პრიმერადივიზიონი. კლუბების წარდგენა - "რაიო ვალეკანო" (მადრიდი)

ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის ელიტაში პირველად იასპარეზებს 4 მადრიდული კლუბი, ტრადიციულ "რეალსა" და "ატლეტიკოს", აგრეთვე გარეუბნის "ხეტაფეს", დაემატა "რაიო ვალეკანო", რომელიც პრიმერადივიზიონს დაუბრუნდა.

"რაიო ვალეკანოს" წარმატებაში ორმა ფაქტორმა უდიდესი როლი ითამაშა, პირველი გუნდის ერთგული ფანობაა, მეორე კი მწვრთნელი ხოსე რამონ სანდოვალი, რომელმაც საჭირო დროს, საჭირო სიტყვები გამონახა ფინანსურ კრიზისში მყოფი კლუბის ფეხბურთელების გასამხნევებლად. ერთი ხანობა, უხელფასობით გატანჯული ფეხბურთელები გაფიცვასაც კი აპირებდნენ, არადა, იმ დროს გუნდი სეგუნდადივიზიონში ლიდერობდა!

"რაიო ვალეკანო" ელიტაში გადავიდა, თუმცა ფინანსური სიტუაცია დიდად არ გამოკეთებულა. გუნდმა ერთ-ერთმა უკანასკნელმა დაიწყო სეზონისთვის მზადება. ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობამ დავალიანების ნაწილი გაისტუმრა. ფინანსური გაუმართავობის გამო, კლუბს ახალი ფეხბურთელების შეძენაზე გარკვეული შეზღუდვებიც კი დაუწესეს. ელიტაში გადასვლის მიუხედავად, მადრიდელებმა უამრავი ფეხბურთელი დაკარგეს: კოკე და არმენტეროსი "სევილიაში" გაიქცნენ, დე ლა ვეგამ და ტრეხომ "მალიორკა" გააძლიერეს, ამაიამ - "უიგანი" (შემდეგ "ბეტისი"), დავიდ აგანსოც "ელჩეში" მიდის. მათი შეცვლა კი მთლად სრულფასოვნად ვერ მოხერხდა. კლუბში დარჩენილები ამტკიცებენ, რომ მთავარია, მოთმინება და ყველაფერი გამოსწორდება.

კლუბის პრეზიდენტმა რაულ მარტინ პრესამ მთელს ლა ლიგაში ყველაზე იაფი ფასი დაადო სეზონის აბონიმენტებს.

ციტატები

მიგელ პერეს კუესტა (იგივე მიჩუ): "რაიო ვალეკანოს ესპანეთში ყველაზე საუკეთესო და ერთგული ფანები ჰყავს. გასულ სეზონში "სელტაში" ვთამაშობდი და კარგად მახსოვს, რა კოშმარი მოგვიწყეს მათ მადრიდში. არადა, მათი გუნდი 1:3-ს აგებდა, თუმცა გულშემატკივრებს ერთი წამითაც არ შეუწყვეტიათ მხარდაჭერა. "რაიო" პრიმერას ყველა გუნდს ნამდვილ ბრძოლას გაუმართავს".

პიტი: "სხვა გუნდებიდან მოწვევები მქონდა, მაგრამ დარჩენა ვარჩიე, რადგან აქ გულშემატკივრებს ძალიან ვუყვარვარ. "რაიო" ჩემთვის ყველაფერია - როცა სათამაშოდ გამოვდივარ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ამ კლუბისთვის ბოლომდე დავიხარჯები. ვფიქრობ, ამ სეზონში 10 გოლს მაინც გავიტან".

სეზონის მიზანი - პრიმერაში დარჩენა

სანდოვალი მიიჩნევს, რომ გუნდში ცვლილებები ჯერ არ დასრულებულა. მწვრთნელი წინასასეზონო მზადებით კმაყოფილია: "მართალია, ბიუჯეტით სხვა კლუბებს ვერ გავუტოლდებით, მაგრამ როცა მსაჯის სასტვენი გაისმება, მოედანზე ყველა თანასწორი ხდება. ჩვენი მთავარი ამოცანა, პრიმერაში დამკვიდრებაა".

ტრანსფერები

მივიდნენ: პედრო ბოტელიო (არსენალი, 300 ათასი ევრო), მიჩუ (სელტა, თავ. აგენტი), ხორდი ფიგუერასი (რუბინი, თავ. აგენტი), ალბერტო პერეა (ატლეტიკო ბ, თავ. აგენტი), სუელიტონ პერეირა (ვიტორია, თავ. აგენტი), რობერტო ტრაშორასი (სელტა, თავ. აგენტი), მიკელ ლაბაკა (რეალ სოსიედადი, თავ. აგენტი).

წავიდნენ: ემილიანო არმენტეროსი, რაფაელ გარსია, ნესტორ სუსაეტა, მიჩელი, ხოსე მოვილია, კარლოს დე ლა ვეგა, სალვა, იუმა, დანიელ პროვენსიო, ბრაიან ანგულო, ბორხა გარსია, კოკე, დავიდ აგანსო.

დოსიე

რაიო ვალეკანო დე მადრიდ

დაარსდა: 1924 წ.

სტადიონი: ესტადიო დე ვალეკასი (ტერესა რივერო), 14 700

პრეზიდენტი: რაულ მარტინ პრესა

მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

კლუბის წევრი: 7 800

13 სეზონი პრიმერაში

მეტსახელი: რაიო

გასულ სეზონში: მე-2 ადგილი სეგუნდაში

ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.რაყოვალლეცანო.ეს

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: მოვილია (41), ტრეხო (40), არიბასი (38), კოკე (38), ხავი ფუეგო (37).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: არმენტეროსი (20), ტრეხო (9), პიტი (8), დელიბაშიჩი (7), აგანსო (7).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. დავიდ კობენიო 06.04.1982

13. დანი ხიმენესი 30.07.1983

26. ხუან კარლოსი 20.01.1988

მცველები

2. ტიტო ტრიგუერო 11.07.1985

3. ხოსე მანუელ კასადო 09.081986

5. ალეხანდრო არიბასი 01.05.1989

6. მიკელ ლაბაკა 10.08.1980

11. პედრო ბოტელიო (ბრაზილია) 14.12.1989

4. ხორდი ფიგუერასი 16.05.1987

15. სუელტონ პერეირა (ბრაზილია) 19.08.1986

ნახევარმცველები

7. ხოსე მარია მოვილია 08.02.1978

8. მიგელ ანხელ მიჩელი 30.10.1975

14. ნესტორ სუსაეტა 11.12.1984

16. რაფა გარსია 14.01.1986

17. ხული სერდა 09.08.1981

18. ხავი ფუეგო 04.01.1984

20. რობერტო ტრაშორასი 28.02.1981

22. მიჩუ პერესი 21.03.1986

თავდამსხმელები

9. ალბერტო პერეა 16.05.1990

10. ფრანსისკო პიტი 26.05.1981

25. ანდრია დელიბაშიჩი (ჩერნოგორია) 24.04.1981

32. ლასანა ბანგურა (გვინეა) 30.03.1992

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე