გიორგი მამარდაშვილის გადასვლის შემდეგ, "ლივერპულის" თითოეული დეტალით ვინტერესდებით. ქართველ მეკარეს ამხანაგურ მატჩებში დრო ეძლევა. ვიცით, აქ ალისონია, მაგრამ "მამარდა" თავის შანსებს მიიღებს, დიდწილად კი თასის თამაშებში.

არნე სლოტის გუნდს ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე, დიეგო ჟოტას ტრაგედიის გამო საშინელ ხასიათზე რომ დაიწყეს, პირველი სერიოზული მეტოქე ჰყავს და ჰონგ-კონგში "მილანს" ეთამაშებიან. "კაი ტაკ სპორტზე" (50 000) შეხვედრა შაბათს, 26 ივლისს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება და ანშლაგია მოსალოდნელი, აქ ვარჯიშებზეც კი დიდი ინტერესია.

მოგეხსენებათ, ამ გუნდების დაპირისპირება 2005 და 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა და პირველი (3:3) მართლაც დაუვიწყარია.

გასულ სეზონში "ლივერპული" ინგლისში ძალიან დომინანტური იყო, მაგრამ პრემიერლიგაში კვლავ წარმატების მისაღწევად კიდევ უფრო მეტი იქნება საჭირო. სლოტმა გუნდი გააძლიერა. უგო ეტიკეტე ბოლო შენაძენია, მანამდე მილოშ კერკეში, "რეალში" წასული ალექსანდრ-არნოლდი ჯერემი ფრიმპონგმა ჩაანაცვლა და აქაა ფლორიან ვირცი, ვინც "ლევერკუზენთან" ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა.

"წითლებს" აზიაში "იოკოჰამასთან" თამაშიც აქვს დაგეგმილი, ამის შემდეგ კი, სეზონის დაწყებამდე, "ენფილდზე" "ბილბაოს" გაეჯიბრება.

"მილანმა" ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი) და რეინდერსი (სიტი) დაკარგა, მაგრამ "ათიანი" რაფაელ ლეაო ჯერ ისევ ადგილზეა. ტეოს შემცვლელად ეკვადორელი ესტუპინიანის მოსვლა მშვენიერი ჩანაცვლებაა, ნახევარდაცვის გაძლიერებაში კი სერიოზული ენერგია და თანხები გასწიეს. აქაა ლეგენდარული ლუკა მოდრიჩი, მასთან ერთად კი "ტორინოდან" სამუელე რიჩი გადაიბირეს. მასიმილიანო ალეგრის, გუნდში 11 წლის შემდეგ რომ დაბრუნდა, ფორვარდის პრობლემა აქვს, რადგან ხიმენესი "ოქროს თასის" შემდეგ არ გამოჩენილა, აბრაჰამი (ბეშიქთაში) და იოვიჩი (უგუნდოდაა) კი წავიდნენ. მილანელები წელს ევროტურნირებს მიღმა არიან და მხოლოდ შიდა ასპარეზზე ითამაშებენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლივერპული": მამარდაშვილი -ფრიმპონგი,კონატე,გომესი,კერკესი-გრავენბერხი,ენდო,ჯონსი-სალაჰი,ნუნიესი,ნგუმოჰა;

"მილანი":ტერაჩიანო-ტომორი,ტიაო,პავლოვიჩი-სალამანკერსი,რიჩი,მუსა,ლოფტუს-ჩიკი,ჩუკუვეზე-ლეაო,ოკაფორი.

გუგა
სადმე შეიძლება ამ თამაშის ნახვა?
რაბუ
მამარდა და ლივერპული, თავი ზღაპარში მგონია.
mamuka09ze
ჯიგარი ხარ, მამარდ, მიაწექი ბოლომდე. წარმატებებს გისურვებ. წინ, საქართველო!!!
L.J.
Ise wer mase ro moxdes magrad gagixardeba ara???milanis gulshematjiva ri var da aseti susti gundi albat 12/13 wlis win yavdat
8888
ვაზგენ, მხითარიანს მიხედე-)) 9:1 არ გეყო ხო?
ქუთაისელი
ძალიან მაგარია! მახსოვს ვალენსიაში რომ გადავიდა, იქაც პრე-სეზონზე მილანთან მოუწია დაპირისპირება. ბრაჰიმ დიასს სასწაული ბურთი აუღო! მას შემდეგ ამოაგდო ის ჰოლანდიელი მეკარე ძირითადიდან. ისტორია მეორდება! წარმატებები მამარდას! <3

ეხ ესენი უკვე მაგარი საშიში გუნდია და ალბად ბევრ გოლს გაუტანენ მამარდს
დაიწყება თავდავიწყება - რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
"ჩელსიმ" "აიაქსის" მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა - ამსტერდამული კლუბი 60 მილიონს ითხოვს
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
"მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა" - "ლევადიას" მწვრთნელი "იბერიასთან" თამაშის შემდეგ
"მას ბევრი აქვს სასწავლი" - მექსიკის პრეზიდენტმა ჩიჩარიტო გააკრიტიკა
"ეს ჩემი მიზანია" - თოფურია MMA-დან კრივში გადაინაცვლებს?
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - ნეიმარი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"კვარაცხელიას და მარმუშის სანაცვლოდ 75 მილიონი გადაიხადეს, მსოფლიო საუკეთესო გუნდები კი ამ ფეხბურთელით არ ინტერესდებიან" - კასანომ გაკვირვება გამოხატა
მამარდაშვილმა გოლი ისევ არ გაუშვა - ალისონი "ლივერპულს" შეუერთდა
ლეაომ "მილანს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა - როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
შეთანხმება შედგა - დიასი დიდი ალბათობით, "ლივერპულს" დატოვებს
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
სალაჰი თავის თავს ისტორიაში საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად მიიჩნევს
"მილანი" ტეო ერნანდესის შემცვლელს "ბრაიტონიდან" ყიდულობს
"ლივერპულის" გეგმა - კიეზას გაყიდვა და მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენა
კასანო: ლეაოს კვერცხები არ აქვს და ფალსიფიცირებული ფეხბურთელია
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
"ჩელსი" ლეაოს შეძენას შეეცდება
ოფიციალურად: მამარდაშვილს "ლივერპულის" მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
გრილიში უკვე ნეაპოლშია, სტერლინგიც შეიძლება ჩავიდეს
200 მილიონი ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ - "ალ-იტიფაქი" "მილანის" ვარსკვლავებს უმიზნებს
ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
"ჩელსი" მუდრიკის შემცვლელის 100 მილიონად შეძენას შეეცდება
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია