რუსულმა სპორტულმა გამოცემა Sport 24-მა, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველმა არაერთი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.

- ვის შეუძლია გააჩეროს მერაბი?

- ზოგადად, ეს არის სპორტი, ბრძოლა, MMA და რთულია, რამე წინასწარ განსაზღვრო, ბევრი რამეა აქ მეტოქეზეც დამოკიდებული. ზოგჯერ ერთი დარტყმაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ბრძოლის დასასრულებლად. დიახ, მე კარგად ვიბრძოლე შონ ო’მალისთან, თუმცა ერთ შეცდომას შეეძლო ყველაფერი შეეცვალა. მიუხედავად ამისა, ვცდილობ, დღითიდღე უფრო ძლიერი და უკეთესი გავხდე. დრო აუცილებლად გამაჩერებს, რადგან ის ერთ ადგილზე არ დგას.

- მაგრამ ამ მომენტში შეუჩერებლად გამოიყურები...

- ვიცი და მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გავჩერდები. მინდა, რომ ბევრად უკეთეს ფორმაში ვიყო.

- ცოტა ხნის წინ თქვი, რომ ალექსანდრე თოფურია შენზე უკეთესიც კია, ეს სიმართლეა?

- დიახ, დიახ, ის ძალიან კარგია. ყოველ ვარჯიშზე მარწმუნებს ამაში და ვუსურვებ ბევრ წარმატებას, ის ძალიან კარგია!

- მუსლიმ მებრძოლებს არ უყვართ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა თუ ალექსანდრე ქამრის პრეტენდენტად იქცევა და შენ კვლავ ჩემპიონი იქნები, შეებრძოლები მას?

- არა, მე ამ შემთხვევაში მირჩევნია წონა შევიცვალო.

- შენს დივიზიონში ახლა ახალი ბიჭი გამოჩნდა - მალკოლმ უელმეიქერი

- ეგ ის ბიჭია, ყველას რომ თიშავს?

- კი. და შენნაირი მეტსახელი აქვს - მანქანა. ისურვებდი მასთან დაპირისპირებას, რათა გაირკვეს, თუ ვინ არის ნამდვილი „მანქანა“ ქვემსუბუქ წონაში?

- კარგი ბიჭია, ყველა დაამარცხა და ეს მაგარია, თუმცა ჯერ კიდევ ცოტაოდენი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ თუ ჩვენ შევხვდებით, მე მთელ ჩემს ძალას გამოვიყენებ.

- შენ იბრძოლე როგორც უმარ ნურმაგომედოვის, ისე პიოტრ იანის წინააღმდეგ. რომელია უკეთესი: პიოტრი თუ უმარი?

- პიოტრ იანი.

- რატომ?

- რადგან მას ტოპ მებრძოლებთან უფრო მეტი ბრძოლა აქვს გამართული. ის სტაბილური და გამოცდილია, ხოლო რაც შეეხება უმარს, ჩვენ მისი ბრძოლები მარტო ჩემთან და კორი სენდჰაგენთან ვიხილეთ. მას სჭირდება, რომ უფრო მეტ მაღალი დონის მეტოქეს დაუპირისპირდეს. არა, რა თქმა უნდა, უმარი კარგი მებრძოლია, მაგრამ ის მუდმივად უნდა იყოს დაკავებული ამ ჩხუბებით. სად არის ის ახლა? რატომ არ ჩხუბობს?

- ისლამ მახაჩევმა თქვა, რომ მაღალი კლასის საჭიდაო უნარების განსავითარებლად საჭიროა ბავშვები 2-3 წლით გაგზავნო დაღესტანში და დაივიწყო მათ შესახებ. რა მოუვათ ბავშვებს საქართველოში, თუ 2-3 წლით გაგზავნი და დაივიწყებ მათ?

- თუ მათ საქართველოში 2 ან 3 წლით გამოუშვებ, ისინი დაიწყებენ ხინკლისა და ხაჭაპურის ჭამას, ღვინის სმას და ნამდვილი ქართველები გახდებიან.

- როდის იტირე ბოლოს?

- მე მგონი, 13 წლის წინ, როდესაც ძალიან მომენატრე ჩემი ოჯახი: დედაჩემი, მამაჩემი და იყო ცრემლები, ბევრი არა, მაგრამ მაინც...

- დამისახელე ერთი რამ, რასაც ვერ იტან MMA-ში?

- წონის კლებას, სხვას არაფერს.

- არის რამე, რისიც გეშინია?

- წონის კლების! ყოველთვის. მე კი ჩავაბარე წონა ყოველ ჯერზე, მაგრამ მაინც მძულს ეს წონის კლება...

- არის თუ არა ისეთი რამ, რაშიც შენ ძალიან მაგარი ხარ, მაგრამ ეს ყველამ არ იცის?

- იცი რა, მე მხოლოდ MMA-ში ვარ მაგარი. სხვას რაც შეეხება, რაღაცები გამომდის, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ამაში მაგარი ვარ. მე მთელ ჩემს შესაძლებლობებს MMA-ში ვდებ.

- გაქვს ოცნება, რომელიც არასდროს აგისრულდება?

- არ ვფიქრობ, რომ ასეთ რამეს ვოცნებობდე, ისე კი მაქვს ოცნებები. ვოცნებობ კარგ ოჯახზე, ბევრ ბავშვზე და ამაზეც ვიმუშავებ, მაგრამ, პირველ რიგში, მჭირდება კარგი მეუღლე, რომელიც მომცემს ამ ბავშვებს და ესაა ჩემი ოცნება. მე არ მაქვს რაღაც გიჟური ოცნებები, რომლებიც არასდროს ახდება, ოღონდ, თუ შემეკითხებით: რას გავაკეთებდი ახლა, რომ შემეძლოს, გიპასუხებდით: მშვიდობის დამყარებას მთელ მსოფლიოში. არა ომებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში! მე მინდა, რომ ჩვენ, ყველამ ვიცხოვროთ მშვიდობით, რადგან ჩვენ ამის იქითაც უამრავი პრობლემა გვაქვს. ასე რომ, ვიყოთ მშვიდობიანად, გვიყვარდეს ერთმანეთი, დავეხმაროთ ერთმანეთს - ეს გახლავთ ჩემი ოცნება.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ

იზო ბებო
..ნამდვილი, ნამდვილი ,ნა მდვილი ვაჟკაცი .ამრავლე. უფალო
მერაბი ჩხოროწყუ
მერაბ ვამაყობთ თქვენით, საქართველოს საამაყო შვილი ხართ, გისურვებთ კარგი ოჯახის შექმნას , ბევრი ქართველი ბაღანებს გისურვებთ, სულ წარმატებები და გამარჯვებას გისურვებთ, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,
ჟორა
დიდი სპორტსმენი რომ გახდე, პირველ რიგში გონიერი უნდა იყო. ასე, რომ დიდი სპორტსმენებისგან ნურაფერი გაგიკვირდებათ. წავიდა ის დრო, როცა სპორტში "კუნთმაგარი და გონებაჩლუნგები" აღწევდნენ წარმატებას.
zura222
აი ყოჩააღ!ეტყობა რომ უკვე შეეჩვია პოპულარობას და სწორი ლაპარაკიც ისწავლა ალბათ ნინამ ასწავლა D ისე ის კითვა ვერგავიგე მუსულმანების შესახებ რაა მერაბიც მუსულმანი გონიათ იმ ძალად"განათლებულებს"? @
სტალინი
კაი კაცი და კარგი პიროვნება ყოფილა, მარტო ჩხუბზე არ იყურება
გიორგი
ძალიან კარგად მოაზროვნე ადამიანია! მადლობა და წარმატებები ყველა მიმართულებით!
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
[VIDEO] მსაჯთა გადაწყვეტილებით - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს მხოლოდ ექვსი დღით ადრე გააკეთა" - ომალიმ იანთან ბრძოლის წინ, დვალიშვილის შესაძლო შეცდომაზე ისაუბრა