ველოსპორტი. ვუელტა

გუნდური რბოლის შემდეგ "ვუელტაზე" მეორე ეტაპი გაიმართა, სადაც ორი უძლიერესი სპრინტერის - მარკ კევენდიშისა და ტაილერ ფარარის დუელს ელოდნენ, მაგრამ გამარჯვებული 26 წლის ავსტრალიელი კრისტოფერ სატონი გახდა.

სწორ მონაკვეთზე მსგავსი ეტაპები, როგორც წესი, ერთნაირი სცენარით ვითარდება. თავიდან ველომრბოლთა გარკვეული ჯგუფი პელოტონს გაურბის და მარტო აგრძელებს რბოლას. თუმცა ასეთი გაქცევები ხშირად უშედეგოდ მთავრდება, რადგან ძირითადი ჯგუფი ეწევა ლიდერებს და ყველაფერი საფინიშო სპურტისას ირკვევა.

ამჯერადაც ასე მოხდა. ბოლო გაქცეული, რომელსაც პელოტონი დაეწია, ადამ ჰანსენი იყო. ეს ფინიშამდე დაახლოებით 30 კილომეტრით ადრე მოხდა. სულ მალე სპრინტერული გარჩევებიც გაიწყო. წინ გავიდა "ჰაიროუდი", რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი ლიდერისთვის - მარკ კევენდიშისთვის გამარჯვება მოეტანა. მაგრამ ამერიკულმა გუნდმა იჩქარა, რადგან ფინიშამდე კიდევ 15 კილომეტრი რჩებოდა.

მოკლედ, "ჰაიროუდი" ტაქტიკურად შეცდა, გარდა ამისა, ფინიშზე ოდნავი აღმართი იყო და ფავორიტებმა ეს ვერ გაითვალისწინეს. საბოლოოდ, ორი ველომრბოლი გამოეყო მთავარ ჯგუფს - კრისტოფერ სატონი და ვისენტე რეინესი, რომლებმაც ერთმანეთში პირველობა გაითამაშეს. ავსტრალიელი ტრეკის ყოფილი ველომრბოლია და ძველი თვისებების წყალობით კარიერაში პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა.

ამასობაში კი ლიდერის წითელი მაისურა დანიელე ბენატიმ მოიპოვა, რომელმაც მეექვსე ადგილზე გასვლისთვის საბონუსო ქულები მოიპოვა და ამის ხარჯზე გაუსწრო იაკობ ფუგლსანგს.

II ეტაპი

1. კრისტოფერ სატონი (ავსტრა, "სქაი") - 4:11.41; 2. ვისენტე რეინესი (ესპ, "ლოტო") - იგივე დრო; 3. მარსელ კიტერი (გერ, "სკილი") - იგივე დრო; 4. ტაილერ ფარარი (აშშ, "გარმინი") - იგივე დრო; 5. მატი ბრეშელი (დან, "რაბობანკი") - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. დანიელე ბენატი (იტა, "ლეოპარდი") - 4:28.11; 2. იაკობ ფუგლსანგი (დან, "ლეოპარდი") - იგივე დრო; 3. პეტერ საგანი (სლოვაკ, "ლიკვიგასი") - +0.04; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - იგივე დრო; 5. ვალერიო ანიოლი (იტა, "ლიკვიგასი") - იგივე დრო; 6. ჯონ დეგენკოლბი (გერ, "ლიკვიგასი") - +0.09...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე