იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა "ნაპოლიმ" გუნდის ახალწვეულის ბელგიელი ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის წარდგენა მოაწყო, რის შემდეგაც გამოცდილი შემტევი ჟურნალისტებს ესაუბრა და მის "პარტენოპეიში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"აქ იმიტომ ვარ, რომ ამ კლუბს ყველა დონეზე ტიტულებისთვის ბრძოლა შეუძლია. ასევე მეც შემიძლია, რომ ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინო. აღფრთოვანებული ვარ ჩემს ცხოვრებაში ამ ახალი თავით. ჯერ კიდევ მაქვს მოტივაცია და უნარები, რომ ამ დონეზე კონკურენტუნარიანი ვიყო.

"ნაპოლის" გეგმებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ჩემი არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ. შევუერთდი გუნდს, რომელსაც მაღალი დონის უნარები აქვს და ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევა სურს. ვიმედოვნებთ, რომ სერია A-ში რაც შეიძლება მაღალ ადგილს დავიკავებთ და ჩემპიონთა ლიგასა და თასზე კარგად ვითამაშებთ.

ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა და ვიცი, რომ ის პრემიერ ლიგისგან განსხვავდება. მომიწევს გუნდთან და სერია A-სთან ადაპტაცია, რომელიც ძალიან რთული ჩემპიონატია ბევრი კარგი გუნდით, მაგრამ თავდაჯერებული ვარ საკუთარ თავში და მატჩებს მოუთმენლად ველი.

ბევრი განსხვავებული შეთავაზება მქონდა - განსხვავებული ცხოვრების წესითა და კონკურენციის დონით, მაგრამ ყველა ასპექტით, "ნაპოლი" ჩემთვის საუკეთესო პროექტი იყო. ისინი უკვე ჩემპიონები არიან და 4-5 მოთამაშის დამატებით გუნდს აუმჯობესებენ.

არ ვარ კლუბის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, მაგრამ ჯერ კიდევ რაღაცები მაქვს დასამტკიცებელი. შემიძლია სხვა მოთამაშეებს დავეხმარო და თავად ვისწავლო რაღაც, მაგალითად, თამაშის ახალი სტილი.

ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. დადგება დღე, როცა ვიგრძნობ, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ ახლა 34 წლის ვარ და ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ მზად ვარ მაღალ დონეზე სათამაშოდ. ეს ოფიციალურ მატჩებში უნდა ვაჩვენო", - თქვა დე ბრუინმა.

სლავა უკრაინი
კარგი შენაძენია ნაპოლისათვის
პეტუხი კრიშტიანუ
მართალია,ამ გუნდზე რაიმე დადებითის თქმა აკრძალულია აქ,მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რომ ნაპოლი იტალიური გრანდი ხდება,ერთი კვარას შემცვლელს ვერ პოულობენ!
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
დი კანიო: სერია А-ს სპილოების სასაფლაოა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო