იტალიური ველოსაჯინიბოს შეფმა სტეფანო დომენიკალის თქმით, ბრაზილიელი 2012 წლის ბოლომდე "სკუდერიას" რიგებში დარჩება
როგორც ჩანს, გაირკვა "ფერარის" პილოტის ფელიპე მასას ბედი - ბრაზილიელი 2012 წლის ბოლომდე "სკუდერიას" რიგებში დარჩება. ამის შესახებ გამოაცხადა იტალიური ველოსაჯინიბოს შეფმა სტეფანო დომენიკალიმ.

როგორც იცით, მასას კონტრაქტს მომავალი წლის ბოლოს ეწურება ვადა, მაგრამ არაერთი ჭორი აგორდა იმასთან დაკავშირებით, რომ ფელიპე წელს თავის ბოლო სეზონს ატარებდა "ფერარის" რიგებში.

"მასა ჩვენთან 2012 წლის ბოლომდე დარჩება. ის ბევრს მუშაობს და ბოლო რბოლებში აშკარად მოუმატა. ხანდახან არ უმართლებს. მაგალითად, გერმანიაში კარგი სტარტი აიღო, მაგრამ ტრაფიკში მოხვდა და წინსვლა გაუჭირდა. როცა მასას კარგი მანქანა ჰყავს, ის ძალიან ძლიერია, თუმცა სტაბილურობაში უნდა მოუმატოს. ვფიქრობ, სეზონის ბოლოსკენ ეს შესაძლებელი იქნება. მასამ იცის, რომ ის დიდი ოჯახის წევრია და მის ადგილს "ფერარიში" საფრთხე არ ემუქრება. იმედია, 2012 წელს მოახერხებს ფერნანდო ალონსოსთან ჩამორჩენის გაბათილებას", - ამბობს "ავტოსპორტთან" კომენტარში დომენიკალი.

შეგახსენებთ, რომ საერთო ჩათვლაში მასა მეექვსე ადგილზეა, თანაგუნდელი ალონსო - მესამეზე.

ცნობილმა ფინელმა კიმი რაიკონენმა გერმანიის რალის წინ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ფინურ გაზეთს, რომელშიც ფორმულა 1-ის წლევანდელ ჩემპიონატში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

რალიში მოღვაწე რაიკონენმა საერთო ჩათვლაში "რედ ბულის" პილოტის სებასტიან ფეტელის უპირატესობას უდიდესი უწოდა და საჩემპიონო რბოლაში გერმანელის გამარჯვება იწინასწარმეტყველა.

"ხშირად ხდება ისე, რომ ფორმულა 1-ის ჩემპიონატების დასკვნით ნაწილში ძალთა თანაფარდობა თანაბრდება და ბრძოლა უფრო დაძაბული ხდება, მაგრამ წელს ასე არ იქნება. ფეტელი იმ შემთხვევაშიც შეინარჩუნებს ტიტულს, თუ რბოლების მოგებას ვერ მოახერხებს. ეს უდიდესი უპირატესობაა კონკურენტებზე", - ამბობს ფორმულა 1-ში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი.

ფინელმა კომენტარი გააკეთა უკანა მართვადი ანტიფრთის სისტემის (DRS) შესახებ, რომელიც პილოტებს ტრასის სპეციალურ მონაკვეთებზე გასწრებას საშუალებას აძლევს. კიმი არ იწონებს ამ სიახლეს და ამბობს, რომ DRS-ს არაფერია აქვს საერთო რეალურ გასწრებებთან. პილოტს მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა სჭირდება სისწრაფეში უპირატესობის მოსაპოვებლად და აქ ნიჭი სულაც არ არის საჭირო.

"ამ სისტემას არაფერი აქვს საერთო ტრასაზე ნამდვილ ბრძოლასთან. მთავარია, მიუახლოვდე მოწინააღმდეგეს, თითი დააჭირო ღილაკს და მეტოქე უკვე ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს. შესაძლოა, ტექნიკურად ფორმულა 1 სწორი მიმართულებით ვითარდება, ეს სისტემა კარგია ტელევიზიისთვის, მაგრამ პირადად მე ეს სიახლე არ მომწონს და ვფიქრობ, სხვა პილოტებიც დამეთანხმებიან ამაში", - აღნიშნა კიმი რაიკონენმა, რომელიც გასულ უქმეებზე გერმანიის რალიში იღებდა მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს