Areanapoli-ში ჟურნალისტმა ალესანდრო დ’არიამ ქართული ფეხბურთის პროგრესირების შესახებ წერილი გამოაქვეყნა და ფოთის „კოლხეთის“ 16 წლის შემტევზე ანდრია ბართიშვილზე გაამახვილა ყურადღება.

გამოცემა წერს, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო ხდება ტალენტების სამჭედლო, რაც ფეხბურთის ფედერაციის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც რეგიონებსა და დედაქალაქში დღენიადაგ ზრუნავს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ამისათვის მთელი სისტემა შექმნა, ნიჭიერ ახალგაზრდებს განვითარებაში მაქსიმალურად უწყობს ხელს და შედეგიც სახეზეა: 21-წლამდე ნაკრებმა კარგად წარმოაჩინა თავი, ისეთი ფეხბურთელების წარმატებამ კი, როგორიც კვარაცხელია და მამარდაშვილი არიან, შთააგონა ახალი თაობა და მაგალითად ბართიშვილი მოჰყავს.

აღნიშნულია, რომ თბილისის „დინამოს“ პრესტიჟულ აკადემიაში აღზრდილმა ბართიშვილმა ორივე ფეხით შესანიშნავი თამაშით, აგრეთვე უნარებით ადრეულ ასაკში მიიქცია ყურადღება, შეუძლია როგორც მარცხენა გარემარბის ასევე პლეიმეიკერის პოზიციაზე ასპარეზობა, კარგი აჩქარებითი დრიბლინგი გააჩნია, ბურთის კონტროლი ეხერხება, ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩევა, ასაკობრივ ნაკრებებში წარმოაჩინა თავი, თამაშის სტილის და წარმომავლობის გამო „ახალ კვარაცხელიას“ უწოდებენ, „იუვენტუსი“ ყურადღებით აკვირდება და სხვა კლუბების ინტერესის სფეროშიც მოექცა.

„ის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი ბრილიანტია, თუმცა სწორი გზით განვითარების შემთხვევაში, უახლოეს წლებში შეუძლია ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ახალი სახე გახდეს. სფფ-ს სტრუქტურული და პერსპექტიული მუშაობის შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვა ტალანტებსაც ვიხილავთ“, - ასკვნის ავტორი.

მალხაზ ჯობავა
მეტი არა.......
ziz
თქვენ აგინეთ ფიფია და ყველაზე მაგარი აკადემია მაგისაა - კავკასიაში #1!
suxumchanin
დინამოს აკადემიაში ფიფიას მიერ მოწვეული ესპანელი კორსას მუშაობის შედეგია კვარა, მამარდა, ზურიკო და ნაკრების ძირითადი ბირთვი. ძეგლი უნდა დაუდგან ამ კაცს და მთელი ფედერაციაც მას ჩააბარონ. რაც შეეხება ფედერაციას გადასულები არიან პარტიულ მუშაობაზე და ვერ დაასახელებთ თუნდაც ერთ ფაქტს მათი ბავშვთა ფეხბურთში გაწეული მუშაობისას
la
და რა ფედერაციის დამსახურება და რეგიონებზე ზრუნვა? ეს 16 ბავშვიც დინამოს აკადემიის აღზრდილი ყოფილა :) ნაკრების 80 % ხო დინამო გამოვლილია ყველა :)
კახა
საქართველოს ყოველთვის ყავდა უნიჭიერესი ფეხბურთელები ყველა თაობაში მინიმუმ 4 კაცი მარა დიდმა ფულმა და მაგარმა მანქანებმა, გულაობამ გააფუჭეს. ვისაც არ ავარდნია თავში კია მსოფლიოს საფეხბურთო სამყარიში ცნობილები და ლეგენდები. ქინქლაძე, ღუდუშაური, ჯაკობია, დარასელია ვიტალის შვილი,ოქრიაშვილი,ანანიძე ,არაბიძე. ამათ შეეძლოთ მინიმუმ კვარას დონეზე ასვლა თუ მეტი არა.

სალია სად დაიკარგა?ისიც ხო ახალ კვარაცხელიათ შერაცხეს
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე