დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ „რეალს“ დაუპირისპირდება და რა თქმა უნდა, მატჩისადმი ინტერესი დიდია. მით უმეტეს მადრიდულ გუნდში პარიზელთა ყოფილი შემტევი კილიან მბაპე თამაშობს.

RMC-ის ცნობით, გუშინ პსჟ-მ საკმაოდ შეღავათიან ფასად აშშ-ში ასეულობით ულტრასი წაიყვანა. თითოეულ მათგანს წინ და უკან მგზავრობა, სასტუმროში 13 ივლისამდე ცხოვრება (ფინალში გასვლას იმედოვნებენ) და ორივე შეხვედრის ბილეთი 500 ევრო დაუჯდება. კლუბი ამ ამბის გახმაურებას არ აპირებდა, მაგრამ მედიამ შეიტყო და ინფორმაცია გაავრცელა.

„ჩვენ აფიშირება არ გვინდოდა. გვსურს ამ ჟესტით ყველაზე ერთგულ გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადოთ“, - განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა.

"ბაიერნთან“ მეოთხედფინალში გაძევებული პსჟ-ს მცველები ვილიან პაჩო და ლიუკა ერნანდესი ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ტურნირზე ვერ ითამაშებენ და კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვით მათ გუნდი დატოვეს.

„პარიზიენი“ წერს, რომ ისტ რატერფორდში, სადაც თამაში ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება, ტემპერატურა 33 გრადუსია, მწვრთნელი ლუის ენრიკე კი ძირითად შემადგენლობაში ორ ცვლილებას განახორციელებს - სასტარტოში ვილიან პაჩოს და ბრედლი ბარკოლას ნაცვლად ლუკას ბერალდოს და უსმან დემბელეს დააყენებს.

13 ივლისს, ფინალურ მატჩზე დასწრებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს.

zura222
მაგარი ამბავია ! არაბები უძახე და კაცობით გაგებით ადამიანობით ყველანაირად ჯობნიან "ცივილიზებულ" დასავლელებს ! და იმ ორმა დატოვეს გუნდიო რასქვია დატოვეს? სათადარიგო სკამიდან თუ არა ტრიბუნებიდან არ შეეძლოთ მხარდაჭერა გუნდისთვის ? თუ საერთოდ სტადიონზე ყოფნაც აუკრძალეს ტელევიზიით ყურებაც და რადიოთი მოსმენაც ? @ ხოო და ნეტავი ტრამპი ვის უბალეშიკებს ? ალბათ დვალიშვილმა უთხრა მიდი სტადიონზე და კვარს და პსჟ-ს უბალეშიკეო DD
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა