რუსეთი. პრემიერლიგა. XXI ტური: ხმა დაირხა, რომ "ყუბანი" "ვოლგასთან" წააგებდა და ამიტომ ტოტალიზატორები მატჩზე ფსონებს არ იღებდნენ
რუსეთი. პრემიერლიგა. XXI ტური

ამკარი-რუბინი 1:1

გოლები: 1:0 სეკრეტოვი (36), 1:1 კვერკველია (84)

ცსკა-ტომი 3:0

გოლები: 1:0 დუმბია (51), 2:0 ჰონდა (63), 3:0 დუმბია (68)

კრილია სოვეტოვი-ზენიტი 2:5

გოლები: 0:1 დანი (22), 0:2 შიროკოვი (29), 1:2 იაკოვლევი 31), 1:3 ლომბერტსი (32), 1:4 ფაიზულინი (34), 2:4 იაკოვლევი (51), 2:5 შიროკოვი (78, პენალტით)

ტერეკი-როსტოვი 1:1

გოლები: 0:1 კალაჩოვი (19), 1:1 კაცაევი (90)

ანჟი-დინამო 2:1

გოლები: 1:0 ბუსუფა (22), 1:1 ვორონინი (45), 2:1 პრუდნიკოვი (72)

სპარტაკი (ნ)-სპარტაკი (მ) 1:1

გოლები: 1:0 გოშოკოვი (26), 1:1 ძიუბა (53)

ყუბანი-ვოლგა 5:0

გოლები: 1:0, 2:0 ტრაორე (20, 45), 3:0 ბუკური (53), 4:0 კომკოვი (71), 5:0 დავიდოვი (89)

ლოკომოტივი-კრასნოდარი 1:0

გოლი: 1:0 გლუშაკოვი (34)

რუსული პრემიერლიგის გასულ ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილები არ შეუტანია: ერთადერთი „ანჟიმ“ გადაინაცვლა მეოთხე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის ბრძოლაში მოსკოვის „დინამოს“ წამოეწია. სწორედ ამ ორი გუნდის დაპირისპირება იყო მიჩნეული ტურის ცენტრალურ შეხვედრად, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ; მანამდე კი ის ტენდენცია გვინდა აღვნიშნოთ, წლევანდელ გათამაშებას სტარტიდან მოყოლებული რომ ახასიათებს.

ერთობ მაღალ შედეგიანობას ვგულისხმობთ - ახლაც, რვა შეხვედრაში 25 გოლი გავიდა (ანუ, ერთ მატჩში საშუალოდ სამი ბურთი!), ყველაზე უხვგოლიანი მატჩი კი სამარაში ჩატარდა, სადაც აუტსაიდერმა „კრილია სოვეტოვმა“ ვერაფერი გააწყო ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტთან „ზენიტთან“. ლუჩანო სპალეტის გუნდის გამარჯვება არავის გაჰკვირვებია, უბრალოდ, „უცნაური“ ის იყო მხოლოდ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად გოლი ვერ გაიტანა „ზენიტის“ საუკეთესო ბომბარდირმა, 28 წლის ალექსანდრ კერჟაკოვმა. აი, მასპინძელთა შორის კი, უდავოდ, გამოსარჩევია 20 წლის პაველ იაკოვლევი - ახალგაზრდა ნახევარმცველმა „დუბლი“ შეასრულა და მეორე გოლი მართლაც ეფექტური შორეული დარტყმით გაიტანა.

ბევრისთვის მოულოდნელად უხვგოლიანი გამოდგა „ყუბანი“-„ვოლგას“ მატჩიც, - მასპინძლებმა ამ გამარჯვებით, ფაქტობრივად, დაიბევეს ადგილი პირველ რვა გუნდში. ერთი შეხედვით, მასპინძელთა გამარჯვება არავის უნდა გაჰკვირვებოდა - წარსულში ცნობილი რუმინელი ფეხბურთელის, დან პეტრესკუს ხელმძღვანელობით მოასპარეზე „ყუბანი“ მეტოქეს კლასითაც აღემატება, ფინანსებითაც და ამბიციითაც; თუმცა, შეხვედრამდე ჯერ კიდევ ოთხი-ხუთი დღით ადრე რუსულ მასმედიაში მართლაც „არანორმალური“ აჟიოტაჟი იყო ატეხილი ამ მატჩის ირგვლივ! ანუ, ყველა დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ კრასნოდარელები ამ შეხვედრას წააგებდნენ და ამიტომაც იყო „ყუბანი“-„ვოლგას“ მატჩზე ფსონებს არავინ რომ იღებდა!

უფრო ზუსტად, რამდენიმე საბუქმეიქერო კანტორამ მაინც „გაბედა“ და ფსონები გამოაქვეყნა, მაგრამ შემდეგ ეს ფსონები 180 Uგრადუსით შეიცვალა და მატჩის უდავო ფავორიტის სტატუსიც „ვოლგას“ ჰქონდა. რეალურად კი რაც მოხდა, ანგარიში მეტყველებს: 20 წლის კოტდივუარელი ფორვარდის ლასინა ტრაორეს „დუბლით“ მასპინძლებმა საქმე, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში მოამთავრეს, შემდეგ კიდევ სამი გოლიც დაუმატეს და ასე „ამოაყირავეს“ მატჩამდელი არსებული ყველა პროგნოზი.

სხვათა შორის, შეხვედრის დასრულების შემდეგ დან პეტერსკუმ ამაყად განაცხადა, რომ ვიდრე „ყუბანის“ მთავარი მწვრთნელი იქნება, მისი გუნდი გარიგებულ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენთვის კი საწყენი ის იყო, რომ ამ წაგებით „ვოლგას“ სატურნირო მდგომარეობა ისევ არასახარბიელო დარჩა; არადა, ნიჟნი ნოვგოროდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრი ჩერიშევმა თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ოთხ ქართველს ანდო ადგილი: 26 წლის გოჩა ხოჯავამ, 22 წლის მათე ვაწაძემ, 23 წლის ზურაბ არზიანმა და 22 წლის გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშეს, მაგრამ...

ტურის ცენტრალური მატჩი კი მახაჩყალაში ჩატარდა და გაჯი გაჯიევის „ანჟიმ“ დაძაბულ ბრძოლაში შეძლო უშუალო კონკურენტის, „დინამოს“ დამარცხება. სხვათა შორის, მატჩამდე რუსი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ გაჯიევი ასეთ პრინციპულ მატჩში სხვა მეკარეს დაეყრდნობოდა, მაგრამ გამოცდილმა სპეციალისტმა კვლავაც ნუკრი რევიშვილს გამოუცხადა ნდობა და არც შემცდარა! საქართველოს ნაკრებისა და „ანჟის“ 24 წლის მეკარემ სტუმართა ცნობილ შემტევებს, 31 წლის ანდრეი ვორონინსა და 29 წლის კევინ კურანის ორი რთული ბურთი აუღო და, საერთოდაც, მთელი მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა.

ასევე მხოლოდ ქების სიტყვებით გვინდა აღვნიშნოთ „რუბინის“ ახალგაზრდა მცველის, საბა კვერკველიას მორიგი ჩინებული მატჩი: 19 წლის ქართველმა უმაღლეს ლიგში სადებიუტო გოლი გაიტანა! თანაც, კვერკველიას გოლმა „რუბინს“ ქულა მოუტანა: ყურბან ბერდიევის გუნდი „ამკართან“ მარცხდებოდა, როცა ისრაელის ნაკრებისა და ყაზანელთა გუნდის 23 წლის ნახევარმცველის ბიბრას ნათხოს კუთხურს ქართველი ფეხბურთელის ეფექტური თავური დარტყმა მოჰყვა!

ამ მატჩში კიდევ ერთი ქართული გვარ-სახელის მქონე ფეხბურთელიც ვიხილეთ: „ამკარის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა 25 წლის ზურაბ ცისკარიძემ, ვისაც ბავშვობა პოლონეთში გაუტარებია, შემდეგ კი ოჯახთან ერთად აშშ-ში გადასულა. ცისკარიძის სიტყვებით, სხვადასხვა დროს უთამაშია „კანზასში“, „კოლამბუსში“ (ორივე-აშშ), „ვანკუვერში“, „იმპაკტეში“ (ორივე-კანადა), „ინტერნასიონალში“, „ბარუერში“ (ორივე-ბრაზილია). ეგ კი არა, ქართული გვარ-სახელის მქონე ფეხბურთელმა ჩვენ რუს კოლეგებს ისიც ამცნო, რომ გარკვეული პერიოდი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა!

დაბოლოს, თანაკლუბელთა დაპირისპირებაზეც: ნალჩიკის „სპარტაკი“ ტაიმნახევარი უგებდა რუსების სახალხო გუნდს, მაგრამ 23 წლის არტიომ ძიუბამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მასპინძელთა შორის ძირითადში იყვნენ 29 წლის დავით სირაძე და რუსეთის მოქალაქე, 24 წლის ელგუჯა რუხაია; აი, სტუმართა გუნდის ქართველი ლეგიონერი, 18 წლის ჯანო ანანიძე, ისე როგორც წინა ტურის მატჩში, კვლავაც სათადარიგოთა სკამზე იჯდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ