რომაული ამბები: ტოტიმ ლუის ენრიკეს უკვე შეუტია
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რომაულმა გუნდებმა რადიკალურად განსხვავებული შედეგი მიიღეს - “ლაციომ” “რაბოტნიჩკი” მიიღო საკუთარ მოედანზე და მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა, “რომა” კი “სლოვანს” ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

რაც მთავარია, “ჯალოროსიმ” ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და მოკრძალებული შესაძლებლობების მეტოქეს ვერც ერთ კომპონენტში ვერ აჯობა.

“სლოვანთან” ჩატარებულმა შეხვედრამ ნათლად დაგვანახა, რომ “რომა” ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესში მყოფი გუნდია და ლუის ენრიკეს უზარმაზარი სამუშაოს შესრულება მოუწევს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მით უმეტეს, უკვე იჩინა თავი იმ პრობლემამ, რაზეც იტალიურ პრესაში იმ დღიდან წერენ, რაც გუნდის სათავეში ესპანელი სპეციალისტ მივიდა.

ლაპარაკია იმაზე, რომ ფრანჩესკო ტოტის და ლუის ენრიკეს საერთო ენის გამონახვა გაუჭირდებათ. ასეთი ვარაუდი კი იქიდან მომდინარეობს, რომ ესპანელი საკმაოდ ამბიციურია და გუნდის მთლიანად სათავისოდ გადაწყობას გეგმავს, თანაც ისე, რომ ფეხბურთელების აზრის გათვალისწინებას არ აპირებს - ეს თავად ენრიკემ განაცხადა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე და ამით, ნებით თუ უნებლიედ, ფრანჩესკო ტოიტის ბოსტანში ისროლა კენჭი, რომელიც ყოველთვის ერეოდა გუნდის არა თუ სუფთა სათამაშო ასპექტებში, არამედ სატრანსფერო პოლიტიკაშიც კი.

მართალია, სულ რამდენიმე დღის წინ ტოტიმ საჯაროდ განაცხადა, მთავარი მწვრთნელის საქმეებში ჩარევას არ ვაპირებო, მაგრამ “სლოვანთან” მატჩის შემდეგ სიტყვა გატეხა და შემდეგი განაცხადა: “მწვრთნელმა მხოლოდ 15 წუთით მათამაშა, არადა, შესანიშნავ ფორმაში ვართ და ვგრძნობდი, რომ შემეძლო გუნდისთვის კარგი სამსახური გამეწია. სათადაერიგოთა სკამზე ჯდომის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად იმან დამწყვიტა გული, რომ ენრიკეს არაფერი აუხსნია.

საერთოდ, კარგი იქნება თუ თითოეულ ასეთ გადაწყვეტილებას ახსნა მოჰყვება, რათა ვიცოდე, რა არ მოსწონს ჩემში მწვრთნელს და რა კომპონენტებზე მაქვს სამუშაო. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მის საქმეებში ჩარევას არ ვაპირებ, უბრალოდ, მსურს ყველაფერი ურთიერთპატივისცემის ფარგლებში მოხდეს. რაც შეეხება “სლოვანთან” შეხვედრას, მთლიანობაში უკმაყოფილო დავრჩი, რადგან დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, შეტევაში კი ბევრი არაფერი შეგვიქმნია. ნათლად გამოჩნდა, რომ სასურველი ფორმისგან ძალიან შორს ვართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონის სტარტს კარგად მომზადებულნი ვერ ვხვდებით. ვისი ბრალია ეს? - როგორც ჩანს, საწვრთნელი პროცესი ისე არ დაიგეგმა, როგორც საჭირო იყო”.

ტოტიმ ბრჭყალები გამოაჩინა და ლუის ენრიკეს აშკარად და დაუფარავად შეუტია. ესპანელი სპეციალისტი ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს და შემდეგს აცხადებს: “ფეხბურთში ყვგელაფერი ხდება და ერთი მარცხისგან ტრაგედიის შექმნა ნამდვილად არ ღირს. ვნახეთ ის მინუსები, რომლებიც აღმოსაფხვრელია, თუმცა ის პლუსებიც კარგად გამოჩნდა, რომლებიც ჩვენს მთავარ კოზირად უნდა ვაქციოთ. განმეორებითი თამაში წინ არის და დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ, რაც შეეხება ძირითადი შემადგენლობის თემას, იმ ფეხბურთელებზე შევაჩერე არჩევანი, რომლებიც მოცემული მომენტისთვის საუკეთესო ფირმაში იყვნენ. მართალია, შესაძლებლობების წარმოჩენა გაუჭირდათ, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და არსებული რეალობა მშვიდად უნდა მივიღოთ”.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მწვრთნელის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა მარკო ბორიელოც, რომელიც ტოტის მსგავსად სათადარიგოთა სკამზე გაამწესეს და მხოლოდ ბოლო 15 წუთით ათამაშეს. ბორიელოს თქმით, ასეთ საპასუხისმგებლო შეხვედრაში აქცენტი ძველ “რომაელებზე” უნდა გაკეთებულიყო:

“მწვრთნელის საქმეებში ჩარევა არ მიყვარს და არც ვაპირებ, მაგრამ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ჯობდა “სლოვანთან:” შეხვედრაში აქცენტი გამოცდილ ფეხბურთელებზე გაკეთებულიყო, რომლებიც ადაპტაციის პროცესში არ არიან. აქ ჩემზე არ მაქვს ლაპარაკი, პირველ რიგში ფრანჩესკო ტოტის ვგულისხმობ, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. მწვრთნელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და სამწუხაროდ, მარცხი ვიწვნიეთ. ისღა დაგვრჩენია, რომ განმეორებითი პაექრობისთვის მოვემზადოთ და ვეცადოთ, რომ მეტოქეს ორბურთიანი უპირატესობით მოვუგოთ. ამოცანა იოლი შესასრულებელი ნამდვილად არ არის, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ “სლოვანი” მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდება. როდესაც თერთმეტი ფეხბურთელი საკუთარ ნახევარზე დგას, მეტოქის კართან ხიფათის შექმნაც კი ურთულესი საქმეა. თუმცა, ისე არ გამიგოთ, რო პესიმისტურად ვიყო განწყობილი - საბრძოლველად ვემზადებით და მჯერა, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებით”.

სრულიად საპირისპირო განწყობაა მეორე რომაული გუნდის ბანაკში, რომელმაც “რაბოტნიჩკთან” პირველ სეხვედრაში 6:0 მოიგო და პრაქტიკულად გაინაღდა კიდეც ჯგუფური ეტაპის საგზური. “ჯალოროსისგან” განსხვავებით, “ბიანკოჩელესტე” გუნდის შთაბეჭდილებას ტივებს და თანაც, საკმაოდ ძლიერის. “ლაციომ” ამხანაგური შეხვედრებიც სოლიდური უპირატესობით მოიგო და აგერ, ოფიცისალურ შეხვედრაშიც მეტოქეს სულ ბრღვინი ადინა.

შესანიშნავად ითამაშა შეტევითმა ხაზმა, საადაც განსაკუთრებულად პროდუქტიული ჯიბრილ სისე გახლდათ. ფრანგმა ფორვარდმა ორი გოლი გაუტანა მეტოქეს და ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:

“ეს არის საუკეთესო გუნდი, სადაც კი ოდესმე მითამაშია და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ “ლაციოში” გადმოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. მეტოქეს ერთი ამოსუნთქვით მოვუგეთ და შესანიშნავი გოლები გავიტანეთ. რაც მთავარია, იგრძნობა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენი მაქსიმუმი და სეზონის მსვლელობისას აუცილებლად მოვუმატებთ”.

კმაყოფილება ვერც ედუარდო რეიამ დამალა და განაცხადა, რომ მისი გუნდი გაცილებით უფრი ძლიერი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში იყო. ამ ვარაუდს იტალიელი ჟურნალისტებიც უერთდებიან და პროგნოზებიც ისეთი კეთდება, “ლაციალეს” გულშემატკივრებს რომ გაახარებთ, ჯერჯერობით, “ბიანკოჩელესტე” მართლაც საუკეთესო შთაბეჭდილებას ტოვებს და რა იქნება,მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ