13-15 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატში საქართველოს 7-ქალას დებიუტი შედგა. ხორვატიის საკურორტო ქალაქ მაკარსკაში ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს - იტალია 20:12 დაამარცხეს და პირველი ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულეს.

დღეს გამთენიისას გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გერმანიაში, ჰამბურგში გაემგზავრა. იმისათვის, რომ გოგონებმა ევროპულ ელიტაში ადგილი შეინარჩუნონ, იტალიის გარდა უკან მინიმუმ კიდევ ერთი გუნდი უნდა მოიტოვონ (ორი ეტაპის ჯამში).

7-ქალას მორაგბე მარიამ გოგუაძეს პირველ ეტაპსა და მეორეს მოლოდინების შესახებ გერმანიაში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ:

„9 წლის წინ, როდესაც რაგბის თამაში დავიწყე, საკუთარ თავს მიზნად ელიტის გუნდებთან თამაში დავუსახე და ბედნიერი ვარ გუნდთან ერთად მიზანს რომ მივაღწიე. იმისათვის, რომ აქ ვყოფილიყავით, შარშან ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად დავწინაურდით. ვიცოდით, რომ იქ ძალიან კარგი გუნდები დაგვხვდებოდნენ და ადაპტაციას და შეთამაშებას გარკვეული დრო დაჭირდებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ კარგი შედეგი ვაჩვენეთ. მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, თუმცა სადებიუტო დაძაბულობამ და დონეთა შორის სხვაობამ ამის შესაძლებლობა არ მოგვცა. ამის შანსი ჰამბურგში, მეორე ეტაპზე გვექნება“.

„იტალიასთან გამარჯვების შემდეგ გოგონები ერთმანეთით ძალიან ბედნიერი ვიყავით. ამ თამაშში მაქსიმუმი ჩავდეთ და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები გვქონდა, მიზანს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ ჩვენს გულშემატკივარს მეორე ეტაპზე კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ“.

„დონეებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. პირველი თამაში საფრანგეთთან გვქონდა, რომელსაც 20 წელზე მეტია ქალთა გუნდები ჰყავს და ისინი რეგულარულად თამაშობენ ჩემპიონატს, ჩვენ კი გოგონათა რაოდენობის ნაკლებობის გამო ფაქტობრივად სელექციის საშუალებაც არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ ჰამბურგში ორ თამაშს მოვიგებთ და ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატში დასარჩენად საკმარისი იქნება, თუმცა ყველას გააზრებული გვაქვს, რომ ამისათვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს“.

„ჰამბურგში მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენებას ვეცდებით. უნდა გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც გერმანიასთან მოსამზადებელ ეტაპზე და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დავუშვით. ეს ჩვენი ბოლო შანსია, რომ ევროპულ ელიტაში ადგილი შევინარჩუნოთ და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ. თასის მეოთხედფინალში გასვლა იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ვფიქრობ, იტალიის გარდა ჩვენი მთავარი კონკურენტები შვედები და პორტუგალიელები იქნებიან. ორივე გუნდის წინააღმდეგ გვითამაშია, ვიცით რას წარმოადგენენ და თუ მათ სადმე გადავეყრებით, შანსის გამოყენებას ვეცდებით“.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ჩვენი გოგონები ბ ჯგუფში საფრანგეთის, ესპანეთის და მასპინძელი გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ჰამბურგის ტურნირი 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება.

Rugby.ge

არ ვიცი რამდენზე გვეყოფა,მაგრამ ჩვენი გოგოები წინაზე უკეთესად რომ გამოვლენ,ამაში დარწმუნებული ვარ.ყოველი მომდევნო თამაში,მიღებული გამოცდილება,მათი თავდაჯერებულობას გაზრდის და დიდი იმედი მაქვს,რომ ორი თამაშის მოგებას შესძლებენ.წარმატებას ვუსურვებ გოგოებს!
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ