ბრიუსელი, ვალკენსვაარდი, ბათი, ლისაბონი, ესბიერგი, მურსია, პარიზი, ლინიანო საბიადორო, ბელგრადი, ტამპერე, ტრაბზონი, უტრეხტი, თბილისი, დიორი, ბაქო, ბანსკა ბისტრიცა, მარიბორი...ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ამ ჩვიდმეტ ქალაქს ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები აერთიანებს. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ინიციატივით დაარსებულ მულტისპორტულ შეჯიბრებას პირველად ბრიუსელმა უმასპინძლა 1991 წელს და მას შემდეგ ტურნირი, ყოველ კენტ წელიწადს, ხსენებული თანმიმდევრობით მიიღო თითოეულმა მათგანმა.რიგით მეთვრამეტე ფესტივალის მასპინძლობის პატივი ჩრდილოეთი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს ერგო, სადაც 21-დან 26 ივლისის ჩათვლით 14-18-წლის სპორტსმენები თხუთმეტ სახეობაში გაითამაშებენ მედლების ასზე მეტ კომპლექტს.

შეჯიბრებების უმეტესობა სკოპიეს არენებზე გაიმართება, რამდენიმე ასპარეზობა ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქ კუმანოვოში (კალათბურთი, საგზატკეცილო და სამთო ველორბოლები), მხატვრულად ტანმოვარჯიშეები კი ხორვატიის ქალაქ ოსიეკში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.სკოპიე 2025-ის გახსნის საზეიმო ცერემონია იანე სანდანსკის სახელობის სპორტული ცენტრის მთავარ დარბაზში გაიმართა. 49 ქვეყნის დელეგაციას და ლტოლვილთა გუნდს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი მიესალმა, ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტმა გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ კი შეჯიბრება ოფიციალურად გახსნა.

საქართველოს გუნდი, დელეგაციის ხელმძღვანელის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის მეთაურობით, თითქმის სრული შემადგენლობით დაესწრო გახსნის ცერემონიას. ერთა აღლუმზე ახალგაზრდა ქართველი ათლეტები გერმანელი თანატოლების შემდეგ გამოჩნდნენ.შოუს ოფიციალური სახელწოდება ასეთი იყო: ერთად ვთამაშობთ, ერთად ვანათებთ! საორგანიზაციო კომიტეტმა სტუმრებს მუსიკალური წარმოდგენა შესთავაზა, სადაც მთავარი როლები ახალგაზრდა ჩრდილომაკედონიელმა პოპვარსკვლავებმა სარა მაცემ, ლარა ივანოვამ, იანგ დედიმ და ალეკსანდარ ტარაბუნოვმა შეასრულეს, ჩრდილოეთი მაკედონიის და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშები შესაბამისი ჰიმნების ფონზე აღიმართა.

აჟღერდა ფესტივალის ჰიმნიც, რომლის ავტორი რობერტ ბილბილოვი გახლავთ. რაც შეეხება თილისმას, მზე სახელად შაინი (Shiny) მთელი სანახაობის მანძილზე ამხიარულებდა სტუმრებს.საქართველოს გუნდის მედროშეობის პატივი წილად ხვდათ ტყვიის სროლაში ქვეყნის ჩემპიონს, 16 წლის ლიზი აღნიაშვილს და ევროპის ჩემპიონ ძიუდოისტს, 17 წლის გიორგი მუმლაძეს. საინტერესოა, რომ გიორგი არასრულ ერთ თვეში მეორედ იჭიდავებს სკოპიეში. ივნისის მიწურულს მან ჩრდილოეთი მაკედონიის დედაქალაქში 18-წლამდელთა ევროჩემპიონატი მოიგო.

გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ის დაუმარცხებელია: თებერვალსა და აპრილში სამორინსა და ტეპლიცეში ევროპის თასები მოიპოვა, ასე რომ, სრულიად სამართლიანად ითვლება ფესტივალის ოქროს მედლის მთავარ პრეტენდენტად.სკოპიე 2025 საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური გუნდისთვის მეჩვიდმეტე ფესტივალია. ქართველი ჭაბუკები და გოგონები ამ შეჯიბრებას 1993 წელს, ნიდერლანდურ ვალკენსვაარდში შეუერთდნენ და მას შემდეგ უცვლელად მონაწილეობენ ყველაზე მასშტაბურ ასაკობრივ კონტინენტურ თამაშებში.საქართველოს წარგზავნილებს პირად და გუნდურ შეჯიბრებებში სადღეისოდ 104 მედალი აქვთ მოგებული: 30 ოქრო, 25 ვერცხლი და 49 ბრინჯაო. ამ შედეგით ჩვენი ქვეყანა ფესტივალის საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-16 ადგილზეა.

სპორტული ასპარეზობები 21 ივლისის დილიდან დაიწყება. პირველ დღეს სკოპიეს არენებზე ჩვენი გუნდის შვიდ წევრს ვიხილავთ: ბადმინტონის ტურნირში დანიელ ვაგარშაკიანი და ქეთევან წამალაიძე ჩაერთვებიან; ანასტასია მიქელაშვილი და სალი შჩერბაევა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით საკვალიფიკაციო გაცურვაში მიიღებენ მონაწილეობას (სათანადო შედეგის შემთხვევაში ისინი საღამოს იასპარეზებენ ნახევარფინალში); სიგრძეზე მხტომელთა შესარჩევ ეტაპზე ლიზი მუღალაშვილი გამოვა, ტყვიის მსროლელთა კვალიფიკაციაში კი სანდრო ხოსიტაშვილს და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მედროშეს ლიზი აღნიაშვილს ვიხილავთ.წარმატებები ჩვენს გოგონებს და ვაჟებს!

ლაშა გოდუაძე

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის წევრი

2025 წლის 20 ივლისი სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე