ბათუმის "დინამო" მძიმე ფინანსურ კრიზისშია, კლუბს ფეხბურთელების ნაწილმა უჩივლა, რადგან მათ კუთვნილი ხელფასები არ მიუღიათ, რის გამოც შესაძლოა "დინამო" მეოთხე ლიგაში დააქვეითონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალური ფანკლუბი, "შავი ზღვის პირატები" წერს.

“კლუბი, რომელმაც არაერთი სიხარული გვაჩუქა, დღეს მძიმე კრიზისის წინაშეა და ახლა ჩვენი ხმა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. ვალდებულები ვართ გამოვეხმაუროთ იმ საგანგაშო ვითარებას, რომელშიც გუნდი იმყოფება - ფინანსური კრიზისის გამო საფრთხე შეექმნა კლუბის პროფესიონალურ სტატუსს. ქულების დაკლება და მეოთხე ლიგაში დაქვეითება კი ფაქტობრივად კატასტროფას ნიშნავს. ეს მხოლოდ სპორტული პრობლემა არ არის - ეს ჩვენი ქალაქის, მისი ღირსებისა და იმ ისტორიის დისკრედიტაციაა, რომელიც 100 წელზე მეტია და მხოლოდ ბათუმის "დინამოს" უკავშირდება. ამავდროულად, მადლობა არჩილ ბერიძეს - ადამიანს, რომელიც კლუბში მაშინ მოვიდა, როცა „დინამო“ უმაღლესი ლიგიდან იყო გავარდნილი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ბათუმის „დინამომ“ სანუკვარი ჩემპიონობა მოიპოვა. “თუმცა დგება დრო, როდესაც საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილების მიღება წასვლაზე - მაშინ, როცა კლუბის ინტერესები ამას მოითხოვს. არ დავუშვებთ, რომ კლუბი მიტოვებულად დარჩეს და წაიშალოს ყველაფერი, რაც აქამდე ყველამ ერთად შევქმენით.დროა ვიმოქმედოთ - სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან! ასევე, მივმართავ იმ ხალხს ვისაც შეგიძლიათ დინამოს გადარჩენა, გთხოვთ დროულ რეაგირებას, რადგან დრო ძალიან ცოტაა.” - წერია “შავი ზღვის პირატების” განცხადებაში.

ეროვნულ ლიგაში 2 წრის შემდეგ ბათუმის დინამო 30 ქულით მე-3 პოზიციაზეა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო გუნდიდან ფეხბურთელთა უმეტესობა წავიდა.

ბუხუტი
პირატები კი არა, არქიფო სეთურის მრევლია. ახლაც კი, ამ სიტუაციაში, ბერიძეს უხდიან მადლობას :)
ბუხუტი
ეგ ისეა კერძო გუნდი, როგორც მე ჩინეთის იმპერატორი. მოიყვანეს ეს ფსევდო ინვესტორი, შეტენეს გუნდი სარჩენად. ისინიც ტყუილად რომ არ შეიტენიდნენ, ცხადია. შეიცვალა აჭარაში ხაზეინი და აირია სიტუაცია. ეს მოხდა და მეტი არაფერი. ეტყობა "სდელკა"-მ ჩაილურის წყალი დალია.
სიმართლე
დღეს ყაზახები ტორპედოს მაგრად აწვალებენ მერე სპაერის გატენიან ერთი 15-0!!! ერთადერთი იმედი ისევ გორის დილა არის მაგრამ მაგასაც მაქსიმუმ მესამე ეტაპიდან გამოუშვებენ გორში...
გიო
ისე ყოველ წელს ხო ტყუილში გვაცხოვრებენ ჩვენი გუნდები:)) პირველივე წრეში გამოვარდება ყველა მერე იწყება ლაპარაკი მსჯელობა თუ რისი ბრალია, ბევრი მიზეზი მომისმენია მარა მთავარზე სიტყვა არავის დასცდენია არადა ყველამ ყველაფერი იცის, ჯერ კიდევ რო მსაჯების მოსყიდვა მოსულია, ძირითადში კაცის დასაყენებლად ზარს რო ელოდები რო კაი პატრონიანი ათამაშო აბა რისი იმედი უნდა გვქონდეს. არ დაიწყოთ ეხლა ეგენი აღარ ხდებაო😂
a a
გორის დილას ცოდვებმა გიწიათ, ზუსტად ის მწვრთნელები და ფეხბურთელები გიჩივიან ვინც დილადან წაიყვანეთ. ორშაბათამდე მილიონ ევროს თუ არ გადაიხდით 6 ქულას გაკლებენ და თუ მერეც ვერ გადაიხდით ლიგა 4 გაგდებენ. საქართველოში ერთადერთი გუნდი ვინც მოგებაზე გადის ბოლო სამი წელია გორის დილაა, ყველაზე კარგად ეს გუნდი მუშაობს საქართველოში!!!
სასწრაფოდ
გადადგეს კალაძე,კობიაშვილი და ყაველაშვილი. საქართველოს პრემიერად გვინდა მიხაელ როთი და მერე ეშველება საქართველოს. პატივისცემით: დავით 67
ქომაგი
პაპუნაშვილს რო მიყიდეს გუნდი არაოფიციალურად მაგის ბრალია ჩუმად რო კეთდება ყველაფერი. მილიარდერია ტიპი და რა გაუჭირდა.
ბაბუაწვერა
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რო ფიფია ყველას სჯობია ვინც კი ქართულ ფეხბურთშია. ტორპედოსაც იგივე მოელის რაც იბერიას დაემართა. სუ ტყუილადჩამოყავთ ეს ვითომ ფეხბურთელი ლეგიონერები.(ტყუილად ქართული ფეხბურთისთვის თორე ფული იჭრება ლეგიონერებში ეგ უკვე ბავშვმაც კი იცის) ფიფია როგორც იქნა მიხვდა საქართველოს ჩემპიონობით არაფერი აზრი არ არი-ზრდის ფეხბურთელებს ქართული ფეხბურთისთვის.ფულსაც შოულობს ამ გზით და ქართული ფეხბურთიც წინ მიდის.რასაც ტორპედო აკეთებს იმას აკეთებდა ბათუმი უფრო ადრე.ვერაფერ შედეგს ვერ მოუტანს ვერც გუნდს და ვერც ქართულ ფეხბურთს ეგ ნაირ-ნაირი ლეგიონერები და ნახავთ. ერთადერთი გუნდი ვინც გუნდის იმიჯისთვის მაინც მუშაობს გორის დილაა.
გოᲩა
უნდა ჩატარდეს სრული აუდიტი და მერე გაყიდეთ გუნდი,დასასჯელი უნდა დაისაჯოს,ვინც იქნება სულ ერთია,კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდეს ანუ გაიყიდოს,უნდა დამთავრდეს ის რომ,არჩილ ბერიძესავით მადლობა მთავრობას და და გვარს და სახელს არ დავასახელებ ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს,თუ მთავრობის თავჯდომარე იზიდავს ინვესტორს და ფულად სახსრებს,თქვენ რაში სჭირდებით გუნდს,მმართველები მყავს მხედველობაში,ყველა აბსოლუტურად,ამათ როგორ უნდათ იცით,გაყიდვა არა, ფული მოიტანეთ ჩვენ მოგვეცით და ჩვენ მერე ზოგი საკრებულოში მოჯდება,ზოგი კაზინოში წააგებს და ასე შემდეგ,თუ ასე უნდა გაგრძელდეს აჯობებს დაგვაქვეითონ 4 ლიგა ნამეტანია და მეორეში არა უშავს,სხვა შემთხვევაში იგივე განმეორდება,ბათუმელი ვარ და გული შემტკივა,უკვე გამოიკვეთა კერძო კლუბები,დინამო თბილისი,გორის დილა და ქუთაისის ტორპედო,კერძო არის სამივე,მთავრობამაც უნდა შეწყვიტოს გუნდების დაფინანსება,ფული ჩაიდოს ინფრასტრუქტურასა და ბავშვთა ფეხბურთში მორჩა და გათავდა,ბათუმელი გუნდში არ არის,ნაკრებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია,არ ვერ მუშაობენ სწორად,მენეჯმენტი ნული,სავარჯიშო მოედნები უფასოდ არის,ულამაზესი სტადიონი უფასოდ,მეტი მთავრობამ რა უნდა გაგიკეთოს,გუნდი არის მერიის ბალანსზე და გაყიდეთ,გამოჩნდება მყიდველი,ქომაგებისათვის სულ ერთია არაბი იქნება მეპატრონე ჩინელი თუ აფრიკელი.
jose
ჯერ იძახდნენ სანამ სტადიონი არ ექნება ბათუმს მანამდე არაფერი გვეშველებაო. ახლა,როდესაც კერძო ინვესტორია ბოლოს ისევ მთავრობას მიადგებიან. ბოლო დროს სტადიონზეც აღარ დადიან და ფეხბურთი უყვართ რო კითხო.
იბერიელი
ძვირფასო მეგობარო მაშინ უნდა გაუქმდეს,ჰიუსტონის დინამოს გუნდი, აგრეთვე ზაგრების დინამო, ბერლინის დინამოც, ლაიფციგის ლოკომოტივიც რუსულია ალბათ და ასე შემდეგ,ისე ასო ლოგოტიპი უნდა იყოს ქართული გეთანხმები, წარმატებებს ვუსურვებ ბათუმის დინამოს,იქ კარგი ხალხია მონახავენ გამოსავალს,
ziz
ჰო, ვაგინოთ არჩილ ბერიძეს და აშენდება ქვეყანა...
N
ძალიან ვწუხვარ ამ გუნდის გამო! თუმცა, ჩემი პირადი აზრია, რომ ეს ყველაფერი, გინდა თუ არა, შედეგია უმადურობისა, რაც გეგუჩაძის მიმართ მოხდა. კაცის რამხელა ამაგი პატივისცემისა და დაფასების მაგიერ რითი დასრულდა! რასაც დასთეს, იმას მოიმკი!
ზურა
კვარა გაყიდეთ 8 მილიონად რა გაწუწუნებთ ბრერიძემ შეგიჭამათ ფული რა მადლობა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
გადავარჩინოთ კი არა გასაუქმებელია ეს რუსული გუნდი. ქართველი კაცი რო დადგება და ამ რუსულ დ-ს აფრიალებ ცოტა სინდისმა მაინც უნდა შეგაწუხოს. ეს ასევე ეხება რუსულ დინამო თბილის. ქუთაის ქართული ასო მაინც აქვს ლოგოზე მაგრამ ტორპედო არის რუსულ-კომუნისტური სახელი რაც მოსაცილებელია. ტეხავს 2025 წელს კოლონიური სახელების ტარება.
zaza
არცილ ბერიძეს მადლობა კი არა წიხლისკვრით იყო გასაგდები დიდი ხანია.ტოტალიზატორშიკი ეგა.არცერთი ბათუმელი გუნდში და მოწვეულების პირველივე უხელფასოობაზე გაიქცნენ გუნდიდან.ბათუმს იგივე ბედი ელის რაც გურიას და ზესტაფონს.პირატებმა ეხლა რო ამოიგეს ხმა ეგ დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ ,მაგრამ რისი ხმის ამომჭებები იყვნენ როცა ბერიძე ხელფასებს უხდიდა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია