მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ორი მძიმეწონიანი ევროპული კლუბი შეხვდება - პსჟ მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ. მატჩი ატლანტაში, "მერსედერს ბენცზე" დღეს, 5 ივლისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში მადრიდის "რეალს" ან დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვდება.

"ბავარიულმა გიგანტმა" "ფლამნეგოს" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ჰარი კეინი ფორმაშია და მას სეზონში უკვე 41 გოლი დაუგროვდა. ძველი ფორმატით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი მიუნხენელებს ორჯერ აქვთ მოგებული, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს.

შტატების ძლიერი სიცხის მიუხედავად, კომპანის "ბაიერნი" პრესინგს აქტიურად თამაშობს. ტურნირზე ყველაზე მეტი (16) გოლი მათ აქვთ (10 ოკლენდს გაუტანეს).

რაც შეეხება პსჟს, უსმან დემბელეს დაბრუნებამ გუნდს დამატებითი სტიმული მისცა. ბოლოს, როცა "ბაიერნთან" ითამაშა(ნოემბერში), დემბელე 57-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. ლუის ენრიკე ოპტიმალურ შემადგენლობას დააყენებს და ცვლილებები არ იქნება.

სამხრეთკორეელი კი მინ ჯე გასულ შეხვედრაში სათადარიგოთა შორის დაბრუნდა და შესაძლოა, ახლა სასტარტოში ვიხილოთ(ლევერკუზენიდან შეძენილი ჯონათან თა შეცვალოს). მოგეხსენებათ, ის და ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" თანაგუნდელები იყვნენ. ჩვენ "კვარას" მორიგი დასამახსოვრებელი მატჩის მოლოდინში ვართ - ამ ტურნირზეც კარგ ფორმაშია.

თომას მიულერი მიუნხენელთა შემადგენლობაში 756-ე შეხვედრას ჩაატარებს და შესაძლოა, ეს მისთვის ბოლოც კი იყოს.

პსჟს ტურნირზე ერთი მარცხი კი აქვს, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდი ბურთს ყველაზე ხშირად (72%) ფლობს, ყველაზე მეტი პასი (2888) შეასრულეს და ყველაზე ცოტა (1) გაუშვეს.

"ბაიერნმა" პსჟს ბოლო ოთხი მატჩი მოუგო, თანაც ისე, საკუთარ კარში გოლი არ მიუღია და პარიზელებს ეს სტატისტიკა შესაცვლელი აქვთ!..

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ: დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ნევეში, რუისი - დუე, დემბელე, კვარაცხელია;

ბაიერნი: ნოიერი - ბოეი, უპამეკანო, კიმი, სტანისიჩი - კიმიხი, გორეცკა - ოლისე, მუსიალა, კომანი - კეინი.

მსაჯი: ტეილორი (ინგლისი).

SOS!!!
ხვიჩა, როგორც ყოველთვის გისურვებ უთვალავ გამარჯვებას! საქართველოს საამაყო შვილი ხარ, აბა შენ იცი! გფარავდეს ღმერთი და ღვთისმშობელი მარიამი!
ტუკო რამირესი
წესით, უნდა შეჭამონ "ბაიერნი".
გიგო პაპა
წესით უნდა მოუგოს პსჟ-მ, თუ ბაიერნმა არ გაიგიჟა თავი. არ მჯერა არც მიულერის და არც კეინის მაგარი თამაშის. მესი-სუარესს შევადარებდი, ერთი განსხვავებით, რომ დაცვაში შეიძლება უფრო ხშირად ჩამოვიდნენ. გასაგებია რომ ბევრი გოლები გააქვთ, მაგრამ მე აქცენტს მაინც ასაკზე გავაკეთებდი. არა მგონია, რომ დაჩაგრონ ფრანგების ახალგაზრდა მცველები. დადგა დრო, რომ ჩვენმა ხვიჩამ ნოიერსაც მიართვას ერთი-ორი ბურთი. მთავარია პასები არ დაუგვიანონ და დანარჩენი თავად იცის ჩვენმა ლომმა. წარმატებები ვუსურვოთ და ფინალში კიდევ ერთი თასის აწევა!!!
tngh
პსჟ-ს ურთულესი მატჩი ელის!!!
მ.ზ.
პსჟ ობიქტურად ბოლო დროს ყველაზე ძლიერია,ჩემპიონთა ლიგა მოიგო დამარცხა,გერმანული გუნდებიც და ინგლისური გუნდებიც,პრესაშიც ყველაზე კარგი აქვს და დაცვაც უფრო გუნდური,სხვაზე თუ ახალგაზრდებმა გაუძლეს ამ თამაშებს (დუე,ბარკოლა....),სამ თამაშს,მაქსიმუმ,პსჟ ტურნირს მოიგებს-მოტივაცია?დიდი ფული გამარჯვებულს ,გაცილებით მეტი ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე ან ლიგა პირველზე ,ან სხვაგან ევროპაში ტრიალებდა....
DVB
ვაუ! სავ.შემადგენლობას რომ შევხედე, მაგარი ჯახი გველოდება. იმედია გავლენ, კი შემადგენლობში აბსოლუტური თანაფარდობაა... გააჩნია იმას, როგორ ფორმაში იქნება დემბელეს, მაინც ეგაა გუნდის ლიდერი და თუ კარგ ფორმაშია, იფრენენ დუე და ხვიჩა, მთავარია დემბელემ და ვიტინიამ პასები აკეთონ!!! (დემბელემ უფრო, აბა "ვიტიას" ეგ არ ეშლება) და ამ "მობერებულ" ბაიერნსაც გააპობენ. მწვრთნელთა დუელიც საკმაოდ საინტერესოა... თუმცა მგონია ენრიკე მოუგებს ვიზავის... წარმატებები ხვიჩას და კომპანიას. P.S გული მწყდება ბიჭებო (აქაურ შეგნებულ პუბლიკას მივმართავ) იმაზე, რომ ასეთ ლამაზ ფეხბურთის მოთამაშე "პსჟ-"-სთან ამ სეზონში არ გადაიკვეთა "ბარსელონა"... თორემ მოყვა მგონია კიდევ ორ გრანდი (ვფიქრობ "რეალი-BVB-"ს მაინც გააგდებს და ეგაა 1/2) ენრიკეს "მანქანაში"... პსჟ- მაგონებს ზვიგენს: გუნდი რომელიც არასოდეს ჩერდება და მაგის "ყბაში" მოხვედრა მტრისას და ავისას... წარმატებები ისევ, ველოდებით...
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
პსჟ - "რეალის" დღე - კვარაცხელია "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?