სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იამაიკელი უსაინ ბოლტი დარწმუნებულია 100 მეტრზე საკუთარ გამარჯვებაში
ქალთა შორის სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ბლანკა ვლასიჩმა ტრავმის მიუხედავად პლანეტის წლევანდელ პირველობაზე ტიტულის დაცვა გადაწყვიტა. ხორვატმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს კორეის ქალაქ ტეგუში გასამართ ჩემპიონატში, არადა, უფრო ადრე ტურნირის გამოტოვებას გეგმავდა.

ვლასიჩს ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი და ახლა სწორედ ამ დაზიანებას მკურნალობს. ბლანკას თქმით, ის ვერ აიტანდა პლანეტის პირველობის ტელევიზორით ცქერას. ხორვატმა 19 აგვისტოს გამოაცხადა წლის მთავარი სტარტის გამოტოვების შესახებ, მაგრამ როგორც თავად ამბობს, 24 საათში გადაიფიქრა.

27 წლის ვლასიჩი ბოლო ორი ჩემპიონატის (2007 წელს ოსაკაში და 2009 წელს ბერლინში) გამარჯვებულია, 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტეგუში ქალებს შორის სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრი 3 სექტემბერს - პირველობის ბოლოსწინა დღეს გაიმართება.

მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იამაიკელი უსაინ ბოლტი დარწმუნებულია 100 მეტრზე საკუთარ გამარჯვებაში. პლანეტის უსწრაფესი ადამიანის თქმით, იმ გარბენის მთავარი მომენტი სტარტი იქნება.

"თუ ნორმალურ სტარტს ავიღებ, ოქროს მედლის მოგება არ გაჭირდება, - განაცხადა ბოლტმა სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში. - ვფიქრობ, წარმატება ძალიან იოლი იქნება - მე ხომ ბადალი არ მყავს სარბენ ბილიკზე, თანაც ეს საკითზი არ არის დამოკიდებული იმ კონკრეტულ მომენტში ჩემს სპორტულ ფორმაზე".

ამავდროულად, 100 და 200 მეტრზე მსოფლიოს რეკორდსმენი მაყურებელს ახალ რეკორდებს არ პირდება. ამ ეტაპზე რთული იქნება ისტორიაში უსწრაფესი წამების ჩვენება.

"ტეგუში რეკორდები არ იქნება. ჩემი მთავარი მიზანი - საჩემპიონო ტიტულების დაცვაა. თუ 100 მეტრ დისტანციაზე ვილაპარაკებთ, ვფიქრობ, ჩემთვის კარგი დრო იქნება 9.7 წამი", - დაამატა იამაიკელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია