ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ძი­უ­დო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რე­ბის წევ­რმა, 25 წლის ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის 57 კგ. წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი მომო ტა­მა­ო­კი და­ა­მარ­ცხა

"და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რო­დე­საც გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ფი­ნალ­ში ასე მარ­ტი­ვად მო­ვა­ხერ­ხე გა­მარ­ჯვე­ბა და მო­ვი­პო­ვე ის­ტო­რი­უ­ლი მე­და­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ჩემს მწვრთნე­ლებს ფე­დე­რა­ცი­ა­ში, მე­გობ­რებს, მე­უღ­ლეს, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გია“, - ამ­ბობს ჩემ­პი­ო­ნი ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის: ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი 2019 წელს. ასე­ვე, არის ახალ­გაზ­რდებს შო­რის ორგზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი (2019, მა­რა­კე­ში, ვან­ტაა, 57 კგ); ახალ­გაზ­რდებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი (2016, ვან­ტაა, 57 კგ.) და ახალ­გაზ­რდებს შო­რის ევ­რო­პის თა­სის მფლო­ბე­ლი (2016, ან­ტა­ლია, თურ­ქე­თი, 57 კგ.). ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტო­კი­ოს 2020 წლი­სა და პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დებ­ში და ორი­ვე ტურ­ნირ­ში მე-5 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

11:08 / 18-06-2025 ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ძი­უ­დო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რე­ბის წევ­რმა, 25 წლის ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის 57 კგ. წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი მომო ტა­მა­ო­კი და­ა­მარ­ცხა.

"და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რო­დე­საც გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ფი­ნალ­ში ასე მარ­ტი­ვად მო­ვა­ხერ­ხე გა­მარ­ჯვე­ბა და მო­ვი­პო­ვე ის­ტო­რი­უ­ლი მე­და­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ჩემს მწვრთნე­ლებს ფე­დე­რა­ცი­ა­ში, მე­გობ­რებს, მე­უღ­ლეს, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გია“, - ამ­ბობს ჩემ­პი­ო­ნი ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის: ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მელ­მაც მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი 2019 წელს. ასე­ვე, არის ახალ­გაზ­რდებს შო­რის ორგზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი (2019, მა­რა­კე­ში, ვან­ტაა, 57 კგ); ახალ­გაზ­რდებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი (2016, ვან­ტაა, 57 კგ.) და ახალ­გაზ­რდებს შო­რის ევ­რო­პის თა­სის მფლო­ბე­ლი (2016, ან­ტა­ლია, თურ­ქე­თი, 57 კგ.). ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტო­კი­ოს 2020 წლი­სა და პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დებ­ში და ორი­ვე ტურ­ნირ­ში მე-5 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ლენ­ტეხ­ში და­ვი­ბა­დე. 8 წლის ასაკ­ში შე­ვე­დი ძი­უ­დო­ზე, რად­გან ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი ენერ­გია სად და­მე­ხარ­ჯა, თა­მა­შით არ ვიღ­ლე­ბო­დი. ჩემ­თან ახ­ლოს იყო ძი­უ­დოს დარ­ბა­ზი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტე ვარ­ჯი­ში და­მე­წყო. თა­ვი­დან გა­სარ­თო­ბად მი­ვე­დი, რა თქმა უნდა, იმა­ზე არც მი­ფიქ­რია, რომ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე გავ­ყო­ლო­დი ძი­უ­დოს ან ჩემი მო­მა­ვა­ლი მას­ზე ამე­წყო. ძი­უ­დო­ში ასამ­დე ბიჭი ვარ­ჯი­შობ­და და ერ­თა­დერ­თი გო­გო­ნა ვი­ყა­ვი. რამ­დე­ნი­მე წელ­ში მივ­ხვდი, რომ ეს გარ­თო­ბა არ იყო, არა­მედ უფრო მეტი... ბი­ძა­ჩემ­მა მალ­ხაზ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა შე­მა­ტყო, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი მქონ­და და გა­და­წყვი­ტა თბი­ლის­ში წა­მო­ვეყ­ვა­ნე. დედა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო (სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი მყავს - ერთი ძმა და 2 და), არ უნ­დო­და ჩემი თბი­ლის­ში გაშ­ვე­ბა, ძნე­ლია, მშო­ბელს შვი­ლი მო­ა­ცი­ლო და შორს წა­იყ­ვა­ნო. დე­დას მი­აჩ­ნდა, რომ ძი­უ­დო გო­გოს საქ­მე არ იყო, უნ­დო­და ცეკ­ვა­ზე მევ­ლო ან სხვა სპორ­ტით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი. მათ შო­რის, ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც - ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო. ჩემ­თვის გული რომ აეც­რუ­ე­ბი­ნათ, იმა­საც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სხე­უ­ლი და­მი­მა­ხინჯდე­ბო­და, ვერ გა­ვიზ­რდე­ბო­დი და ა.შ. მამა იმ დროს ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და და იქი­დან მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, ხელს მი­წყობ­და და ცდი­ლობ­და სპორ­ტის­თვის თავი არ და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ოჯა­ხის და დე­დის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჩემი მიზ­ნე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი მაძ­ლი­ე­რებ­და - იმ­ხა­ნად უკვე მსოფ­ლიო და ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი და ამ მიზ­ნებ­თან და ოც­ნე­ბებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. არა­ვის ვუს­მენ­დი და მა­ინც ჯი­უ­ტად მი­ვი­წევ­დი წინ, მინ­დო­და ამ სპორ­ტში ჩემი სი­ტყვა მეთ­ქვა და სა­ხე­ლი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს გა­მო­მი­ვი­და და დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბა, აი, რომ გიშ­ლი­დით, არ გვინ­დო­და ძი­უ­დო­ზე გევ­ლო, მად­ლო­ბა ღმერ­თს, არ დაგ­ვი­ჯე­რე და შენი გა­ი­ტა­ნეო".

განაგრძეთ კითხვა

რევაზ გაზდელიანი
დაგლოცოს უფალმა

გურულებზე რომაა ანეგდოტი,გურიაში მივდივარ,მარა გული ცეკასკენ მიმიწევსო,ლიპარტელიანები რომ იბადებიან,ისე ჩანს,მაშინვე ჭიდაობისაკენ მიუწევთ გული.ღმერთმა დალოცოს ეს გვარი და გვიმრავლოს ლიპარტელიანის ჯიშის ჩემპიონები.აქამდე თუ ბიჭები ვაჟკაცობდნენ,დღეს უკვე გოგოებიც აიყოლიეს და ვინღაა მათი მომრევი.ბოლო 30 წელიწადში,ეთერი ქართული ძიუდოს უკვე მესამე ლიდერია,ლიპარტელიანების გვარიდან.ეტყობა მართლაც გენში აქვთ!
ანზ
პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ძიუდოისტობა მოგველოცოს ეთო
იხვი
დიდი მილოცვა ეთერ ლიპარტელიანს, დიდა ხანია ოქროსკენ მიდიოდა. ეს ერთი და სხვა მრავალი, წინ ოლიმპიური ოქროს ჯერია.
გიორგი
ძალიან მაგარი გოგო და სპორტსმენი. ძალიან წინ წავიდა. ჭიდაობის ისეთი ხარისხი აქვს უკვე აღარ არ არის იმაზე საუბარი ეს ქალის ჭიდაობაა თუ ვაჟის. თუ არ მოუკლო მუშაობას წინ ვინ დაუდგება რამდენიმე წელი ვერ ვხედავ. წარმატება, ეთერ! ნამდვილად სამაგალითო გოგოა.
Eto eto
იხარა შენმა ჯიშმა და გვარმა,შენმა შთამომავლობამ როგორც ჩვენ გაგვახარე.....
ლაშა
უმათლესი დონის სპორტული მიღწევა! იაპონელი მეტოქე ისე დაამარცა, რომ ყველას მარტივად გვეჩვენა… ბარაქალა ეთო! საამაყო ჯუდოკა და ქართველი ხარ! ჯუდო კაცების და ქალების კი არა, ქართველების სპორტია! ლეგენდარული ანა ბაჯის სულიერი შთამომავალი ხარ!
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა