უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოქროს მედლის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა.

ფი­ნალ­ში ას­პა­რე­ზობ­დნენ: გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი, ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, მა­რი­ამ ჭან­ტუ­რია, მი­ხე­ილ ბახ­ბა­ხაშ­ვი­ლი, ლაშა ბე­ქა­უ­რი და სო­ფიო სომ­ხიშ­ვი­ლი.

ორ­თაბ­რძო­ლე­ბი მო­ი­გეს: ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა (იპო­ნით), მა­რია ჭან­ტუ­რი­ამ, მი­ხე­ილ ბახ­ბა­ხაშ­ვილ­მა და ლაშა ბე­ქა­ურ­მა (იპო­ნით).

მერვედფინალში ჩვენმა სპორტსმენებმა ჩინეთი 4:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი იტალიას 4:0 სძლიეს და ნახევარფინალში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იაპონია 4:2 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ იაპონიას მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში 2018 წლის შემდეგ არ წაუგია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედლით დაასრულეს: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს.

ვიდეო: სილქ უნივერსალი

ჟორა
კრიტიკა არავის აწყენს, ნაკრები დაბერებულია. გვაქვს უფრო დიდი პოტენციალი და იმის ამოქმედებას ვითხოვთ. პირადში ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ უკუსვლა ნათელია, უნდა ავღნიშნოთ და მოვითხოვოთ, რომ არც მწვრთნელებმა დაიძინონ და არც ფედერაციამ. ისიც უნდა მოვითხოვოთ, რომ ძიუდოს და საერთოდ ჭიდაობებს დაფინანსება გაუორმაგდეთ, ოლიმპიადის მედლების ძირითადი მომტანები მაგენი არიან.
Semi
ვახ ბექაურო, მშვენივრად ჭიდაობ, მაგრრამ ეს პროვინციული ტრიპაჩობა მოიშორე რა, ვის დაუნახე ვის მოუწონე? რომელი მოჭიდავე ქართველი იქცევა ეგრე? ეთერიც კი შენზე ღირსეულად გამოიყურება. რას ტინგიცობ თითქოს შენ გარდა კიდევ 5 მოჭიდავე არ ყოფილიყო ტატამზე.
aburjga
თუ შეიძლება განათავსეთ გუშინდელი შეჯიბრების ვიდეომასალა, საქართველოს ნაკრების ყველა გუნდთან შეხვედრა! მინდა ვუყურო და ვუყურო!!!!
aburjga
ძალიან გამახარა და გამაკვირვა ჩვენს გუნდში ბახბახიშვილის გამოსვლამ. ეს რა მეომარი, ძალ-გულოვანი, სწრაფი, ჩაუქი კაცი გვყოლია რეზერვში! ე.ი. შავდათუაშვილის ნაკვალევი არ წაიშლება! დიდ წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ბახ-ბახას! )))
ტრისტან დ' აკუნია
გილიცავთ ყველა ფსიქიურად ჯანმრთელს და ქვეყნის მოყვარულს! მეცოცხეებს მოვუწოდებ განაგრძონ ცოცხების ტრიალი ფოტოების გამოდება;
რავირამე
გული მწყდებოდა გუნდურს რომ ვეღარ ვიგებდით შერეული რომ გახადეს და რამდენიმე წლის წინ არც წარმომედგინა რომ ქალების ძიუდო ასე განვითარდებოდა საქართველოში ამ მცირე დროში. გილოცავთ 💛
აჩი
გილოცავთ ყველას ამ მართლაც ისტორიულ, თანაც ორმაგად ისტორიულ გამარჯვებას!!! ❤️ ასევე, მადლობა სტატიის ავტორს @ნიკალა-ს, ძალიან კარგი და ლამაზი ფინალური ბლოკის ვიდეოსთვის - "highlights". გაიხარე !!!
ჯონი 1
გილოცავთ, ეს ერთი და სხვა მრავალი!
S.K.K.
მეოთხედ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონები!!! პირველად შერეულ გუნდურ ჩემპიონატში! ბრავო
გიგა
ვულოცავ საქართველოს! ყველა ძიუდოისტი ხომ მაგრები არიან, მაგრამ ეთო ლიპარტელიანი არის ექსტრა კლასის ძიუდოისტი! რა ტექნიკა, რა სისრაფე, სისხარტე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყპჩაღ ეთო!
ტუკო რამირესი
გაიხარე, ოსვალდო!
Pepelu
უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება!! დიდება უფალს!!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!!!!!
ზურა
თქვენ გენაცვალეთ მაგარო გოგოებო და ბიჭებო.საქართველოს გაუმარჯოს!

ბახბახაანთ ბიჭმა,მეტოქეებს მართლაც ბახაბუხი აუტეხა,მაგრამ ლაშა რომ არ ყოფილიყო და იყოს,ვერც ის გაიზრდებოდა ამ დონეზე.ახალი კბილი რომ ამოდის,ყველაზე კარგი ის არის,ახალი კბილი,ძველს რომ ამოაგდებს და არა ექიმი,ტკივილის ფასად ამოიღებს ძველ კბილს.თავის დროზე,ლაშა შავდათუაშვილმა ბრძოლით გაიკვალა გზა ნაკრებისაკენ და სულ უკანასკნელ მომენტში მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია,მერე კი,ოლიმპიური ოქრო.მიშიკოც ლაშას ჩრდილქვეშ ნელნელა ემზადება მომავლისათვის და დღეს უკვე ისიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.ლაშა ალბათ კიდევ იბრძოლებს ოლიმპიური ლიცენზიისათვის და მასთან კონკურენცია,მიშიკო ბახბახაშვილსაც აიძულებს კიდევ უფრო გაიზარდოს.ამ წელიწადში მან უკვე დაამტკიცა,რომ მისი იმედი შეძლება გვქონდეს,გამოცდილებასაც აგროვებს და უკვე ტიტულებსაც.
goga
გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას, დიდებული იყო იაპონიასთან გამარჯვება, რამაც ფაქტიურად გაგვინაღდა ოქრო, ბრავო გოგონებს და ბრავო ბიჭებს. p.s მიუშვით ბახბახა ღუმელთან)
ჟორა გაბრიჭიძე
კრეტინო პოლიტიკოსებო! ხედავთ რა შეუძლია ერთ მუშტად შეკრულ ქართველებს?
ardiles78
ევროპისა და მფოფლიოს ჩემპიონ საქართველოს ნაკრებს გაუმარ-ჯოს!!!გილოცავთ ყველას და დიდი მადლობა ჩვენს დრიმ-თიმს იმ ბედნიერებისთვის ,რაც მთელ ერს მოგვანიჭეს!
გიო გიო
გილოცავთ ყველას!! მოულოცოთ ოჯახის წევრებს და ძიოდოისტებს!! ყველა ძალიან მიყვარს ყველა ძალიან მაგარია, გამორჩევა არ უნდა არავის მაგრამ ეთერი მგელიაა მგელიიი!!!
ვაახ, რა გავიხარე? გილოცავთ ყველააას!!!!!!!!
გოგოებო და ბიჭებო! თქვენ გენაცვალეთ!!!!!!!!! ერთი სიამოვნება იყო თქვენი ყურება!!!!!!!! ეთერ ლიპარტელიანი არის სუპერ გოგო! ლაშა ბექაური კი სუპერ ბიჭი! დანარჩენებიც უმაგრესები!!!!!!!!!!
ალექსანდრე
არიქა, არადა ლამის გილიოტანაზე აიყვანეთ აქ არაერთმა ნაკრები, ფედერაცია, მწვრთნელები და თურმე რა დიდი წარმატება გველოდებოდა. მადლობა ყველას და გილოცავთ. გისურვებთ რომ არ იყოთ რადიკალურები და საღი დამოკიდებულებით შეაქოთ და თუ შენიშვნაა მისაცემი საღადვე მიუთითოთ. არაუშავს თუ ინდივიდუალურში ვერ აიღეს წელს ოქრო ბიჭებმა. მომავალ წელს ბაქოშია მსოფლიო და მჯერავს სხვა მოტივაციით, მონდომებით და მომზადებით გავლენ ბიჭები და რეკორდს გაიმეორებენ ან გააუმჯობესებენ კიდეც. საქართველო უპირველეს ყოვლისა!
goga
გილოცავთ ყველას .სასაწულად იჭიდავეს ,ეთერი საერთოდ მოვლენაა ქართულ ქალთა ძოუდოში ასე ერთი თავით მოუგო ყველას არ ვიცი ესაა დიდი შრომა და ნიჭი დაფასდა. გენაცვალეთ ყველას 73 რა მაგარი ბიჭი გვყავს იმედია აწი ეს იქნება წონის ლიდერ .ლაშას დიდი მადლობა ათეული წელზეა მეტია მრვალჯერ გაგვახარა სამგალითო ადამინია და ლეგენდარული სპორცმენი მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დღისთვის ამ წუთებისთვის

ჩემპიონები ვააართ!აი ეგრეეე!თქვენ გენაცვალეთ!მხოლოდ საკუთარი შეიძლება დათმონ,მაგრამ ერთმანეთის გულისთვის თავებს დებენ,ჩვენი გოგოები და ბიჭები!როცა ერთად ვართ,ვერავინ გვაჯობებს.
llcl
გილოცავ საქართველო! ღმერთმა დალოცოს ჩვენი ლომები! "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია"! პ.ს. აქ ვიღაც აკაცუკი ჩემი სახელით აკომენტარებს, თავის გაჭირვებ ეყოფა, მე ყველა მიყვარს, ჩვენი ქართველი ლომები, პირჯვარს რომ იწერენ და ისე გადიან საბრძოლველად, ვენაცვალე კვარას, ბექაურს, ეთოს და კიდევ ბევრს!
aburjga
დიდება უფალს, მადლობა ღმერთს რომ ამ ბედნიერ დღეს მომასწრო! მადლობა ძიუდოისტებს, ჩვენს სასახელო სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციას! ყველას გილოცავთ მთელ საქართველოს, მილეთს, მთელ მსოფლიოში ყველას ვისაც საქართველოს ეს გამარჯვება გაუხარდა და ზეიმობს! დღეს წმინდა გიორგი ქართველთა მხარდამხარ თეთრი რაშით დაჰქროდა ლასლო პაპის არენაზე!დღეს დიდგორი გავიმეორეთ!

თქვენ გენაცვალეთ! გილოცავ, საქართველო !!!
L.J.
Ai tqven gaixarett!!!!!sagolll
საბა
გილოცავთ❤️ მეორე კომენტატორი საშინელებაა.
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 დინამო (ბთ). კაცნაკლულმა ზღვისპირელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ...
კიტეიშვილმა "შტურმი" ორკაცნაკლულ "ლასკთან" მარცხისგან იხსნა
[VIDEO] რა დრიბლინგი და რა გოლი. კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
[VIDEO] უკვე დუბლი - ხვიჩამ დიდებული გოლი გაიტანა
[VIDEO] ლომაძე ვერცხლს დასჯერდა - ჩხიკვაძემ და ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-2 იბერია 1999. ლიდერი მდევრებს მოსწყდა
[VIDEO] კვარაცხელიამ პენალტით პსჟ დააწინაურა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-0 რუსთავი. სტუმარს მეტი შანსი ჰქონდა...
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
"ეს მამარდაშვილისთვის მისაღები არ იქნება" - This Is Anfield-ი განმარტავს, რა უშლის ალისონის "იუვენტუსში" გადასვლას ხელს
"შავი ლომი" | სამი მატჩი სამხრეთაფრიკულ გუნდებთან
კრიშტიანო რონალდომ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, თავის შვილთან ერთად ითამაშოს
"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
რა შემთხვევაში გამოვა ირანი მუნდიალზე - ქვეყნის სპორტის მინისტრმა პირობა დაასახელა
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონები ბიჭებს უთანაბრდებიან [VIDEO]
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ვერცხლს წაგებები მოჰყვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დავასრულეთ - ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი: 4 ქართველი მედლებისთვის იბრძოლებს!
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
"პატრიარქს შევპირდი, რომ ეს ოქროს მედალი მის სახელზე იქნებოდა" - ეთერ ლიპარტელიანი
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: კაპანაძის ვერცხლით დავიწყეთ
რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ინანეიშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ