საბერძნეთში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზისთვის სამი ქართველი დიდოსტატი იბრძვის
საბერძნეთში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი.

მთავარი პრიზისთვის მებრძოლთა შორის სამი ქართველი დიდოსტატიცაა - ლელა ჯავახიშვილი, კონსტანტინე შანავა და დავით ჯოჯუა. სამი ტურის შემდეგ ჩვენებურებს 2,5-2,5 ქულა ჰქონდათ და მეწინავეებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ.

გუშინდელი მე-4 ტურის პარტიებმა კი ქართველთა წინსვლა შეაფერხა: ჯოჯუა შავი ფიგურებით არგენტინელ ფერნანდო პერალტას დაუზავდა,შანავა და ჯავახიშვილი კი, შესაბამისად,სუათ ატალიკთან (თურქეთი) და ვლადიმირ ბურმაკინთან (რუსეთი) დამარცხდნენ. რაც შეეხება ლიდერთა პარტიებს, სერგეი კასპაროვი (ბელარუსი) და ვასილიოს კოტრონიასს (საბერძნეთი) დაუზავდა, ვლადიმირ ბაკლანმა (უკრაინა) სეტურამანს (ინდოეთი) აჯობა, სერგეი ტივიაკოვმა (ჰოლანდია) - იოანის ნიკოლაიდისს (საბერძნეთი).

ამდენად, 4 ტურის შემდეგ 3,5-3,5 ქულით კოტრონიასი, ბაკლანი, კასპაროვი, ატალიკი, ბურმაკინი და ტივიაკოვი მეწინავეობენ. დღეს მე-5 ტურში ქართველები ასე დაწყვილდნენ: ჯოჯუა-ხრისტოს ბანიკასი (საბერძნეთი), შანავა-ტატიანა კასპაროვა (ბელარუსი), ჯავახიშვილი-ანტონიოს სულოგიანოპულოსი (საბერძნეთი). სულ შეჯიბრებაზე შვეიცარიული სისტემით ცხრა ტური გათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა