ზურაბ პოლოლიკაშვილი: იმედია, "ზესტაფონთან" მატჩიც გადაიდება

"დინამოს" გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი ფიქრობს, რომ გუნდს ბერძნულ აეკ-თან ევროპის ლიგის პლეი ოფში გამარჯვების შანსი აქვს.

"ძალიან ძნელი მეტოქე გვერგო, ათენის სტადიონზე თამაში კი დაძაბულობას აორმაგებდა. ვფიქრობ, ღირსეულად ვითამაშეთ, თუმცა დასანანი გოლი გავუშვით. აეკ-ზე ნაკლები გუნდი არ ვართ და ამ ბარიერის გადალახვა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეუძლებელი არ არის.

ბევრი იქნება დამოკიდებული გულშემატკივრებზე. 25 აგვისტოს ისეთი შეხვედრა გველის, წარმოუდგენელია, მაყურებელი არ მოვიდეს. ჩვენ მათი იმედი გვაქვს.

ორშაბათიდან მაყურებლის მოსაზიდად ბევრ აქციას ვგეგმავთ, ჩვენს ქომაგებს კი მოვუწოდებთ, რომ თამაშზე ლურჯი და თეთრი მაისურებით მოვიდნენ, მერწმუნეთ, ეს ბიჭებს ძალიან გაამხნევებს, მათ ხომ თანადგომა სჭირდებათ. სწორედ ამიტომაც არ გავზრდით ბილეთების ფასს, რომლებიც 3,5 და 7 ლარი ეღირება", - ამბობს პოლოლიკაშვილი.

გუშინ ქუთაისში "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრა არ გამართულა - მესამე ტურის მთავარი მატჩი გასაგებ მიზეზთა გამო გადაიდო: ხუთშაბათს "დინამომ" ათენში ითამაშა აეკ-თან, თბილისში პარასკევს დაბრუნდა და გუნდს პრინციპულ მეტოქესთან მოსამზადებლად ერთი დღე რჩებოდა.

პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ ფედერაციამ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო: "ათენში ურთულესი შეხვედრა გავმართეთ. ბერძნები უხეშობდნენ და რამდენიმე მოთამაშე დაგვიშავდა, თან ბიჭებს ძალების აღდგენა სჭირდებოდათ და მადლობა ფეხბურთის ფედერაციას და ქუთაისის "ტორპედოს", ჩვენი მდგომარეობა რომ გაითვალისწინეს. ეს ჩვენთვის დიდი თანადგომაა.

ევროთასებზე მოასპარეზე "ზესტაფონიც" მსგავს მდგომარეობაშია და ჩემპიონატის მატჩი გორის "დილასთან" მასაც გადაუდეს. ცხადია, ესეც ლოგიკურია და ქართული ფეხბურთის ინტერესებს ემსახურება, რადგან ორივეს გასვლა გვსურს, რაც სასიკეთოდ აისახება ქართული ფეხბურთის იმიჯსა და რეიტინგზე".

თუმცა ჯერ უცნობია, გადაიდება თუ არა 28 აგვისტოს თბილისური მატჩი "დინამოსა" და "ზესტაფონს" შორის. 25 აგვისტოს ორივეს ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრა აქვს სათამაშო, "დინამო" ეროვნულ სტადიონზე აეკ-ს უმასპინძლებს, "ზესტაფონი" კი ბელგიაში "ბრიუგეს" დაუპირისპირდება, ანუ კვლავ მსგავსი სიტუაცია იქმნება - თუ "დინამოს" ორდღიანი დასვენების საშუალება ექნება, "ზესტაფონს" მხოლოდ ერთი დღე რჩება

"ერთი დღით მეტი დასვენება ჩვენ გვანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ამით სარგებლობა არ გვსურს. მჯერა, ფედერაცია ამჯერადაც გაითვალისწინებს ქართული კლუბების ინტერესებს, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გადადებს და მოთამაშეები კარგ საფარზე, სათანადო ფიზიკური და მორალური კონდიციებით ითამაშებენ", - ამბობს პოლოლიკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani kaxeti
გულშემატკივარი თავის საქმეს გააკეთებს პატიოსნად, ამაში ეჭვი არ მეპარება; ია თქვენ რას იზავთ, ეს არის საინტერესო; თუ ისევ ისეთ აჩხა-ბაჩხა ფეხბურთის თამაშს აპირებთ, როგორც ათენში, მაშინ მართლა კარგად ყოფილა ჩვენი ფეხბურთის საქმე. თქვე დალოცვილებო, თუ ასეთი უხერხემლო თამაში გინდოდათ, რაღას ჩამოიყვანეთ ნახევარი მსოფლიო ამ გუნდში,რა, ასეთ უმარილო და უნდილ ფეხბურთს ქართველები ვერ ითამაშებდნენ თუ რაა; მოკლედ უნდა ითამაშოთ, სხვა გზა არ არის იცოდეთ. ისე, ბერძნები გახარებული და უფრო მეტად გაკვირვებული არიან; წაგებას ელოდნენ და გაიმარჯვეს, აეკი ხომ არა მარტო საბერძნეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ყველაზე ბებერი კლუბია; ახლაცდაცვიდა აპირებენ თამაშს და თუ ყურადღებით არ ვიქნებით, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ შევრცხვებით; თუმცა მინდა იმედი ვიქონიო, რომ ის უაზრო თამაში აღარ განმეორდება და დინამოს ჩვეულ თამაშს ვნახავთ, შემტევს, ტექნიკურს და ტაქტიკურად გამართულს; სხვანაირად ამ ბებერი მგლების კრებულს ვერ დავამარცხებთ. ჰო, მართლა, ვუფრთხილდეთ პროვოკაციას, რაშიც ბერძნები მსოფლიო ჩემპიონები არიან.
geosochi
ტელევიზორში აკეთონ ყოველ რეკლამის დროს დინამოს რეკლამა და აი ნახავთ ქალებსაც თუ არ დააინტერესოს! აბა მარტო ინტენეტი არ შველის საქმეს
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს