მესამე ტურში "გაგრამ" "მეტალურგი' 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა
21. 08. თბილისი. მერანი. 500 მაყურებელი

გაგრა-მეტალურგი 2:0

1:0 შარიქაძე (39), 2:0 ორდინსკი (70)

გაგრა მეტალურგი

(3-5-2) (4-2-2-2)

კ. სეფიაშვილი ბათიაშვილი

ზ. ჩხეტიანი დობროვოლსკი

ტყეშელაშვილი კვახაძე

კალანდაძე მახვილაძე

ხუციძე ჯაფარიძე

ნაკონეჩნი რაზმაძე

შარიქაძე გ. კვარაცხელია

სიჭინავა გეწაძე

ნ. ჯიშკარიანი ი. მაისურაძე

მაგაჯი გ. მიქაბერიძე

კვანტალიანი მოდებაძე

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ა. პისკოვეცი კ. ჟორჟიკაშვილი

გაგრა

36. სიჭინავა-ჭკუასელი

55. მაგაჯი-ორდინსკი

82. კვანტალიანი-ყურულაშვილი

სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჭოხონელიძე, ქართველიშვილი, გაბუნია

მეტალურგი

46. მიქაბერიძე-ტატანაშვილი

76. დობროვოლსკი-პავლიაშვილი

85. მაისურაძე-ქავთარაძე

სათადარიგოები: ბედიაშვილი, ჩადუნელი

არბიტრი: თ. გვანცელაძე (სამტრედია)

სამი მატჩი, სამი გამარჯვება და ერთპიროვნული ლიდერობა, - "გაგრას" ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი თუ ფეხბურთელები მოვლენების მსგავს განვითარებას, ალბათ, ძნელად თუ იფიქრებდნენ; არადა, ფაქტი სახეზეა: უმაღლესი ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდულმა გუნდმა ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა და დამსახურებულადაც ლიდერობს ახლახან დაწყებულ ჩემპიონატში.

სხვათა შორის, სენსაციური თუ მოულოდნელი ამაში არც არაფერია, - ისე როგორც გუშინდელ მატჩში "გაგრას" გამარჯვება; ვინც ამ შეხვედრას თვალი მიადევნა (უმაღლესი ლიგისთვის აშკარად შეუფერებელ "მერანის" სტადიონის ტრიბუნებიდან), ყველა დაგვეთანხმება, რომ ანატოლი პისკოვეცის გუნდმა ბევრად უფრო გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქეს დამსახურებულად აჯობა.

აი, ასე გატყდა ნავსი: უმაღლეს ლიგაში "გაგრამ" პირველად შეძლო რუსთავის გუნდის ("მეტალურგის" , ანუ "ოლიმპის") დამარცხება! თანაც, უკრაინელი სპეციალისტისათვის რუსთაველების წინააღმდეგ მატჩი "რიგითი" შეხვედრა ვერაფრით იქნებოდა: მოგეხსენებათ, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ დაპირისპირებისას განსაკუთრებული მოტივაცია არავის სჭირდება და პისკოვეციც, უდავოდ, კმაყოფილი დარჩებოდა გუშინდელი მატჩის შედეგით.

წინა ტურთან შედარებით, ორივე გუნდის ძირითადში გარკვეული ცვლილებები მოხდა: "გაგრას" შემადგენლობაში 18 წლის ნიგერიელი ახალწვეული, უმარ მაგაჯი გამოჩნდა, აი, "მეტალურგის" ძირითადში გამოცდილი ახალწვეულის, გივი კვარაცხელიას დაბრუნების გარდა რაც გვეუცხოა, ეს ფეხბურთელთა განლაგება იყო; სტუმართა თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა, ერთი შეხედვით, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი გუნდი, მოედანზე ფაქტობრივად ცენტრფორვარდის გარეშე გამოიყვანა. უფრო ზუსტად, ორი საყრდენის (ლუკა რაზმაძე, გივი კვარაცხელია) წინ ირაკლი მაისურაძისა და გიორგი მიქაბერიძის "დუეტი" მოქმედებდა, რომლებთაც ფლანგებიდან რევაზ გეწაძე და ირაკლი მოდებაძე ეხმარებოდნენ.

მეორე ტაიმში დიმიტრი ტატანაშვილის მოედანზე გამოჩენით "მეტალურგი" 4-3-3-ზე გადავიდა, მაგრამ საქმეს ვერც ამ ტაქტიკურმა ცვლილებამ უშველა - მასპინძლები უნარიანად აკონტროლებდნენ თამაშს და, როგორც რეპორტაჟის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. არადა, პირველი ტაიმის უმეტესი დრო სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და "მეტალურგს" პირველ წუთზევე შეძლო ანგარიშის გახსნა: ეფექტურ კომბინაციაში ლამის ნახევარმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ირაკლი მაისურაძის დარტყმა კონსტანტინე სეფიაშვილმა მოიგერია.

"გაგრას" 25 წლის მეკარემ, საერთოდაც, მთელი მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა და პირველ ტაიმში ჯერ რევაზ გეწაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოიგერია, მეორე ტაიმში კი ალექსანდრე კვახაძის შორეულ "გასროლაზეც" დროული რეაქცია მოახდინა თუმცა, ისევ პირველ ტაიმს დავუბრუნდეთ, ერთი შეხედვით, სტუმართა დომინირებით რომ მიმდინარეობდა, მაგრამ მასპინძლებმა პირველსავე შანსით იხეირეს. თანაც, გოლსაც ხომ გააჩნია: ლევან შარიქაძემ დაახლოებით 30-35 მეტრიდან ისე ეფექტურად შეასრულა საჯარიმო, რუსთაველთა ქომაგებიც რომ ვერ დარჩნენ გულგრილნი! ჰო, მართლაც საამო საცქერი იყო, 22 წლის ნახევარმცველმა თუ როგორ "ჩასვა" ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში"; ეგ კი არა, ერთ წუთში "გაგრამ" კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა შალვა კვანტალიანზე თამაშგარე დააფიქსირა.

მეორე ტაიმი პირველთან შედარებით ნაკლებად საინტერესო გამოდგა, თუმცა კი ყველა ელოდა, რომ "მეტალურგი" მეტოქის კართან შტურს მოაწყობდა; მსგავსი არაფერი გვინახავს: სტუმრები ძალიან ქაოტურად უტევდნენ და მეტ-ნაკლებად ხეირიან თუ გააზრებულ კომბინაციაზე ხომ ზედმეტია ლაპარკი. აი, "გაგრამ" კი თავისი პირველივე კონტრშეტევა გოლით დაასრულა: თავი შეცვლაზე შემოსულმა უკრაინელმა ლეგიონერმა ვლადიმერ ორდინსკიმ გამოიჩინა. ამის მერე კი მასპინძლები ბევრად უფრო ლაღად ათამაშდნენ და დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ შალვა კვანტალიანსა და ნიკოლოზ ჯიშკარიანს მიზანმა უმტყუნათ, ხოლო ირაკლი ხუციძის დარტყმა ზურაბ ბათიაშვილმა მოიგერია.

სატურნირო ცხრილი

გ თ მ ფ წ ბ ქ

გაგრა 3 3 0 0 8 1 9

ბაია 3 2 0 1 5 2 6

დინამო 2 2 0 0 4 1 6

ზესტაფონი 2 1 1 0 3 2 4

მეტალურგი 3 1 1 1 2 2 4

ვიტ ჯორჯია 3 1 1 1 4 5 4

მერანი 3 1 1 1 2 3 4

ტორპედო 2 1 0 1 2 2 3

კოლხეთი 3 0 2 1 1 3 2

სპარტაკი 3 0 1 2 1 4 1

სიონი 3 0 1 2 1 6 1

დილა 2 0 0 2 3 5 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევანი ბეგალიშვილი
ყოჩაღ გაგრა არ მეგონა ესე თუ დაიწყებდა მე მგონია ჩემპიონი დინამო-გაგრას მათჩი გაირკვევა
Giorgipirweli
გაგრა ქართული დორტმუნდის ბორუსიაა, ახალგაზრდული და სიმპთიური :-)) წარმატებებს ვუსურვებ. მართლაც კარგი გუნდია.
geosochi
ასეც გააგრძელეთ და შემდეგ წელს ანარტოსისი უნდა გაანადგუროთ 5:0
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო