22-დან 30 ივლისის ჩათვლით თბილისში ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, რასაც წინ სკანდალური მოვლენები უძღვის. საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციამ ჩემპიონატზე ნეიტრალური სახელით ბელარუსი და რუსი სპორტსმენები დაუშვა, რასაც უკრაინის ფარიკაობის ფედერაციიდან და ამ ქვეყნის წარმომადგენელი 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონის ოლგა ხარლანის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.

საქართველოს დედაქალაქში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატში შესაძლო მონაწილეთა შორის სოფია ველიკაია და იანა ეგორიანი არიან, რომლებიც უკრაინაში ომის მხარდაჭერისა და რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო სანქცირებულნი არიან და სავარაუდოდ, თბილისში ჩამოვლენ.

უკრაინის ფარიკაობის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა და ამ ყოველივეს სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა უწოდა.

"ეს არა მხოლოდ უკრაინელი სპორტსმენების, არამედ მთელი მსოფლიო სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა", - წერია განცხადებაში.

"თავიდანვე აღვნიშნავდით, რომ სპორტსმენების ნეიტრალური სახელით გამოსვლა სრული ფარსია და იმედი გვაქვს, ეს ნათელი ყველა სხვა უცხოური ფედერაციისთვისაც გახდა, რომლებიც ვითომდა შერჩევას ნორმალურად აფასებდნენ.

ასეთი თამამი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა, რადგან უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის ყველა წინა საჩივარი უპასუხოდ დარჩა, მათ შორის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან", - განაცხადა FFU-ს პრეზიდენტმა მიხაილ ილიაშევმა.

FFU გეგმავს საჯაროდ მიმართოს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, რათა მოწოდებით მიმართონ საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ზომები გამოიყენონ. FFU ასევე შეეცდება სამართლებრივად გავლენა მოახდინოს FIE-ს გადაწყვეტილებაზე.

რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მსოფლიო ჩემპიონატზე დაშვებას 2-გზის უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი ოლგა ხარლანი გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, თავად კი საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლას არ აპირებს.

"მსოფლიო ჩემპიონატზე "ნეიტრალური" სპორტსმენები იქნებიან. ასე განაგრძეთ", - დაწერა ირონიით ხარლანმა.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის ივლისში მილანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხარლანმა რუს სპორტსმენს ხელი არ ჩამოართვა. მან 1/32-ფინალში რუს ანა სმირნოვასთან გაიმარჯვა, ბრძოლის შემდეგ კი რუსი უკრაინელ სპორტსმენთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, მაგრამ ხარლანმა მას საბრძოლველი ხმალი გაუშვირა, შეტრიალდა და დარბაზი დატოვა.

სმირნოვამ ეს საქციელი მსაჯებთან გააპროტესტა და რეგულაციების დარღვევის გამო პროტესტი შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. ხარლანს 1/16-ფინალში ბულგარელი იოანა ილიევასთან უნდა ებრძოლა, მაგრამ ის დარბაზში არ გამოცხადდა, რის გამოც ბულგარელი შემდეგ ეტაპზე უბრძოლველად გავიდა.

ჯუმბერ
ნეიტრალური სახელით რას ნიშნავს??? არცერთ ქვეყანას არ ეკუთვნის??? მარსიდან ჩამოვიდა??? იდიოტიზმია მეტი არაფერი 😀😀😀
გურამი
ამირან, შენ ომში იყავი და პოლიცაები დათვალე?
კ. კ.
ვინც ლიბია მიწასთან გაასწორა, ის უნდა მონაწილეობდეს მსოფლიო ჩემპიონატში???????????????????? კორეა, ვიეტნამი, სირია, აფრიკა, ინდოეთი, ერაყი......................................................
ამირან
ნუ გაატრაკენ ამ უკრაინელებ8მა საქმე. ბათუმში ნახეთ რესტორნებში ტუჩზე კოცნით რომ არიან ერთმანეთში. და თქვენ თავს იკლავთ უკრაინელებზე. ომის დროს ყველაზე მეტი პოლიცაი და გამყიდველი უკრაინას ყავდა. ზოგიერთები ძალათ პატრიოტები რომ არიან. მაშვინ მართალია ისრაელიც არ უნდა დაუშვან ცამეტიათასი პალესტინელი ბავშვი მოკლა რომ ბომბავდა. ისრაელი ოკუპანტი არაა. თუ ამერიკამ უნდა თქვას მაინცდა მაინც.

ფაშისტებმა პაპაჩემი მოკლეს ომში , დედაჩემს ერთხელ არ უთქვამს გერმანელებზე, მათ შორის სპორტსმენებზე ცუდი. თავად ნუ გახდებით ფაშისტები. ამას ადამიანობასთან არაფერი აქვს საერთო.
რიო
მაშინ რაღაც სტანდარტი უნდა იყოს. რუსები არა მაშინ არც ისრაელის წარმომადგენლები არ უნდა მონაწილეობდნენ. ან დააწესონ თუკი ქვეყანა ომშია მაშინ შეჯიბრზეც არ გადის. ესე გამოდის რო რუსები სპორტშიც გვაშინებენ.
სიმართლე-ს-ს
და შენ "ენის მოჩლექით" რატომ წერ, ქართველი არ ხარ და სწორად ვერ წერ ? რუსეთის და მისი ყველა დამცველ-გამმართლებელის...
სიმართლეს
ვაა, მათლა სიმათლე? შენ დაუკალ?
სიმართლე
ფაშისტი რუსები სპორტში?
ქიშო
ჩემი აზრით მსოფლიო ერთი ადგილის თამაშს უნდა შეეშვას. მარაზმია რომ ზოგ სახეობებში მონაწილეობენ რუსები, ზოგში კი არა. ორმაგი სტანდარტები ყოველთვის გაურკვევლობას და დაუსრულებელ კამათს იწვევს. ბოლოსდაბოლოს ამას წერტილი უნდა დაესვას. უარი უნდა ეთქვას ყველა რუს სპორტსმენს, ასევე ყველა ბელორუსსაც, იმიტომ რომ მათი სახელმწიფო აშკარად აგრესორის მხარესაა და საკუთარ ტერიტორიებს უთმობს რუსებს ბაზების მოსაწყობად და უკრაინაზე შესატევად. გამონაკლისი უნდა იყვნენ მხოლოდ ისინი, ვინც ამ კაცთმოძულე რეჟიმებს საჯაროდ დაგმობს. ბუნებრივია მათ ქვეყნიდან წასვლა მოუწევთ, თუმცა მაგალითები იქნებიან სხვებისთვის.
ზურა
სხვა სპორტებში შეიძლება და აქ არა? 2023 წელს არ იყვნენ მსოფლიოზე მილანში? დააყენონ ხახოლებმა ერთი ადგილი, დააქცევინეს ებრაელ მასონს მთელი უკრაინა და და ხმის ამოღებასაც ვერ ბედავენ და აქ დიდი გული აქვთ?!
მერაბი
ვიცი რომ სოფია ველიკაია მაგრად, უჭერს მხარს უკრაინაში ომს , და მიმაჩნია სპორტსმენები ვინც მხარს უჭერს ომს არ უნდა დაიშვას არც ერთ შემთხვევაში,რაც შეეხება სახელმწიფო უკრაინელ ერმა დაამტკიცა 4 წელია ამტკიცებს კიდევ, გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს უკრაინელ ერს,ძირს მსოფლიოში ყველა დამპალი იმპერიები,
ვაი თქვენს პატრონს უბედურს
ძიუდო შეიძლება და ფარიკაობა არა? ნეტა არ გეხიცინებოდეთ რა ერთი ადგილი 😀😀😀
გიგო
ვინც სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთში ურევს, არჩევანი უნდა გააკეთოს. ამ არშემდგარი სახელმწიფოს გულისთვის მსოფლიო სპორტი, არსებობას ვერ შეწყვეტს.
კალაძე
გაუმარჯოს ოლგა ხარლანს, ვენაცვალე ჯიგარში!
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე