მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პსჟ სიეტლში ადგილობრივ „საუნდერსს“ დაუპირისპირდება და პლეი-ოფში გასასვლელად გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გასულ მატჩში „ბოტაფოგოსთან“ ექსპერიმენტს მიმართა, ძირითად შემადგენლობაში ბერალდო, ერნანდესი, ზაირ-ემერი და მეილიუ დააყენა, რამაც არ გაამართლა და არაა გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდს პარიზში ვადამდე დაბრუნება მოუწიოს. შეგახსენებთ, B ჯგუფში 6 ქულით ლიდერი „ბოტაფოგოა“, პსჟ-ს და „ატლეტიკოს“ 3-3 ქულა აქვთ, „სიეტლ საუნდერსი“ კი უქულოდაა.

ლოს-ანჯელესიდან წასვლის წინ „პარი სენ ჟერმენის“ რამდენიმე ფეხბურთელს და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას „ლეიკერსმა“ მაისურები გადასცა. პარიზელებმა კარგი მასპინძლობისთვის კალიფორნიის უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს და მორიგი შეხვედრის დანიშნულების ადგილზე გაემგზავრნენ.

„პარიზიენის“ ცნობით, უსმან დემბელემ ტრავმა მოირჩინა, საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ ესპანელი სპეციალისტი არ გარისკავს და სასტარტოში არ დააყენებს. სათადარიგოთა შორის გადაინაცვლებს გონსალო რამუში, რომელმაც წინა ორ მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა. გამოცემა წერს, რომ საბედნიეროდ პსჟ შემტევების დეფიციტს არ განიცდის და მისი შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია.

თამაში 72-ათასიან „ლიუმენ ფილდზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და როგორც იტყობინებიან, ანშლაგია მოსალოდნელი.

tngh
პსჟ არ გამოვარდება...
zura222
რა სისულელეაა სიეტლთან თუ ვერ მოიგეს მაშინ მართლა არ იქნებიან ღირსი არაფრის
ატლეტიკოს დაეიმასექნა. …)) 3 ბურთით მოგება უნდა.
რატო პანიკიორობთ? გამოვარდნის არა გადმოვარდნის კიდევ.
სტუმარი
რატომ უნდა გამოვარდეს? ანუ პაჟ სიეტლთან წააგებს?! )
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო