიონშია განთესილი, პირველ წრეს გამოტოვებს, შემდგომ კი სლოვაკ მარიუს ფიზელს შეხვდება, აქ გამარჯვების შემთხვევაში კი დიდი შანსია შევხვდეთ გერმანელ ლოსენი კონეს, მეოთხედფინალში უკვე ქართველის მეტოქე იქნება ჩვენთვის კარგად ნაცნობი, კუბელი ენდი გრანდა, ან სავარაუდოდ, თურქი მუნირ ერთუკი. ამავე ციკლში ასპარეზობს წარმოშობით ქართველი უშანგი კოკაური (აზერბაიჯანის სახელით), მაგრამ მოსალოდნელია, რომ B დივიზიონის ქვედა, მეორე ნახევარს ენდი გრანდა გაივლის. თუ გურამი ნახევარფინალში გავა, შედარებით დაღლილ A დივიზიონის გამარჯვებულთან მოუწევს ჭიდაობა, რადგან ამ წონაში ნიონგ კიმი, ასევე ლეგენდარული ჩეხი, ოლიმპიადის ორი ოქროს (სხვადასხვა წონით კატეგორიებში) მფლობელი ლუკას კრპალეკი და უზბეკი ალიშერ იუსუპოვი ასპარეზობენ. A დივიზიონში ალიშერ იუსუპოვი და ლუკას კრპალეკი ერთმანეთს მესამე წრეში ხვდებიან, კიმი კი სავარაუდოდ მეოთხე წრეში იქნება, აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ კრპალეკის გამოცდილებისა და ინტელექტისა, დიდი შანსია, რომ ნახევარფინალში ჩვენს მეტოქედ ნიონგ კიმი ვიხილოთ.

რაც შეეხება C და D დივიზიონს, საიდანაც პოტენციურად მეორე ფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს, C დივიზიონში ფავორიტი ტაჯიკი რახიმოვი და იაპონელი ოტა არიან ფავორიტები, დიდი ალბათობით, სწორედ მათ შორის გამარჯვებული გახდება მესამე ნახევარფინალისტი. განსაკუთრებულად საინტერესო იქნება B დივიზიონი, რადგან აქ თავი ინალ ტასოევმა, რეჯეპ ერგინმა (ეს ორი ძიუდოისტი პირველივე წრეში ერთმანეთს ხვდება), მესამე წრეში დიდი ალბათობაა, რომ უზბეკი ტურუბოევი გავიდეს და აქვე გეტყვით, რომ ეს უკანასკნელი - 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში უზბეკეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ასევე აქვეა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტამერლან ბაშაევი, რომელსაც გურამმა ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალი მოუგო.

D დივიზიონში მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი, რომ ტურუბოევი ბაშაევი და ტასოევი ერთ ქვეციკლში ყოფილიყვნენ, ასევე კრპალეკი, იუსუფოვი და კიმი ერთად, რადგან გურამს ენდი გრანდას სახით ერთადერთი სახელოვანი კონკურენტი ჰყავს. რა თქმა უნდა, ძიუდოში ყველაფერი ხდება, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბადეში გაგვიმართლა. სავარაუდოა, რომ ფინალში ინალ ტასოევს ვიხილავთ, რუსი ძიუდოისტი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა რთული ბადედან გამომდინარე არაფერია გამორიცხული.

რაც შეეხება +78 კილოგრამ წონით კატეგორიას, აქ სომხიშვილი B დივიზიონში იქნება განთესილი, სადაც პირველივე წრიდან ჩაერთვება, მისი მეტოქე კოლუმბიელი ბრიგიტე კარაბალი იქნება, სადაც სოფიო აშკარა ფავორიტია, პირველი წრის გავლის შემთხვევაში, იონი ლის შევხვდებით, სამხრეთკორეელი ძიუდოისტის გავლის შემთხვევაში რური ტაკაჰაშიზე გავდივართ, იგი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ. თუ მასაც დავამარცხებთ, სავარაუდოდ, ჰაიან კიმიზე გავდივართ, ნახევარფინალში კი სოფიო ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს, რომან დიკოს შეხვდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში სომხიშვილი დიდი ალბათობით, ჩინელ ხინრან ნიუს დაუპირისპირდება.

Porto
ჰაიკაზ გაკვირვებული მოძრაობ ქალაქში?! არ გინდა ფინალს ერთად ვუყუროთ:)))))))))
tngh
გურამს ურთულესი შეხვედრა ელის!!! იმედია, სწორ ტაქტიკას აირჩევს ის და მისი სამწვრთნელო გუნდი... წარმატება გურამს!!!
Dato
საიდან იქნება ლაივი?

რა დივიზიონი? :))))
dato
tusishvilis finals konturebi ikveteba,badeshi gaumartla...
გიგო პაპა
გუშინ და გუშინწინაც ზუსტად ასე გავდიოდით ფინალებში.)) რის ფინალი, ხალხო? სომხიშვილის ხომ საერთოდ არასოდეს მჯეროდა (ამასწინათ გუნდურში მოპოვებულ გამარჯვებას არ ვთვლი, რადგანაც სუსტი მეტოქეები ყავდათ) და თუშიმ თუ 2-3 წრე გაიარა, ეგაც გამიკვირდება. შეხედეთ რა მეტოქეები ყავს, რუს ტანკს რომ მოუგო, ეგ როდის იყო, ლამის წინა საუკუნეში. ტასოევიც რომ საუკეთესოდ იქნება მომზადებული, ეგაც ხომ ფაქტია? თუ ბოლო 2 დღის ჩემპიონების გამოსვლას გავითვალისწინებთ. იქეთ კიდევ უზბეკი. ან გრანადას აჯობებს? ღმერთმა ქნას გაიმარჯვოს გურამმა, მაგრამ მე ზღაპრებისა არ მჯერა. წარმატებები თუშის!
ერთ-ერთი ძმა კეჟერაძე
... ხოლო თუ ფინალშიც გაიმარჯვებს, სოფიოც მსოფლიოს ჩემპიონი გახდება (ზღაპრის დასასრული).
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
რუსეთის წარმომადგენელმა გურამ თუშიშვილთან წაგების შესახებ ისაუბრა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
"რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ..." - ინალ ტასოევი
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე