კალათბურთი. საკონტროლო მატჩები
სრული სვლით მიმდინარეობს მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომლის დაწყებამდე რვა დღე რჩება. გუნდები ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს ატარებენ და მზადყოფნას ამოწმებენ.

ლიტვის ნაკრები მომავალი ტურნირის ერთ-ერთი მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ევრობასკეტის მასპინძლების მომზადების დონე ეჭვქვეშ დადგა რუსეთის ნაკრებთან ორი წაგებული საკონტროლო მატჩის შემდეგ. თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ ლიტველებმა ესპანეთის დამარცხება მოახერხეს.

ამჯერად ლიტვა მეზობელ ლატვიას შეხვდა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა - 95:75. ამ მატჩში გამარჯვებულთა რიგებში არ იყვნენ ესპანეთთან დაშავებული ცენტრი რობერტას იავტოკასი და ფორვარდი დარიუს სონგაილა. მათ არყოფნაში თავის გამოჩენის კარგი შანსი მიიღო მარიონას პეტრავიჩუსმა, რომელიც საბოლოო განაცხადში მოხვედრისთვის იბრძვის. "მილანის" ცენტრმა ეს შანსი კარგად გამოიყენა: თამაშიდან ხუთიდან ხუთი ჩააგდო და 18-დან 16 საჯარიმო მოათავსა კალათში. გარდა ამისა, 7 მოხსნაც მიითვალა.

სამმა კალათბურთელმა - დარიუშ ლავრინოვიჩმა, მარტინას პოციუსმა და პაულიუს იანკუნასმა - 13-13 ქულა დააგროვეს. ხუთი შედეგიანი გადაცემა მოდის შარუნას იასიკიავიჩუსზე. ლატვიელთა რიგებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ იანის ბლუმსი და იანის სტრელნიექსი (21 და 16 ქულა შესაბამისად).

გერმანიის ქალაქ ბამბერგში მიმდინარე ტურნირის გამარჯვებული გახდა საბერძნეთის ნაკრები. თავდაპირველად ამ გუნდმა 24 ქულით გაანადგურა მსოფლიოს ვიცეჩემპიონი თურქეთი, შემდეგ დამაჯერებლად გაუსწორდა მასპინძელ გერმანიას, ბოლო ტურში კი დაინდო და მხოლოდ ცხრა ქულით მოუგო ბელგიას. ეს უკანასკნელი სამი წაგებით ბოლო ადგილზე გავიდა.

ბამბერგი

I ტური

საბერძნეთი-თურქეთი 62:38

ს: ბურუსისი (17).

თ: აშიქი (10+11 მოხსნა).

გერმანია-ბელგია 71:65

გ: ნოვიცკი (18), კამანი (17).

ბ: ლოუერსი (14).

II ტური

გერმანია-საბერძნეთი 56:69

გ: კამანი (15), ნოვიცკი (11).

ს: კუფოსი (17).

თურქეთი-ბელგია 66:60

თ: აშიქი (12).

ბ: ტაბუ-ებომა (11), ბეგინი (11).

III ტური

ბელგია-საბერძნეთი 61:70

ბ: ფაისონი (13), ლოუერსი (11), დე ზეუვი (10).

ს: კუფოსი (12+11 მოხსნა), ფოცისი (12), კაიმაკოგლუ (10).

გერმანია-თურქეთი 64:52

კ: კამანი (16+9 მოხსნა), ნოვიცკი (14), შულცე (11).

თ: კანტერი (12).

სატურნირო მდგომარეობა: 1. საბერძნეთი - 3 მოგება/0 წაგება; 2. გერმანია - 2/1; 3. თურქეთი - 1/2; 4. ბელგია - 0/3.

ლონდონი

IV ტური

ხორვატია-საფრანგეთი 60:83

ხ: ბოგდანოვიჩი (16).

ს: პაკერი (12), ნოა (11), დე კოლო (10).

სერბეთი-ავსტრალია 69:78

ს: კრსტიჩი (17), სავანოვიჩი (16).

ბრიტანეთი-ჩინეთი 64:56

ბ: ფრილენდი (18+13 მოხსნა), დენგი (15).

V ტური

ჩინეთი-ხორვატია 53:83

ხ: ბოგდანოვიჩი (16), მარკოტა (12), ჟორიჩი (10), პოპოვიჩი (10), ტომიჩი (9+8 მოხსნა+6 პასი).

ავსტრალია-ბრიტანეთი 91:90 (ო)

ბ: დენგი (26+9 მოხსნა), ფრილენდი (22).

საფრანგეთი-სერბეთი 80:77

საფ: პარკერი (24), ბატუმი (14), დე კოლო (11), ჟელაბალე (11).

სერ: პეროვიჩი (14), რაშიჩი (11).

საფრანგეთმა ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილი ავსტრალიას ერგო, მესამე - ხორვატიას.

ამხანაგურები

ზელანდია-მაკედონია 67:68

მ: ანტიჩი (16), მაკალები (12), გეჩევსკი (12).

ესპანეთი-სლოვენია 79:57

ე: პ. გასოლი (19), ნავარო (13), იბაკა (12), ლიული (10).

ს: ლორბეკი (10).

ისრაელი-პოლონეთი 82:70

16:20, 18:8, 21:17, 27:25

ი: ელიაჰუ (19), ჰალპერინი (14), გრინი (11).

პ: კელატი (19), კოშარეკი (13), ლეონჩიკი (11), ხრიცანიუკი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...