გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური: "ბაიერნმა" თანდათან დაიწყო ფორმის აკრეფა და ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
როგორც იქნა, ბუნდესლიგა ჩვეულ შედეგიანობას დაუბრუნდა. წინა ორი ტურში ჯამში 46 გოლი გავიდა და კინაღამ შედეგიანობის ანტირეკორდი მოიხსნა - 2000-01 წლების საწყის ორ ტურში მაყურებელმა 44 გოლი იხილა. ამჯერად კი, მესამე ტურის ცხრა მატჩზე 33 გოლი მოდიოდა.

შედეგიან ტურს საფუძველი პირველივე მატჩმა ჩაუყარა - "ბორუსია-პარკზე" მიონხენგლადბახის "ბორუსია" "ვოლფსბურგს" მასპინძლობდა. ორივე გუნდმა მოასწრო მთავარ გამომცდელთან - "ბაიერნთან" შეხვედრა. გლადბახმა პირველ ტურში სენსაციურად მოუგო რეკორდმაისტერს, "ვოლფსბურგმა" კი 90 წუთი ვერ გაძლო და ლუის გუსტავოს გოლით წააგო.

მასპინძლების მწვრთნელ ლუსიენ ფავრს სერიოზული პრობლემები ჰქონდა დაცვის ხაზში - ტრავმირებული იყო შტრანცლი, დისკვალიფიცირებული - ბროუერსი, ამიტომაც შვეიცარიელ სპეციალისტს საყრდენი ნახევარმცველის ნორდტვეიტის უკან დახევა დასჭირდა, მის ნაცვლად კი ცენტრში მარქსი დააყენა. რაც შეეხება "ვოლფსბურგს", პირველი ორი ტური მან ერთნაირი შემადგენლობით ითამაშა, ამჯერად კი მაგათმა ძირითადში ერთი ცვლილება მოახდინა - ოხსი ჰიტცლშპერგერით შეცვალა. "მგლებმა" გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ორი დღით ადრე გადაიბირეს "ვესტ ჰემიდან".

დაცვაში მასპინძელთა პრობლემებმა მხოლოდ მატჩის დასაწყისში იჩინა თავი და "ვოლფსბურგმა" სწრაფი გოლი გაიტანა - ჰელმესი-სალიჰამიჯი-ჰასებეს კომბინაცია საჯარიმოს გარედან იაპონელის ზუსტი დარტყმით დასრულდა. რთული სათქმელია, როგორ გაგრძელდებოდა მატჩი, ზუსტად სამ წუთში კიაერს საკუთარ საჯარიმოსთან შეცდომა რომ არ დაეშვა - დანიელს ფეხი დაუცდა, ბურთი ბობადილიამ აიღო და იქვე მყოფ როისს მიაწოდა, რომელსაც ცარიელი კარის აღება არ გასჭირვებია.

ამის შემდეგ "ბორუსიამ" უდიდესი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და როისის, ჰანკესა და ბობადილიას ტექნიკური და სწრაფი შეტევების წყალობით პირველივე ტაიმში მოამთავრა საქმე. ამას ისიც დაემატა, რომ სალიჰამიჯიჩმა ტრავმა მიიღო და მაგათი იძულებული გახდა გამოუცდელი შულცე გამოეყვანა მოედანზე. სწორედ ამ უკანასკნელმა წააქცია საჯარიმოში როისი და ბუნდესლიგაში ცხრიდან მეცხრე პენალტი გაიტანა დაემსმა. ტაიმის ბოლო წუთზე კი კუთხურიდან ჩაწოდებულს ბობიდილიამ ორი მეტრიდან შეუცვალა მიმართულება.

"ვოლფსბურგი" საცოდავი სანახავი იყო, განსაკუთრებით ამ გუნდის დაცვა. მეორე ტაიმში როისმა დუბლი შეასრულა, თუმცა მასპინძლებს კიდევ ოთხი გოლის გატანა შეეძლოთ. "ბორუსიას" მატჩზე კი ასე დაწვრილებით იმიტომ ვილაპარაკეთ, რომ ეს გუნდი 1998-99 წლების სეზონის შემდეგ პირველად ჩაუდგა სათავეში ცხრილს.

ჩემპიონატის დაწყებამდე საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა "ბილდმა" - ვინ იქნება პირველი მწვრთნელი ახალ სეზონში, რომელსაც თანამდებობას დაატოვებინებენ? უმრავლესობამ ასეთად "ჰამბურგის" დამრიგებელი მიხაელ იონინგი დაასახელა. პირველ სამ ტურში მისმა გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა აიღო, ასე რომ, ყველაფერი მართლაც მისი განთავისუფლებისკენ მიდის. "ჰამბურგის" ლეგენდა უვე ზეელერი იმასაც კი ამბობს - კმაყოფილი ვიქნებთ, თუ გუნდი მეორე ბუნდესლიგაში არ გავარდებაო. იონინგი შარშან მეორე წრეში მივიდა "ჰამბურგში", პირველ მატჩში 6:2 გაანადგურა "კიოლნი" და იქედან მოყოლებული, ზედიზედ ათი ტურია ვერ ახერხებს გამარჯვებას.

"ჰამბურგის" მეტოქე "ბაიერნმა" კი თანდათან დაიწყო ფორმის აკრეფა და ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ("ციურიხთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩათვლით). იუპ ჰაინკესმა როტაცია აამოქმედა - ამჯერად დაცვის ცენტრში ბოატენგი ვან ბუიტენით შეცვალა, საყრდენის პოზიციაზე ლუის გუსტავოს ადგილი ტიმოშჩუკმა დაიკავა, ცენტრში კროოსი მიულერმა შეცვალა, რადგან რობენი დაუბრუნდა გუნდს. ასე რომ, როგორც იქნა, "ბაიერნის" დიდი სამეული (რიბერი-მიულერი-რობენი) ერთად შეიკრიბა და როცა მას საქმე მისდის, ნებისმიერ მეტოქეს პრობლემა ექმნება. ასე იყო მაგალითად ამ გუნდების შარშანდელ შეხვედრაში, რომელიც "ბაიერნმა" 6:0 მოიგო (იონინგი ამ მარცხს უნდა უმადლოდეს, რომ ახლა მთავარი მწვრთნელია - სწორედ იმ წაგების შემდეგ დაითხოვეს არმინ ფე), ახლა კი ხუთბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა. ხუთივე გოლის აღწერას არ მოვყვებით, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ "ჰამბურგის" დაცვა სრულ კატასტროფას ჰგავდა. იონინგის გუნდი "ფრაიბურგთან" და "კიოლთან" ერთად 16-18-ე ადგილებს იყოფს.

ბრწყინვალე ფორმაშია "ფრაიბურგის" ლიდერი პაპის დემბა სისე, რომელსაც უკვე ოთხი გოლი დაუგროვდა. პირველ ტურში ერთი გოლით ის კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდა, მეორეში უკვე "ფრაიბურგის" ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა (30 გოლი), ამჯერად კი დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს გოლები მის გუნდს არ შველის. "ფრაიბურგმა" ხუთი გოლი მიიღო "ვერდერისგან" და აშკარა აუთსაიდერად ჩამოყალიბდა, მისი დებიუტანტი მწვრთნელი მარკუს ზორგი კი ბუნდესლიგაში პირველ გამარჯვებას ელის. ცნობისთვის, "ფრაიბურგმა" ბოლოს 2001 წელს მოუგო "ვერდერს" (3:0) და მაშინ ერთი გოლი ლევან კობიაშვილმა გაიტანა.

სამაგიეროდ, "ფრაიბურგის" ყოფილმა მწვრთნელმა რობინ დუტმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო "ლევერკუზენის" დამრიგებლის რანგში. ვიცე-ჩემპიონი ჯერ საკმაოდ მძიმედ გამოიყურება, მაგრამ "შტუტგარტში" მოგება იმის მანიშნებელია, რომ "ფარმაცევტები" ფორმაში შედიან. ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა - კადლეცმა დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა, რომელიც ულრაიხმა ცუდად მოიგერია და დამატებაზე კისლინგმა იმარჯვა. სხვათა შორის დუტმა ისევ ჩამოაშორა ძირითადს ბალაკი, რაც გასაკვირი არ არის - მისთვის ბოძებულ სათამაშო დროში მიხაელს ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს და ორთაბრძოლების 35 პროცენტი წააგო. ერთადერთი, რითიც ბალაკი იწონებს თავს - ჯამში გარბენილი 11 კილომეტრია.

წინა ტურში განცდილი ფიასკოს შემდეგ ჩემპიონმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა "ნიურნბერგის" წინააღმდეგ. პირველ ტაიმში მცირე სათამაშო პრობლემების მიუხედავად, "დორტმუნდი" დიდ უპირატესობას ფლობდა, რომელიც მეორე ტაიმში ორ გოლში გარდასახა. ჯერ ლევანდოვსკიმ გამოიყენა გიოტცეს პასი, შემდეგ კი გროსკროიტცმა სეზონში მესამე ბურთი შეაგდო. "დორტმუნმა" შინ წაუგებელი სერია 18 მატჩამდე აიყვანა, მის მწვრთნელს იურგენ კლოპს კი "ნიურნბერგის" წინააღმდეგ ხუთიდან ხუთი მოგება აქვს.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო "ჰოფენჰაიმმა". "დორტმუნდის" ძლევის შემდეგ სტანისლავსკის გუნდმა პირველი მარცხი აგემა ბუნდესლიგის აბსოლუტურ დებიუტანტს "აუგსბურგს". სტუმრებმა სწრაფი გოლი გაიტანეს, რომელიც ბაბელის ანგარიშზეა. "აუგსბურგის" შეტევების ლიდერს მიოლდერს შანსი ჰქონდა გოლების რაოდენობით სისეს დაწეოდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 11-მეტრიანი არ ააცილა სალიჰოვიჩმა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 0:2.

წესით კმაყოფილი უნდა იყოს "კიოლნის" ახალი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი - ჩემპიონატში კატასტროფული სტარტის შემდეგ (ორი წაგება, ბურთების შეფარდება - 1:8) "თხებმა" პირველი ქულა აიღეს. ხორვატმა იაიალომ შინ ქულა გადაარჩინა "კაიზერთან" მატჩში. ისე კი, სტატისტიკის მიხედვით მასპინძლებს ამ შეხვედრაში შანსი არ უნდა ჰქონოდათ - ბოლოს მათ "კაიზერსლაუტერნს" 1989 წელს მოუგეს. მას შემდეგ "კიოლნის" 14 მწვრთნელი (!) ცდილობდა ნავსის გატეხვას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

კვირის მატჩებში ლიდერები თამაშობდნენ. ტურის ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება შემოგვთავაზეს "მაინცმა" და "შალკემ". ტუხელის გუნდმა სტარტზე ორი გოლი გაიტანა და თითქოს სამამდე უნდა აეყვანა მოგებათა სერია, მაგრამ მეორე ტაიმში სულ სხვა "შალკე" ვიხილეთ. რანგნიკმა შემადგენლობას მოაშორა უსარგებლო ფლანგელები - ხურადო და მორავეკი და მათ ნაცვლად ფარფანი და დრაქსლერი გამოიყვანა. "ლურჯებმა" მაშინვე უმატეს ტემპს, გააქტიურდნენ ჰოლტბი და რაული და ამ ყველაფერმა მიულერის კარში ოთხი გოლი მოიტანა. ჰუნტელაარმა მეოთხე ბურთი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში სისეს გაუთანაბრა, რანგნიკმა კი მწვრთნელის რანგში პირველად მოუგო ტუხელს (მანამდე ოთხიდან ოთხი წაგება ჰქონდა).

ვერც "ჰანოვერმა" მოიგო ზედიზედ მესამე მატჩი. "ჰერტამ" მთავარი მოახერხა - შეაჩერა ნორვეგიელი აბდელაუე, რომელსაც სლომკას გუნდის ბოლო ათი გოლიდან შვიდში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. გარდა ამისა, ბერლინელებს სტატისტიკის მიხედვითაც არ მართებდა წაგება - ჰანოვერში გამართულ ბოლო 12 მატჩში "ჰერტა" არ მარცხდებოდა და ეს სერია გუშინ გააგრძელა.

ბუნდესლიგა. III ტური

ბორუსია (მ)-ვოლფსბურგი 4:1

ბორუსია: ტერ შტეგენი - იანტჩკე, ნორდტვეიტი, დანტე, დაემსი - მარქსი, ნოიშტადტერი - როისი (88. ჰერმანი), არანგო - ჰანკე (86. კინგი), ბობადილია (81. ლეკი).

ვოლფსბურგი: ბენალიო - სალიჰამიჯიჩი (23. შულცე), კიაერი, რუსი, შეფერი - ჟოსუე (84. კნოხე) - ტრეში, ჰიტლცშპერგერი - ჰასებე - ჰელმესი, მანჯუკიჩი (58. ლაკიჩი).

გოლები: 0:1 ჰასებე (12), 1:1 როისი (15), 2:1 დაემსი (32-პენ), 3:1 ბობიდილია (45), 4:1 როისი (67)

გაფრთხილება: ჰანკე - რუსი, შულცე

მაყურებელი: 43 224

ბაიერნი-ჰამბურგი 5:0

ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი - რობენი (65. ალაბა), მიულერი, რიბერი (71. ოლიჩი) - გომესი (74. პეტერსენი).

ჰამბურგი: დრობნი - დიკმაიერი (67. ტეშე), მანსიენი, ბრუმა, აოგო - იაროლიმი, ვესტრემანი - რინკონი, სონი (87. ელია), იანსენი - გიოქჰან თორე (67. კაჩარი).

გოლები: 1:0 ვან ბუიტენი (13), 2:0 რიბერი (17), 3:0 რობენი (34), 4:0 გომესი (56), 5:0 ოლიჩი (80)

გაფრთხილება: ტიმოშჩუკი, რაფინია - აოგო, ვესტერმანი, მანსიენი

მაყურებელი: 69 000

ვერდერი-ფრაიბურგი 5:3

ვერდერი: ვიზე - პაპასტატოპულოსი, მერტეზაკერი, ვოლფი, შმიტცი - ბარგფრედე - ფრიტცი (77. ვესლი), ჰუნტი - მარინი, პისარო (85. ეკიჩი), როზენბერგი (62. არნაუტოვიჩი).

ფრაიბურგი: ბაუმანი - უილიამსი, ბარტი, კრმაში, ბასტიანსი - ფლუმი (88. იენდრიშეკი), შუსტერი - მაკიადი (80. დემბელე), აბდესადკი (46. კალიჯური) - სისე, რაიზინგერი.

გოლები: 0:1 სისე (7), 1:1 ფრიტცი (30), 2:1 პისარო (34), 2:2 სისე (48), 3:2 არნაუტოვიჩი (65), 3:3 რაიზინგერი (84), 4:3 ჰუნტი (87), 5:3 ვესლი (90+3)

გაფრთხილება: შმიტცი - კრმაში, ფლუმი, შუსტერი, რაიზინგერი

მაყურებელი: 39 201

შტუტგარტი-ლევერკუზენი 0:1

შტუტგარტი: ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, მაზა, მოლინარო (75. ტრაორე) - კვისტი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, ჰაინალი (60. პოგრებნიაკი), გენტნერი (60. ოკაზაკი) - კაკაუ.

ლევერკუზენი: ლენო - კასტრო, თოფრაქი, რაინარტცი, კადლეცი - ლ. ბენდერი, როლფესი - სემი (81. შვააბი), რენატო აუგუსტო (71. ბალიტჩი), შიურლე - კისლინგი (75. დერდიოკი).

გოლი: 0:1 კისლინგი (28)

გაძევება: ბულარუზი (91. შტუტგარტი)

გაფრთხილება: მაზა

მაყურებელი: 53 000

დორტმუნდი-ნიურნბერგი 2:0

დორტმუნდი: ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - გიოტხე (84. კელი), კაგაფა (66. ბლაშჩიკოვსკი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (72. პერიშიჩი).

ნიურნბერგი: რაკოვსკი - ჩენდლერი, ვოლშაიდი, კლოზე, პინოლა - სიმონსი - ჰეგელერი (77. მაკი), კოენი (77. მენდლერი), ფოილნერი (68. ვისმაიერი), აიგლერი - პეკჰარტი.

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (50), 2:0 გროსკროიტცი (80)

გაფრთხილება: პინოლა, ჰეგელერი

მაყურებელი: 78 400

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 0:2

აუგსბურგი: იენტცში - ფერჰეგი (83. ნდიენგი), სანკოჰი, დე რეკი, დე იონგი (70. ვერნერი) - სინკალა (78. კალსენ ბრაკერი) - გოგია, ჰოსოგაი, ბაიერი, ბელინგჰაუზენი - მიოლდერსი.

ჰოფენჰაიმი: შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰეიდი - რუდი, სალიჰოვიჩი - იონსონი (77. კაიზერი), რობერტო ფირმინო, ობასი (62. მლაპა) - ბაბელი.

გოლები: 0:1 ბაბელი (5), 0:2 სალიჰოვიჩი (75-პენ)

59-ე წუთზე მიოლდერსმა (აუგსბურგი) ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: დე რეკი - რუდი

მაყურებელი: 30 004

კიოლნი-კაიზერი 1:1

კიოლნი: ვარვოდიჩი - ბრეჩკო, მაკენა (85. მატუშიკი), ჟერომელი, აიხნერი (6. ანდრეზინიო) - ლანიგი, რიტერი - ჩიჰი, პეშკო (72. კლემენსი) - იაიალო - ნოვაკოვიჩი.

კაიზერი: ტრაპი - დიკი, ამედიკი, როდნი, იესენი - ტიფერტი, კირხი (90. პეტსოსი) - ფორტუნისი (75. შაჰანი), ილიჩევიჩი - შეხტერი, სუკუტა-პასო (86. კუმენაჰა).

გოლები: 0:1 ილიჩევიჩი (17), 1:1 იაიალო (19)

გაფრთხილება: ლანიგი, ბრეჩკო, ანდრეზინიო - ამედიკი, კირხი, დიკი, იესენი

მაყურებელი: 47 200

მაინცი-შალკე 2:4

მაინცი: მიულერი - კალიჯური, სვენსონი, ნოვესკი, ფათჰი - პოლანსკი, სოტო (78. სლიშკოვიჩი) - რისე (46. ჩუპო-მოტინგი), ივანშიტცი, შტიბერი (61. კირჰოფი) - ალაგუი.

შალკე: ფერმანი - ჰიოგერი, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - პაპადოპულოსი - მორავეკი (46. ფარფანი), ჰოლტბი, ხურადო (46. დრაქსლერი) - რაული - ჰუნტელაარი (86. მარიკა).

გოლები: 1:0 ივანშიტცი (7), 2:0 სოტო (12), 2:1 ჰუნტელაარი (57), 2:2 ჰიოვედესი (64), 2:3 მატიპი (81), 2:4 ფუხსი (90)

გაფრთხილება: პაპადოპულოსი, დრაქსლერი

მაყურებელი: 34 000

ჰანოვერი-ჰერტა 1:1

ჰანოვერი: ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეტცი, შულცი - შმიდებახი, პინტუ - შტინდლი, რაუში (68. პანდერი) - აბდელაუე (60. ია კონანი), შლაუდრაფი (78. შტოკელკამპი).

ჰერგა: კრაფტი - ლელი, ფრანცი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი (75. რუკავიცა) - ებერტი, რაფაელი, თორუნი (61. ლასოგა) - რამოსი.

გოლები: 1:0 პინტუ (33), 1:1 ლასოგა (83)

გაფრთხილება: პინტუ - მიატოვიჩი, ებერტი, თორუნი, ლასოგა, ლელი, ფრანცი

მაყურებელი: 41 200

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (მ) 3 2 1 0 6-2 7

2. ჰანოვერი 3 2 1 0 5-3 7

3. ბაიერნი 3 2 0 1 6-1 6

4. შალკე 3 2 0 1 9-6 6

5. ვერდერი 3 2 0 1 7-4 6

6. დორტმუნდი 3 2 0 1 5-2 6

7. ჰოფენჰაიმი 3 2 0 1 4-2 6

8. მაინცი 3 2 0 1 6-5 6

9. ლევერკუზენი 3 2 0 1 2-2 6

10. შტუტგარტი 3 1 1 1 4-2 4

11. ვოლფსბურგი 3 1 0 2 4-5 3

12. ნიურნბერგი 3 1 0 2 2-4 3

13. ჰერტა 3 0 2 1 3-4 2

14. აუგსბურგი 3 0 2 1 3-5 2

15. კაიზერი 3 0 2 1 2-4 2

16. ფრაიბურგი 3 0 1 2 6-9 1

17. ჰამბურგი 3 0 1 2 3-10 1

18. კიოლნი 3 0 1 2 2-9 1

ბომბარდირები: 4 - სისე (ფრაიბურგი), ჰუნტელაარი (შალკე); 3 - გროსკროიტცი (დორტმუნდი), მიოლდერსი (აუგსბურგი), სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია