ესპანურმა გამოცემა Marca-მ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა. პორტუგალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" შემტევი დიოგო ჟოტა ძმასთან, ანდრესთან ერთად ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

ავარია A-52 ავტომაგისტრალის 65-ე კილომეტრზე, ბენავენტეს მიმართულებით, სამორას რეგიონში, სანაბრიასთან ახლოს მოხდა.

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ლამბორგინის მარკის მანქანას, რომელსაც დიოგუ დიდი სისწრაფით მართავდა საბურავი გაუსკდა, გზიდან ხევში გადავარდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.

აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა და განცხადებაც გაავრცელა.

"ჩვენ ორი ჩემპიონი დავკარგეთ. მათი სიკვდილი უდიდესი დანაკარგია პორტუგალიური ფეხბურთისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პატივი მივაგოთ მათ მემკვიდრეობას ყოველდღე".

ჟოტა "მერსისაიდელთა" რიგებში 2020 წლიდან გამოდიოდა, ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიელმა "ლივერპულში" 123 მატჩი გამართა და 47 გოლი გაიტანა. დიოგუ სხვადასხვა დროს "პაკოშ დე ფერეირას", მადრიდის "ატლეტიკოს", პორტუსა" და "ვულვზის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება მის ძმას ანდრესს, იგი 25 წლის იყო და პორტუგალიის მეორე ლიგის კლუბში, "პენაფიელში" გამოდიოდა.

ვაჰ
26 წლისაა ჩემი პაჯერო იო და ყველგან მაგით დავდივარ, ქალაქშიც, ტყეშიც, ღრეშიც და უარესშიც... რაც ჩამოყვა, ის საბურავი აქვს დღემდე, ორიგინალი გუდიარები, შეგნებულად არ ვცვლი, მაინტერესებს, როდემდე გაძლებს... ჰოდა, დავიჯერო, ნახევარმილიონიანი მანქანის საბურავი ეგრე უბრალოდ უნდა სკდებოდეს?!... ლამბორჯინის წარმომადგენლები არაფერს ამბობენ?!...
ჟორა გაბრიჭიძე
ჩვენ რა დაგვრჩენია, ვთხოვოთ უფალს სასუფეველი დაუმკვიდროს ორივე ძმებს. მეც დამემართა ასეთი რამ, მაგრამ 100-ით მივდიოდით და მძღოლმა იყოჩაღა. იქ ალბათ სიჩქარეც დიდი იყო და მძღოლებიც არ იყვნენ პროფესიონალები.
გუბერნიის ფანს
ჯობია იმკურნალო მეგობარო. საწყენად არ გეუბნები მართლა.
zura222
არა რაა სპორტსმენებს და საერთოდ ცნობილ ადამიანებს საერთოდ უნდა აუკრძალონ მანქანის და ყველაფრის(კატერის სხადასხვა ციკლების თითმფრინავის) ტარება ! რამდენი ლეგენდა დაიღუპა ავარიებშიი @@
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
საცოდავები კი არა მადლობა თქვან ოჯახის წევრებმა რო არავინ ემსხვერპლა ამ ჭკუასუსტების გარდა თორე მერე ნახეთ ამათ ოჯახს რა მოუვიდოდა. 200კმ რო მიფრინავ სად ჯანდაბაში გეჩქარება. ამნაირების გამო რამდენი ხალხი უდანაშაულო ვისაც სიცოცხლე წინ აქ უხუპავენ ცხოვრებას. და კი დაიწყებენ ახლა ამ კრიმინალის ფოტოსგამოფინვას ყველგან. სამარცხვინო ამის მშობლები შვილი ვერ გაზარდეს ნორმალურად რო ტვინი ქონოდა თავში და აარა მარტო ბურთი. არ დაბლოკოთ იქნიეთ სინდისი რო ბევრისთვის ეს მაგალითი იყოს. ამნაირი არაკაცა ჯოტები 20 % არის საქართველოში მინიმუმ. რომელსაც თავის თავის გარდა რო არაფერი ანახვლებს
Gio
საცოდავი...
Levani
საცოდავები. რად უნდა მანქანას 200კმ-ზე მეტი სიჩქარე? ამის მერე ხომ რისკს უქმნი შენს თავს და სხვასაც. ადრენალინი,ექსტრიმი ყველაფერი გასაგებია,მაგრამ ადამიანები იღუპება. იმ გზაზე შეიძლება მოძრაობდეს ორსული ქალი,რომელსაც მინიმუმ შეაშინებ სხვა თუ არაფერი. მერე კიდე ფორსაჟის მსგავსი ფილმები სადაც 300ით დადიან ქალაქში ტვინს ურევს ხალხს. გამოდის მანქანები 600-700ცხენის ძალით-რაში არის საჭირო?100 კილომეტრს 5წამში განავითარებ თუ 20წამში მაინც ხომ მიგიყვანს შენი მანქანა სადაც მიდიხარ. შეხედეთ იმ პოზიციიდან რომ ამ გზებზე თქვენი ოჯახის წევრებიც მოძრაობენ. არ ვიცი ჩემი აზრით მაქსიმალური სიჩქარე 200 მეტი საჭირო არაა.ეგეც კი ბევრია
გაიოზ სეთურიძე
ძალიან სამწუხაროა!
გეგი
აუ რა არის ცხოვრება რა,ერთი წამია. ძალიან საწყენი ამბავია და ძალიან ვწუხვარ :(((
toy
ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.
L.J.
R.I.P.
ვახო...
საცოდავები...
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი" - რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტურნირი მეორედ აღარ გაიმართოს" - ლა ლიგის პრეზიდენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
"ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ უფრო ძლიერდება - კლუბმა მორიგი ფეხბურთელი დაიმატა
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს