ხონის საფეხბურთო საზოგადოების სურვილია, ქალაქის ცენტრალურ სტადიონს ლეგენდარული ქართველი კომიკოსის იპოლიტე ხვიჩიას სახელი მიენიჭოს
საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა რთულია არა მარტო რეგიონებში, არამედ უფრო მაღალ დონეზეც, პრობლემური ვითარების გამოსწორება მხოლოდ ადგილობრივი ძალებით, სპეციალისტებით, მით უმეტეს, თანამედროვე ტექნიკის უქონლობის პირობებში კი თითქმის შეუძლებელია.

მას შემდეგ, რაც ხონის საფეხბურთო კლუბი პირველ ლიგაში გადავიდა, დღის წესრიგში დადგა სტადიონის კეთილმოწყობის საკითხი, რომელიც ეტაპობრივად გადაიჭრა ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, თუმცა ბოლომდე ვერ მოხერხდა ბუნებრივსაფრიანი მოედნის ხარისხის გაუმჯობესება, რის გამოც "იმერეთს" უარი ეთქვა საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობაზე.

ამჟამად ეს საკითხიც მოგვარებულია საქმისადმი იმ მიდგომის წყალობით, რომელიც აირჩია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. მისი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას ინიციატივით, უცხოური სპეცტექნიკით, იტალიური მრავალფუნქციური მანქანა "პერუცოს" დახმარებით, რომელიც ახალგაზრდა სპეციალისტის გიორგი კობრავას მართვით ერთდროულად აკეთებდა მინდორზე რამდენიმე ოპერაციას, ხონში საფრის ვარგისიანობა მოწესრიგდა და "იმერეთი", რომელიც წინა საფეხბურთო სეზონში არაერთ საშინაო მატჩს მეზობელ მარტვილში ატარებდა, 29 აგვისტოს თავის მოედანზე მიიღებს ლანჩხუთის "გურიას".

ამავდროულად, ხონის საფეხბურთო საზოგადოების სურვილია, ქალაქის ცენტრალურ სტადიონს მიენიჭოს ლეგენდარული ქართველი კომიკოსის, ხონში დაბადებულ-გაზრდილი იპოლიტე ხვიჩიას სახელი, რომელიც საფეხბურთო როლების განუმეორებელი შემსრულებელი გახლდათ. იმედია, შესაბამისი სტრუქტურები ამ თხოვნას დააკმაყოფილებენ.

დემურ ტორაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
ლაფში ამოვლებული ბურვაკებივით რომ არიან აგი ფეხბურთელები, დააგეთ ახალი ბალახის საფარი, თვარა ვერ ვარჩევთ გულშემატკივრები ამ ტალახში ადამიანები დარბიან თუ ღორები. განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხი, ვისაც სათვალეები გვიკეთია, ვერ ვხედავთ კარგათ რა ჯიშის ცხოველები დარბიან ტალახიან მოედანზე. იპოლიტე ხვიჩიას ისე ღორები ქე უყვარდა.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა