Geo Team-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ნიურნბერგში" გადავა:

"Geo Team-ის ინფორმაციით, ლუკა ლოჩოშვილი გერმანიაში ხვალ დილით ჩაფრინდება - სამედიცინო შემოწმება დაგეგმილია. როგორც შევიტყვეთ, "ნიურნბერგი" ლოჩოშვილში "კრემონეზეს" 1.5 მილიონს გადაუხდის. ქართველი მცველი გერმანულ კლუბთან კონტრაქტს 3+1 სისტემით გააფორმებს".

ლოჩოშვილი გასულ სეზონის მეორე წრეში იჯარის წესით "სალერნიტანაში" თამაშობდა, რომელიც სერია C-ში გავარდა.

"ნიურნბერგმა" მეორე ბუნდესლიგაში გასული სეზონი 48 ქულით მეათე ადგილზე დაასრულა, მომავალი სეზონის პირველ ტურში კი, 2 აგვისტოს სტუმრად "ელვერსბერგს" დაუპირისპირდება.

"ნიურნბერგი" გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონია, ამ მაჩვენებლით მხოლოდ "ბაიერნს" ჩამორჩება (34), საშინაო მატჩებს 46 780-იან "მაქს მორლოკზე" ატარებს. გუნდს ლეგენდარული თავდამსხმელი, მიროსლავ კლოზე წვრთნის.

tngh
ძალიან კარგი ვარიანტია ლუკასთვის... წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
დავითი
თან ცხრაგზის ჩემპიონიო წერია და ბოლოს 57 წლის წინ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი და ამ ცხრა ტიტულიდან უმრავლესობა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მოიგო. კი, ფორმალურად სიმართლეა, მაგრამ ამჟამად მე-2 ბუნდესლიგის მეათეადგილოსანს ცხრაგზის ჩემპიონად რომ მოიხსენიებ სათაურში, როგორც მინიმუმ არასწორ წარმოდგენებს ქმნი.
ნიკა-ს
მასე იძახდით ჩაკვეტაძეზეც
ნიკა
ბუნდესლიგამდე ერთი ნაბიჯია
გია
ისე წერთ, გეგონება ბუნდესლიგაში გადავიდა

საზონოვის ჯანმრთელობას ეშველოს რამე და კარიერას თვითონ უშველის.რაც შეეხება კაშიას,ღმერთმა კიდევ დიდხანს ათამაშოს.თუ სხვა ვინმე გამოგვიჩნდა მასზე უკეთესი,მაშინაც კი,ფასდაუდებელი დაზღვევა გვყოლება მისი სახით.დაცვის ცენტრში საკმაოდ ხშირია ბარათები და საიმედო,გამოცდილი შემცვლელი,ყოველთვის საჭიროა.ეგეც არ იყოს,გურამ კაშია არასოდეს ყოფილა სისწრაფით გამორჩეული და ასაკის მატებასთან ერთად,ბევრი არაფერი დაუკარგავს.ის თამაშის წაკითხვით,დაცვის ხელმძღვანელობით,პოზიციის სწორი შერჩევით არის ძლიერი და გვექნება ბევრი ისეთი თამაში,სადაც მისი თვისებები,შესაძლოა უფრო საჭირო აღმოჩნდეს,ვიდრე მასზე ახალგაზრდა და სწრაფი მცველისა.არც ფეხბურთლის პასპორტში ყურებაა სწორი.შეხედე როგორ თამაშობს და აის მიხედვით შეარჩიე ვინ ითამაშოს.ეს ნაკრებია და არა კლუბის დუბლშემადგენლობა,სადაც ახალგაზრდას აძლევენ სათამაშო დროს,რომ ისწავლოს და ძირითადი შემადგენლობისათვის თანდათან გაიზარდოს.ქვეყნის პირველ ნაკრებში,მხოლოდ იმ მომენტში საუკეთესოები უნდა თამაშობდნენ.

ლუკა უკვე 27 წლისაა და იტალიაში თუ რამის სწავლა შეეძლო,წესით უკვე ნასწავლი ექნება.გარემოს შეცვლა,სხვა ლიგაში და ფეხბურთში გადასვლა,შესაძლოა მისთვისაც და ნაკრებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს.გერმანიაში უფრო ტემპიან და ფიზიკურ ფეხბურთს თამაშობენ,ვიდრე იტალიაში,იტალიური ტაქტიკური განათლება კი,აქაც დაეხმარება.რა თქმა უნდა პირველი ბუნდესლიგა,ან სხვა ქვეყნის უმაღლესი ლიგა გვერჩია,მაგრამ ეტყობა ვერ სწვდება,ამ ჯერზე მაინც.ისე,რასაც მეცის და სენტ ეტიენის დაცვას ვხედავდი,ლუკა დაცვის ლიდერი გახდებოდა,მაგ კლუბებში.წარმატებებს და მუდმივ სათამაშო პრაქტიკას ვუსურვებ ნიურნბერგში და ვინ იცის,იქნებ უფრო ძლიერი კლუბების ყურადღებაც მიიქციოს.27 წელი,მცველისათვის ბევრს არაფერს ნიშნავს.
lasha
ეჰ. გამეხარდა ვიფიქრე ბუნდესლიგაში გადავიდა თქო
კახა
და კიდევ სად ვთქვი ეგ სიტყვები ,,მაგარი ვარიანტიაო"
კახა
ეგ ნიუმბერგი ტრადიციული გუნდია და არაა ეგრე ხელწამოსაკრავი კლუბი. არც ისაა გამორიცხული რომ მომავალ სეზონში ბუნდესლიგაში ითამაშოს. მთავარია ასევე რომ პრაქტიკა ექნება და ნაკრებს გამოადგება. ნუ იბოღმებით აქ ვიღაც ვიღაცეები.
პეტუხი კრიშტიანუ
ნიურნბერგიც ბავარიის გუნდია,თავის დროზე გერდ მიულერი არჩევდა სად წასულიყო,მაქ თუ ბაიერნში!
პეტუხი კრიშტიანუ
იქნებ საზონოვის კარიერასაც ეშველოს რამე,თორემ სადაა დასაკარგი ცენტრ.მცველები?კაშიას ყურება მოგვიწევს კიდევ,სანამ ბაბუაჩემის ხნის არ გახდება!
Toy
Ბოლო პაპიტკაა، რომ ნორმალური კარიერა დადოს.
zaza
მაგარია ვარიანტიაო აქ წერს ვიღაც კახა და 2 ბუნდესლიგის მე 10 ადგილოსანი თუ კარგი ვარიანტი იყო ეგ არ ვიცოდი.რა კლასის მცველიცაა ისეთივე რანგის გუნდში მოხვდა და შეეშვიტ რა ამ უაზრო ტრაბახს ვითომცდა ჩვენი ფეხბურთელები ტოპ5 ბობოლა კლუბებს უნდათ და ბოლოს პარჩაკ გუნდებსი ხვდებიან.ჩაკვეტაძეზეც რომ დიდი მოლოდინებია ეგეც აუტსაიდერ გუნდსი გადავა.ვინც მართლა მაგარია კი თამაშობენ მსოფლიოს უძლიერეს გუნდებში.კვარას და მამარდას ვგულისხმობ.
კახა
წარმატებები ლუკას! არაა ცუდი ვარიანტი.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "გროიტერ ფიურტს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
ოფიციალურად - ლორთქიფანიძე "კარარეზეში" გადავიდა
"ის ფეხბურთელია, რომელსაც ვეძებდით" - ლოჩოშვილი ოფიციალურად "კიოლნში" გადავიდა
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
უკან პრემიერ ლიგაში - ვარდი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ჩემპიონი "შალკე" დაამარცხა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?