კალათბურთი. ევრობასკეტი 2011: ფრანგები მეორე მოთამაშეს კარგავენ, ბერძნები მინიშაკს იბრუნებენ
სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა წამყვანმა ესპანურმა გამოცემა "მარკამ". გამორიცხული არ არის, რომ "მინესოტას" გამთამაშებელი რიკი რუბიო და "დალასის" მცველი რუდი ფერნანდესი ვერ დაეხმარონ ესპანეთის ნაკრებს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე.

ამ კალათბურთელებმა ტრავმები სლოვენიასთან ამხანაგური მატჩების დროს მიიღეს. რუბიომ ფეხი შაბათის შეხვედრაში (73:61) დაიზიანა, ფერნანდესმა კი ხელი კვირას (79:57) იღრძო.

რუბიოსთან და ფერნანდესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ექიმები უახლოეს დღეებში მიიღებენ.

მოახლოებული ევრობასკეტის წინ მოთამაშეებს კარგავს საფრანგეთის ნაკრები. "ლე მანის" მცველი ანტუან დიო კონტინენტის პირველობას ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე. საფრანგეთის ნაკრები დატოვა NBA-ის ლეგიონერმა რონი ტურიაფმა - "ნიუ იორკ ნიქსის" ცენტრმა ამხანაგურ მატჩში ხელი მოიტეხა. მის ნაცვლად გუნდში დააბრუნეს ალი ტრაორე.

რაც შეეხება დიოს შემცვლელს, ფრანგების დამრიგებელ ვენსან კოლეს ის ჯერ არ დაუსახელებია. ამჟამად საწვრთნელ შეკრებაზე 11 კალათბურთელი იმყოფება.

კარგი ამბებია საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში. ბერძნული პრესის ინფორმაციით, გამთამაშებელი ვასილის სპანულისი და ცენტრი სოფოკლის შორცანიდისი მზად არიან ევრობასკეტზე გასამგზავრებლად და ეროვნული გუნდის დასახმარებლად.

ადრე ცნობილი იყო, რომ სპანულისს ტურნირი ტრავმის გამო უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ მცველი სრულიად ჯანმრთელია და ვარჯიში შეუძლია. შორცანიდისს კი პირადი პრობლემები ჰქონდა და თვითნებურად მიატოვა შეკრება, რის შემდეგაც ეროვნულმა ფედერაციამ მასზე სანქციების დაწესება მოითხოვა. ახლა "მინი-შაკი" ისევ კალათბურთზეა კონცენტრირებული.

ახლა, ბერძნების დამრიგებელ ილიას ზუროსს დიდი თავსატეხი გაუჩნდა: სპანულისისა და შორცანიდისის გარეშეც ნაკრები შესანიშნავად გამოიყურებოდა ამხანაგურ მატჩებში და რთულია, ამ დუეტის გამო რომელიმე ორი კალათბურთელის შემადგენლობიდან ამოგდება.

გერმანიის ნაკრების დამრიგებელმა დირკ ბაუერმანმა გუშინ ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა გამოაცხადა. გუნდში ორი ზედმეტი კალათბურთელი აღმოჩნდა - ცენტრი კონრად ვისოცკი და მცველი პერ გიუნტერი.

მათ გარეშე გერმანელთა განაცხადმა ასეთი სახე მიიღო:

მცველები - ლუკა შტაიგერი, ჰაიკო შაფარჩიკი (ორივე - "ალბა"), შტეფენ ჰამანი ("ბაიერნი"), იოჰანეს ჰერბერი ("სკაილაინერსი");

ფორვარდები - ტიმო ოლბრეხტი ("ბონ ტელეკომი"), ფილიპ შვეტჰელმი ("ბაიერნი"), დირკ ნოვიცკი ("დალასი", NBA), რობინ ბენცინგი ("რატიოფარმი");

ცენტრები - იან-ჰენდრიკ იაგლა ("ბაიერნი"), ტიბორ პლიაისი ("ბამბერგი"), სვენ შულცე ("ალბა"), კრის კამანი ("კლიპერსი", NBA).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა