ქართული ლეგიონის მონაგარი: კობახიძეს დიდხანს ველოდით, კვერკველიამ სპურტით დაიწყო
როდესაც ლეგიონის უქმეებზე ვწერთ, თითქმის ყოველთვის გვიხდება დაზუსტება, რადგან ერთი-ორი ისეთი მატჩიც გამოერევა ხოლმე, რომლებიც პარასკევ საღამოს იმართება. ასე იყო ამჯერადაც, ამიტომ პირველმა თანამემამულეებს შორის თავი ალექსანდრე კობახიძემ გამოიჩინა, მის გაბრწყინებას დიდი ხანი ველოდით და ეს დრო უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურში დადგა.

სხვა მხრივ, ლეგიონის ამ მიმოხილვაში ყველაზე საინტერესო კახა კალაძის მიერ სეზონის ტრიუმფალური დასაწყისია, გამოვყოფთ საბა კვერკველიას სადებიუტო გოლსაც რუსეთის ჩემპიონატში, სადაც ჩვენთვის საინტერესო ახალი სახე გამოჩნდა - ამერიკის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს არ იტყვის.

ბარემ საგოლე პასებზეც ვთქვათ, ამით თავი გუჯა რუხაიამ (ნალჩიკი) და გიორგი მერებაშვილმა (ვოივოდინა) გამოიჩინეს. შედარებით სუსტ ლიგებში გოლები გაიტანეს შოთა ჯიქიამ და გიორგი კრასოვსკიმ ("ულისი", "არარატის" კარში), აზერბაიჯანში სეზონის პირველი გოლი გიორგი ადამიამ (ყარაბახი) შეაგდო ("ქიაფაზის" კარში), ლატვიაში გაიტანა ნუკრი გოგოხიამ (გულბენე), ხოლო ლიტვაში - თომა ტაბატაძემ (კრუოია).

კახა კალაძემ სეზონი დიდებულად დაიწყო - იტალიის თასის მე-3 რაუნდში "ჯენოამ" ქართველი მცველის ბრწყინვალე გოლის წყალობით დაძლია "ნოჩერინას" წინააღმდეგობა - 4:3 და მე-4 რაუნდში გააღწია. ის-ის იყო, თამაში დამატებით ტაიმებით უნდა გაგრძელებულიყო, რომ კალაძემ "ჯენოას" ხანგრძლივი შტურმი ლამაზი თავურით დაასრულა. სხვათა შორის, მატჩის შემდეგ "ნოჩერინას" მწვრთნელი აპროტესტებდა, კალაძის გოლამდე მსაჯმა აშკარა თამაშგარე "გაატარაო". ასეა თუ ისე, თამაშის ბოლო წუთზე კახა მარცხნიდან ჩაწოდებულს შესწვდა და გენუელებს თრილერი მოაგებინა. იმავე დღეს სერია ბ-ს "ემპოლიმ" თასიდან გენუის მეორე გუნდი, "სამპდორია" გააძევა - 2:1. ამ შეხვედრაში ბოლო წუთები ითამაშა მასპინძელთა 18 წლის ფორვარდმა ირაკლი შეყილაძემ, ლევან მჭედლიძე კი ტრავმირებულია.

"ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ და დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, უნდა მოვუმატოთ. რაც შეეხება ჯილარდინოს სავარაუდო დამატებას, მე მის გადმოსვლას მივესალმები, ერთად გვითამაშია და ჯილა ნამდვილი პროფესიონალია", - განაცხადა კალაძემ თამაშის შემდეგ. "ილ ჯორნალემ" კახას თამაში 9 ბალით შეაფასა: "კალაძე გუნდის ნამდვილი ლიდერია", - ვკითხულობთ ამ გამოცემაში.

გერმანიაში სტუმრად მოიპოვა ქულა ლევან კობიაშვილის "ჰერტამ", რომელიც "ჰანოვერს" დაუზავდა - 1:1. მეორე ბუნდესლიგაში დამარცხდა ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" ("ენერგისთან" - 0:2), ჩვენებურებმა კი "შპორტალისგან" 3,5 (კობიაშვილი) და 4,5 (იაშვილი) ბალი მიიღეს.

სულ რაღაც 4 პრემიერლიგური მატჩი დასჭირდა 19 წლის საბა კვერკველიას, რათა პროფესიულ კარიერაში პირველი გოლი გაეტანა. ცენტრალურმა მცველმა ეს ლამაზი თავურით გააკეთა, რომელიც კუთხურს მოჰყვა. სხვათა შორის, "რუბინმა" საბას წყალობით მარცხი აიცილა, გოლი 84-ე წუთზე გავიდა - 1:1. ჩვენს ცხრილში კი მატებაა - დავამატეთ "ამკარის" 24 წლის ახალწვეული ზურაბ ცისკარიძე. მართალია, ის ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ პერმელთა დებიუტანტი რუსულ მედიას უმტკიცებს, რომ ქართველია და საქართველოს ნაკრებში თამაშის პერსპექტივას განიხილავს. "ჩემპიონატმა" კვერკველიას 5,5 ბალი დაუწერა, ცისკარიძეს - 5.

"ნამდვილი ბრძოლა იყო, ძნელია ასეთ შეხვედრაში ჩართვა. ზოგიერთ მომენტში უკეთ თამაშიც შემეძლო, მაგრამ მე ხომ ახალი ჩამოსული ვარ, ამერიკაში კი ახლა დილის 8 საათია, აკლიმატიზაცია ვერ მოვასწარი", - განუცხადა "ამკარის" ოფიციალურ საიტს ცისკარიძემ.

რუსეთის ჩემპიონატში ყველაზე ქართული გუნდის, "ვოლგას" საქმეები ცუდად მიდის, ნიჟნინოვგოროდელები ცუდ ფორმაში არიან, გუშინ მათ 0:5 წააგეს "ყუბანთან". მართალია, "ვოლგა" ჯერჯერობით არ არის გასავარდნ ზონაში, მაგრამ თუ ქართული სექსტეტის გუნდი ასე გააგრძელებს, მას დიდი საფრთხე ელის.

24 წლის ცაცია ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკვე სამწელიწადნახევარია უკრაინაშია, მაგრამ მისი კარიერა "დნიპროში" ვერ აეწყო და იჯარით ჯერ "კრივბასში" თამაშობდა, ახლა კი კიევის "არსენალშია". და აი, პირველად ისე ითამაშა, რომ უკრაინაში ტურის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია. ჩვენებურმა ორჯერ გაიტანა "ზარიას" კარში (რომლის რიგებშიც 90 წუთი ჯაბა ლიპარტიამ ითამაშა) და ერთი საგოლე პასიც გააკეთა. მე-16 წუთზე სანდრო მეკარესთან პირისპირ გავიდა და კარგადაც დაარტყა, 53-ე წუთზე მან ბურთი უხერხულ მდგომარეობაში მიიღო, მაგრამ კარგად შემოტრიალდა და შორეულ "ცხრიანში" გაიტანა, 62-ე წუთზე ჩვენებურმა მარცხენა ფრთაზე გაინავარდა და იქიდან ზუსტად ჩააწოდა კოვპაკს - 0:3. გეტყვით რომ, რაც კობახიძე უკრაინაშია, ეს მისი პირველი გოლებია ჩემპიონატში. და კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც მთლიანად უკრაინის ქართული ლეგიონის პროგრესზე მიუთითებს: შარშან ჩვენებურებმა ერთი გოლიც ვერ შეაგდეს, წლეულს კი 7 ტურია მხოლოდ გასული და უკვე 5 გოლს ვითვლით.

მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ "ოლექსანდრიას" შემტევი ნახევარმცველი დავით თარგამაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო "ობოლონთან" 1:0-ით დასრულებულ მატჩში, 90 წუთის განმავლობაში ვიტალი რევას 4-ჯერ მოუხდა ქართველის დარტყმის მოგერიება.

პოლონეთის ჩემპიონატში მოთამაშე ნიკა ძალამიძემ ამ ტურში თავი იმით გამოიჩინა, რომ "ვიძევს" პენალტი მოუპოვა, მაგრამ თანაგუნდელმა ნიკას გარჯა წყალში ჩაუყარა, პენალტი კარს ააცილა, თუმცა "ვიძევმა" სტუმარ "პოლონიას" მაინც მოუგო - 1:0.

აზერბაიჯანში სკანდალით დასრულდა მორიგი ტური - ქართველთა "ინტერისა" და "ბაქის" თამაში ჩაიშალა, კახა ცხადაძის გუნდი მოედნიდან მისსავე პრეზიდენტმა გაიყვანა მას შემდეგ, რაც გიორგი ლომაიას კარში მეორე პენალტი დაინიშნა (პირველი ნაკრების ექსგოლკიპერმა აიღო), თუმცა ამის შესახებ ხვალ მოგითხრობთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!