რაგბის მოყვარულებო, მოემზადეთ! რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ბრუნდება. მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026 წლის ჩემპიონატს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც რაგბის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყნის, სტატუსს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ამ დონის ჩემპიონატს მასპინძლობს. 2017 წელს, 20-წლამდელთა მე-10 ჩემპიონატი წარმატებით გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. მაშინ „აია არენა“ და „ავჭალის“ სტადიონი ჯგუფურ ეტაპს მასპინძლობდნენ, ხოლო ფლეი-ოფები და ფინალური მატჩები „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე შედგა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რაგბიმ საქართველოს საორგანიზაციო მხარეს უმაღლესი შეფასება მისცა და ჩემპიონატი საუკეთესოდ ორგანიზებულ 20-წლამდელთა ჩემპიონატად აღიარა. 2017 წელს 12 გუნდი მონაწილეობდა, ჩემპიონის ტიტული კი ახალმა ზელანდიამ მოიპოვა, რომელმაც ფინალში ინგლისი 64:17 დაამარცხა, ხოლო საქართველომ ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა.

2026 წელს ჩემპიონატი კვლავ თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, მაგრამ ამჯერად, მონაწილე გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება! ეს ქართველ გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, რომ საკუთარი თვალით იხილოს რაგბის მომავალი ვარსკვლავების სარაგბო „პერფორმანსი“. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაარსების პირველ ორ წელს - 2008 და 2009 წლებში - მონაწილეთა რაოდენობა ასევე 16 იყო, შემდეგ კი 12-მდე შემცირდა.

მომავალ წელს საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომელიც ჩვენს 20-წლამდელებთან ერთად ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობს - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. მათ დაემატება 4 ქვეყანა, რომლებმაც წინა წლის ალაფაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს. ესენი არიან - ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი.

საქართველოს გამოცდილება რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატების მასპინძლობაში ამით არ ამოიწურება. 2011 წელს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურნირს - ალაფას (მეორე დივიზიონი) უმასპინძლა. ამ ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა და თამაშები თბილისში, „ავჭალისა“ და „შევარდენის“ სტადიონებზე გაიმართა.

საქართველო მოუთმენლად ელის 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს და მზადაა, სტუმრებსა და გულშემატკივრებს დაუვიწყარი გამოცდილება შესთავაზოს.

მსოფლიო რაგბის შეჯიბრებებისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, ნაიჯელ კასი აღნიშნავს:

„მოხარულები ვართ 20-წლამდელთა ჩემპიონატის საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარების შესაძლებლობით - ქვეყანაში, რომლის ერს თამაშისადმი განსაკუთრებული სიყვარული და მსოფლიო დონის ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს“.

„ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში ბრუნდება, ამჯერად 16 გუნდით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასახული მიზნის მისაღწევად, რაც გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის საერთაშორისო დონეზე თავის გამოჩენის შესაძლებლობას გულისხმობს“.

„მზად ვართ, საქართველოს რაგბის კავშირთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩავატაროთ კიდევ ერთი დაუვიწყარი ჩემპიონატი. ამავდროულად, ვუსურვებ წარმატებას ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას ხვალინდელ ფინალში.“

საქართველოს რაგბის კავშირის, დავით კაჭარავას კომენტარი ზემოთაღნიშნულ თემაზე:

„უკვე მეორედ ვმასპინძლობთ 20-წლამდელთა ჩემპიონატს, რაც არა მხოლოდ ქართული რაგბის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ამბავია. ჩემპიონატის ფორმატი იზრდება და 2026 წელს საქართველოში 12-ის ნაცვლად 16 გუნდი ითამაშებს. გამოწვევას კარგად უნდა გავართვათ თავი და 2017 წლის მსგავსად, ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატი ჩავატაროთ“.

„ამ ყველაფერში აქტიურადაა ჩართული ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც მხარს გვიჭერს და გვერდში გვიდგას. სწორედ ხელისუფლების დახმარებით გახდა შესაძლებელი ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვება, რადგან მათი გარანტიების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“.

„ვფიქრობ, 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოში რაგბის განვითარების კუთხით ახალ ტალღას გამოიწვევს და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება რაგბით. დამწყებ მორაგბეებს ექნებათ შესაძლებლობა თავისი თვალით იხილონ თუ როგორ თამაშობენ მსოფლიო რაგბის გრანდები და ამომავალი ვარსკვლავები“.

„თამაშები გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და ეს კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს ქართულ რაგბს. როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ რაგბის გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა დაესწრონ თამაშებს და მონაწილეობა მიიღოს ამ დიდ სარაგბო ზეიმში“.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ქვეყანას და რაგბის სამყაროს ამ დიდ მოვლენას. მადლობა როგორც მსოფლიო რაგბს ამ გადაწყვეტილებისთვის, ასევე ჩვენს ხელისუფლებას გვერდში დგომისთვის. მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. წინ არის გამოწვევა, რომელსაც მაქსიმალურად კარგად უნდა გავართვათ თავი და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, როგორც სპორტული, ასევე ოპერაციული, მარკეტინგული და სხვა ნებისმიერი მიმართულებით“.

„დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნისა და რაგბისათვის ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მთელი საქართველო ზეიმით შეხვდება. რთულ პერიოდში სპორტი არის მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც დიდი ერთობის და სიხარულის მოტანა შეუძლია, მით უმეტეს, რომ საქართველოში სპორტი პრიორიტეტად არის დასახელებული და ასეთი დიდი ტურნირის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

📧 ელ.ფოსტა: office@rugby.ge

📞 ტელეფონი: +995 32 2204535

🌐 ვებსაიტი: www.rugby.ge

R

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ურუგვაი
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა