მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში ბრუნდება. მსოფლიოს რაგბის გადაწყვეტილებით, 2026 წლის ჩემპიონატს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს.

2017 წელს, 20-წლამდელთა მე-10 ჩემპიონატი საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს „აია არენა“ და „ავჭალის“ სტადიონი მასპინძლობდა, ფლეი ოფები და ფინალები კი „მიხეილ მესხზე“ შედგა.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ მის საორგანიზაციო მხარეს უმაღლესი შეფასება მისცა და საუკეთესოდ ორგანიზებული 20-წლამდელთა ჩემპიონატი უწოდა. მაშინ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა და ჩემპიონის ტიტული ახალმა ზელანდიამ მოიპოვა (ფინალში ინგლისი 64:17 დაამარცხა), საქართველო კი მე-10 ადგილს დასჯერდა.

2026 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატს ასევე თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს, მონაწილეთა რაოდენობა კი 16-მდე იზრდება და ქართველ გულშემატკივარს რაგბის მომავალი ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაარსების პირველ ორ წელს - 2008 და 2009 წლებში მონაწილეთა რაოდენობა ასევე 16 იყო, მერე კი 12-მდე შემცირდა.

გაისად საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომლებიც ჩვენს 20-წლამდელებთან ერთად ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობენ - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. მათ დაემატება 4 ქვეყანა, რომლებმაც შარშანდელ ალაფაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან - ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი.

2011 წელს საქართველომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა კიდევ ერთ ტურნირს - ალაფას (მეორე დივიზიონი) უმასპინძლა. მასში 8 გუნდი მონაწილეობდა და თამაშები თბილისში, „ავჭალასა“ და „შევარდენის“ სტადიონებზე გაიმართა.

დავით კაჭარავა (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი):

„უკვე მეორედ ვმასპინძლობთ 20-წლამდელთა ჩემპიონატს, რაც არა მხოლოდ ქართული რაგბის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ამბავია. ტურნირის ფორმატი იზრდება და 2026 წელს საქართველოში 12-ის ნაცვლად 16 გუნდი ითამაშებს. გამოწვევას კარგად უნდა გავართვათ თავი და 2017 წლის მსგავსად, ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი ჩავატაროთ“.

„ამ ყველაფერში აქტიურადაა ჩართული ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც მხარს გვიჭერს და გვერდში გვიდგას. სწორედ ხელისუფლების დახმარებით გახდა შესაძლებელი ტურნირის მასპინძლობის უფლების მოპოვება, რადგან მათი გარანტიების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“.

„ვფიქრობ, 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოში რაგბის განვითარების კუთხით ახალ ტალღას გამოიწვევს და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება რაგბით. დამწყებ მორაგბეებს ექნებათ შესაძლებლობა თავისი თვალით იხილონ თუ როგორ თამაშობენ მსოფლიო რაგბის გრანდები და ამომავალი ვარსკვლავები“.

„თამაშები გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და ეს კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს ქართულ რაგბს. როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ რაგბის გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა დაესწრონ თამაშებს და მონაწილეობა მიიღოს ამ დიდ სარაგბო ზეიმში“.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ქვეყანას და რაგბის სამყაროს ამ დიდ მოვლენას. მადლობა როგორც მსოფლიო რაგბს ამ გადაწყვეტილებისთვის, ასევე ჩვენს ხელისუფლებას გვერდში დგომისთვის. მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. წინ არის გამოწვევა, რომელსაც მაქსიმალურად კარგად უნდა გავართვათ თავი და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, როგორც სპორტული, ასევე ოპერაციული, მარკეტინგული და სხვა ნებისმიერი მიმართულებით“.

„დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნისა და რაგბისათვის ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მთელი საქართველო ზეიმით შეხვდება. რთულ პერიოდში სპორტი არის მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც დიდი ერთობის და სიხარულის მოტანა შეუძლია, მით უმეტეს, რომ საქართველოში სპორტი პრიორიტეტად არის დასახელებული და ასეთი დიდი ტურნირის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“.

ნაიჯელ კასი (მსოფლიო რაგბის შეჯიბრებებისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი):

„მოხარულები ვართ 20-წლამდელთა ჩემპიონატის საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარების შესაძლებლობით - ქვეყანაში, რომლის ერს თამაშისადმი განსაკუთრებული სიყვარული და მსოფლიო დონის ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს“.

„ტურნირი თბილისსა და ქუთაისში ბრუნდება, ამჯერად 16 გუნდით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასახული მიზნის მისაღწევად, რაც გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის საერთაშორისო დონეზე თავის გამოჩენის შესაძლებლობას გულისხმობს“.

Rugby.ge

გიორგი
სჯობს, რომ ერთ მოედანზე, ერთ დღეში ზედიზედ ორზე მეტი თამაში არ დაიგეგმოს. ბათუმისა და კახეთის რომელიმე სტადიონის გამოყენება საუცხოო ამბავი იქნებოდა.

ძალიან კარგია!ბათუმშიც შეიძლება თამაშების გადანაწილება.იმედია სარაგბო ინფრასტრუქტურას კიდევ რაიმეს შემატებენ,სამომავლოდ რომ გამოგვადგება.
ნიკო
მშვენიერი სიახლეა, ვულოცავ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო განაცხადის შეტანაში და ასევე, ვინც ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულება აიღო. ახალგაზრდულები კომერციული ტურნირები არაა და ამიტომ ფინანსები ჭირს ხოლმე, მდიდარ ქვეყნებსაც დიდად არ უყვართ ახალგაზრდულის დაფინანსება. მაგალითად წლევანდელი ესპანეთში უნდა ყოფილიყო, მაგრამ უარი თქვეს. წარმატებულ შეჯიბრს ჩავატარებთ დარწმუნებული ვარ და ჩვენი ნაკრების ღირსეულ შედეგსაც ველი. P.S. "რადროს ეგაა", "რაგბი ვჭამოთ?" და ასეთები არ იყოს:)))))
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"