თურქული Takvim-ის ინფორმაციით, "ბეშიქთაშს" საქართველოს ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" 24 წლის შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატება ძალიან სურს.

უფრო მეტიც, აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კლუბი უახლოეს დღეებში ფრანგულ მხარეს ოფიციალური წინადადებით მიმართავს და ტრანსფერის დახურვას 6-7 მილიონის ფარგლებში იმედოვნებს, თუმცა ჩვენებურის ამჟამინდელ გუნდს ეს თანხა არ აწყობს.

"სენტ ეტიენი" ზურიკოს სანაცვლოდ 12 მილიონს ითხოვს, რაც სიტუაციას ართულებს, თურქულ მხარეს კი ამ თანხის გადახდა არ სურს.

ინფორმაციისთვის, "ბეშიქთაში" ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურია. კლუბმა "რომადან" ტამი აბრაჰამი იყიდა, "ბენფიკადან" მცველი დევიდ იურაშეკი იჯარით აიყვანეს, ხოლო "ნაპოლის" 25 წლის ნახევარმცველ იენს კაიუსტესთან შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს დღეებში წარადგენენ.

რას იზავ?
ევროპაში დაბადებულებს და იქ დაწყებულ კარიერის ფეხბურთელებს, ყოველთვის მეტი ფასი აქვთ და ექნებათ ვიდრე ჩვენ ბიჭებს. კვარას გამოკლებით უკვე. იმედია ქოჩორას ღირებულება საკმაოდ გაიზრდება.
Levani
რატომ და ტრანსფერებით დაკავებული თვითონ მეპატრონე არაა. ადვილია სათქმელად 30 მილიონად ბრაზილიელი ვიყიდე,20 იტალიელში გადავიხადე. ქართველი რო იყიდოს 20ად და არ გაამართლოს მოხსნიან ბოლტივით მუქთახორა სამსახურიდან. მეორე მხრივ-შეუძლია ანგარიში ჩააბაროს 8მილიონად ვიყიდე სანაკრებო გამოცდილებით ნიჭიერი ბიჭი საქართველოდან და დიდი იმედია გაამართლებს-ასე უფრო კარგად ჟღერს. სხვაგან სად იყურებით,აგერ საქართველოში ჯერ ფიფია მიხვდა მაგ ტრანსფერებით წაგებული რო რჩებოდა,მერე სხვები.ახლა სამწუხაროდ ტორპედოა რიგში- ამდენი ტრანსფერი და საქართველოში ვერ იგებენ თამაშებს.
ზაზა
მირო მეგობარო გაგახსენებ, იყო ასეთი, ვინმე ფრანკ რიბერი, გალათასარაიში თამაშობდა და მერე ბაიერნში წავიდა. :))
lasha
სამწუხაროა რომ ქართველ ლეგიონერებს ასეთი დაბალი ფასი აქვთ ქოჩორაც სულ რამდენიმე მილიონად გადავიდა ჩაკვეტაძესაც ბევრს არააფერს ადებენ ფასს. რავიცი დავიჯერო არაჯეროვნად აფასებენ ჩვენების შესაძლებლობას? :) და ვერ ხვდებიან თუ რა შეუძლიათ?
გიორგი
6 გადაიხადა ამ გუნდმა მოამზადა თამაშები მისცა ხელი შეუწყო მის პროგრესს და იმავე თანხაში უნდა გაიფორმოს მარტო ამ შეთავაზებით იკითხება რომ მაგ კლუბიდან ხეირი არ იქნება
თურქეთი სიბერეშიც მოესწრება
ზური, ევროპაში უნდა დარჩე როგორმე და ძლიერი გუნდის ძირითადში ითამაშო.
llcl
ეს სელჩუქები რა საეჭვოდ აფაფხურდნენ! ერთი რამე ვერ გამიგია, რასპადორის მაგვარი უნიჭო ფეხბურთელების ფასია 25-30 მილიონი და ზურიკოში რატომ არ იხდიან 12 მილიონს ტოპ-5-ის გუნდები, თუნდაც მიქაუთაძეში მინიმუმ 30 ლიმონს
მირო
არ ვურჩევ ევროპაში მოთამაშე ჩვენს ფეხბურთელებს თურქეთში გადასვლას.ეს ევროპული კარიერის დასამარებაა ფაქტიურად.მე არ მახსოვს თურქეთში გადაბარგებული ფეხბურთელი შემდგომში ევროპის წამყვან კლუბებში დაბრუნებული.
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
"ბეშიქთაში" დავითაშვილთან ერთად ტერ შტეგენის, სანჩოს, სალიჰის და გიულის დამატებას აპირებს
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
გაუმჯობესებული შეთავაზება გაგზავნილია - დავითაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ შესაძლოა, ახალ კლუბში ვიხილოთ
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
უარი რუსებს ძალიან მომხიბვლელ წინადადებაზე - რატომ არ მიჰყიდა დავითაშვილს გუნდმა მოსკოვის ცსკ-ს ერთ-ერთი ლიდერი
"ლივერპულმა" "ბეშიქთაშს" მამარდაშვილის ტრანსფერზე არც უპასუხა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ზურიკო და კიდევ სამი სხვა - "ბეშიქთაშს" ზამთარში დიდი სატრანსფერო მიზნები აქვს
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
"თუ წასვლა სურს, შეთავაზებებს განვიხილავთ" - ზამთარში შესაძლოა, დავითაშვილის 20 მილიონიანი ტრანსფერი შედგეს
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა